სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. არსებული ცნობით, არიან დაშავებულები. რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო. აღნიშნული მომენტისთვის მეტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს:
,,სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი“.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი უკვე გაესაუბრა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს. აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო მოსკოვის მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ყველა – 63-ვე სადგური დაიხურულია- ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.