Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპას მოუწევს მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება

ევროპას მოუწევს მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება

ლონდონი

ამ კვირაში ევროპული დეზინტეგრაცია უწინდელზე მნიშვნელოვნად რეალური გახდა. მრავალრიცხოვანმა კრიზისმა, რომელთა შორის თითოეული არის სიმპტომი და მიზეზი კონტინენტის უღრმესი პრობლემების, ერთდროულად და ერთ წერტილში მოიყარა თავი”, _ წერს The New York Timesის მიმომხილველი მაქს ფიშერი.

ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლისკენ გადადგა ნაბიჯი, შოტლანდიამ კი _ დამოუკიდებლობისკენ. ულტრამემარჯვენეებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს ჰოლანდიის არჩევნებში. თურქეთისა და ნიდერლანდების მთავრობებს შორის წინააღმდეგობის ზრდამ გამოავლინა ევროპის ერთიანობის შენარჩუნების სირთულე და ის ძალები, რომლებსაც მისი დაშლა და დანგრევა შეუძლიათ”, _ ნათქვამია სტატიაში.

მომავალი მოვლენები ვერ დაშლის ევროპას, მას უარესიც გადაუტანია. მაგრამ ამჟამინდელი წარმოადგენს უფრო მასშტაბურ ძალებს, რომლებიც, მსგავსი კრიზისების მომრავლების შემთხვევაში, შეძლებენ ევროპის დანგრევას”, _ წერს ფიშერი.

მასშტაბურმა არჩევნებმა, რომლებიც წლეულსვე გაიმართება საფრანგეთსა და გერმანიაში (ნიდერლანდებში უკვე მოეწყო), უნდა გვიპასუხოს კითხვაზე, მოერევა თუ არა ევროკავშირი პოპულისტურ მოძრაობებს მასში შემავალ ქვეყნებში.

საეჭვოა, რომ უკიდურესი მემარჯვენეები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ უთუოდ გაიზრდება ხელისუფლებაზე ზემოქმედება პოპულისტური პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით. მზარდი კონფლიქტი თურქეთისა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს შორის, ასევე, მნიშვნელოვანი გამოცდაა”.

თურქეთის მოხელეები მოგზაურობენ ევროპაში და ატარებენ მიტინგებს, თურქეთის დიასპორას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს მომავალ თვეში გასამართ რეფერენდუმს, რომელიც შესაძლებელს გახდის თურქეთში ახალი კონსტიტუციის მიღებას, მიმართულს პრეზიდენტ ერდოღანის უფლებამოსილებათა მნიშვნელოვანი გაზრდისკენ. გერმანიამ და ჰოლანდიამ აკრძალეს ეს მიტინგები, რის გამოც ერდოღანმა ორივე ქვეყანა ნაციზმში დაადანაშაულა.

ავტორს მიაჩნია, რომ ეს ეპიზოდი მაინცდამაინც დიდ საშიშროებას არ შეიცავს, მაგრამ “დაგვანახვებს, კვლავაც შეძლებენ თუ არა ევროპა და თურქეთი უწინდებურად შეთანხმებულ ურთიერთობას”. დღეს ეს ღირებულებათა საკითხია: ევროპა გადაიხარა პოპულიზმისკენ, თურქეთი კი _ ავტორიტარიზმისკენ, მაგრამ იგი პრაქტიკული საკითხიც არის: ევროპას თურქეთის დახმარება სჭირდება, რათა შეაჩეროს ლტოლვილების მოზღვავება, რომელთაც, თავის მხრივ, კრიტიკულ მომენტში შეუძლიათ, გააძლიერონ უკიდურეს მემარჯვენეთა პოზიციები.

ბრიტანეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც უფლებას აძლევს პრემიერმინისტრ ტერეზა მეის, ოფიციალურად აამოქმედოს ევროკავშირის ხელშეკრულების 50- მუხლი კავშირიდან წევრი სახელმწიფოს გასვლის შესახებ, _ ნათქვამია სტატიაშიბრექსიტი”, _ იგი მნიშვნელოვნად აზარალებს, როგორც ბრიტანეთის ეკონომიკას, აგრეთვე, ევროპულ ერთიანობას”.

ამავე დროს, შოტლანდიის პირველი მინისტრი, ქალბატონი ნიკოლა სტერჯენი გამოდის ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით.

პირველი რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, შოტლანდიელთა უმეტესობამ გამოთქვა ევროკავშირში დარჩენის სურვილი. “ბრექსიტმა” დაადასტურა, რომ შოტლანდიასა და ინგლისში განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ქვეყნის ბედზე და რომ უფრო მრავალრიცხოვანი ინგლისელები კვლავაც განაგრძობენ კონსერვატიული პოლიტიკის შოტლანდიელებისთვის თავს მოხვევას.

არცთუ შესამჩნევი გამოდგა ახლახან ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართული არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვით გაიმარჯვა ნაციონალისტურმა პარტიაშიინ ფეინმა”. იგი იბრძვის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან ჩრდილოეთ ირლანდიის გამოსვლისა და მისი ირლანდიასთან შეერთებისთვის”, _ ნათქვამია სტატიაში.

“დიდი ბრიტანეთი შეიძლება დაიშალოს, თუმცა დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია”, _ ასკვნის ფიშერი.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here