პორტალ Politicano-ს ცნობით, ალან გრინსპენმა, რომელიც აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ფონდის (ამერიკის ცენტრალური ბანკი, შემოკლ. ფედი) თავჯდომარე იყო (არაფორმალურად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი) აღიარა ის, რომ 2008 წლის მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისი გამოწვეული იყო “თავისუფალი ბაზრის” დოქტრინის მიერ.
2001 წლიდან გრინსპენს მწვავედ აკრიტიკებდნენ ფედის ტრადიციული მონეტარული პოლიტიკიდან გადახრისა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადამეტებული მხარდაჭერისთვის. მიუხედავად ამისა, გრინსპენი მაინც ითვლება წამყვან ავტორიტეტად ამერიკის შიდა ეკონომიკასა და მონეტარულ პოლიტიკაში.
“მან აღნიშნა, რომ მცდარი იყო ის მოსაზრება, ვითომ “თავისუფალ ბაზარს” აქვს თვითრეგულირების უნარი, რაც გახდა კრიზის ერთ-ერთი მიზეზი. ამას ამბობდა “საბაზრო სისტემის” ყველაზე გავლენიანი ადამიანი.
მაგრამ ეს მარტივი ჭეშმარიტება “თავისუფალი ბაზრის” პარაზიტობის შესახებ საქართველოში კიდევ დისკუსიის საგანია და უფრო მეტიც, როგორც ჩანს მთავრობა “თავისუფალი ბაზრის” პრინციპების გადახედვას ჯერ არც აპირებს”. – ნათქვამია Politicano-ს სტატუსში.