მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჯულიო საპელიმ ინტერვიუში, რომელიც მას იტალიურმა ინტერნეტგამოცემა Linkiesta-მ ჩამოართვა მისი წიგნის _ “ახალი მსოფლიო. ტრამპის რევოლუცია და მისი გლობალური შედეგები” _ გამოცემის თაობაზე, განაცხადა, რომ “ტრამპი ამერიკული განსაკუთრებულობის პროდუქტია: პოპულიზმის, ნაციონალიზმისა და დემოკრატიის ნაზავის სახით… მან შეავსო ლიბერალური და დემოკრატიული აზროვნების ხარვეზები” და დაადასტურა, რომ “პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა არის კულტურა და არა ეკონომიკა”.
პროფესორმა მიუთითა, რომ ამერიკის ეკონომიკა, დიდი ხანია, ტრაგიკულ სიტუაციაში იმყოფება, “დამნაშავე კი გლობალიზაციაა, რომელმაც აშშ-ის დეინდუსტრიალიზაცია გამოიწვია”.
“ამერიკის ელიტა თავზარდაცემულია, _ ამტკიცებს იგი, _ დღეისთვის ტრამპის მთავარი მტრებია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და სპეცსამსახურები”. მათ აშინებთ ის რეალობა, რომ “ბირთვული ჩემოდანი ასეთი გადარეულის ხელშია და მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოესურვება. “კიდევ კარგი, რომ რუსეთმა დაიბრუნა თავისი დიდებულება, _ ასკვნის პროფესორი, _ რაც, გარკვეული აზრით, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს”.
საინტერესო ხედვაა