Home ახალი ამბები ევროპული მომავლის მშენებლობა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება

ევროპული მომავლის მშენებლობა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება

მარინ ლე პენი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 24 მარტს კრემლში
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლიტიკურ პარტია ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი 24 მარტს შეხვდა რუსეთის დუმის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ლე პენმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა და რუსეთმა ერთად უნდა გადაარჩინონ მსოფლიო გლობალიზაციის და ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს  Interfax news-ის სააგენტო.

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკმა განაცხადა, რომ მარინ ლე პენის ვიზიტი იყო „გაბედული“.

ლე პენი ხშირად ახორცილებდა საქმიან ვიზიტებს რუსეთში და შესაბამისად ხშირად ხვდებოდა კანონმდებლებს. მოსკოვის ინტერესებში შედიოდა ევროპის ქვეყნებში შეექმნათ პრორუსული პარტიები, რათა მომხდარიყო ძალთა ბალანსი. ეს არის ერთგვარი ხერხი, რათა დასავლეთს შეეძლოს არჩევანის გაკეთება, რუსეთმა მისცა ევროპელებს არჩევანის გაკეთების საშუალება. ამერიკა მუდმივად ცდილობდა რუსეთის იმიჯის შებღალვას ევროპაში და მხოლოდ ერთ გზას სთავაზობდა მათ: აგრესიას. ამერიკამ ევროპას თავს მოახვია თავისი აზრი, დაარწმუნა ევროპა რომ დიალოგის ენა რუსეთთან წამგებიანია. რუსეთმა ევროპას ალტერნატიული გზა შესთავაზა – მოლაპარაკებების და დიპლომატიური დიალოგის მეთოდი. რუსეთმა დაიწყო ევროპასთან ჩამსხვრეული ხიდის მშენებლობა, რაც მოჰყვა უკრაინისა და სირიის სამოქალაქო ომს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში მარინ ლე პენის ვიზიტისას საპრეზიდენტო კანდიდატს განუცხადა, რომ ის არ აპირებს ჩაერიოს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ან თუნდაც რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მასზე.

„ჩვენ არ გვინდა მოვახდინოთ რაიმე სახის ზემოქმედება მიმდინარე პროცესებზე საფრანგეთში, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ნებისმიერი ფორმაციის პოლიტიკურ პარტიებთან, როგორც ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები აკეთებენ“. – დანაცხადა პუტინმა.

ლე პენი ეწვია მოსკოვს, შეხვდრები გამართა რუსეთის დუმის წევრებთან და დათახმდა პუტინთან შეხვედრას.

„რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ხედვები თუ როგორ წარმოგვიდგენია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარება, ასევე მოსაზრებები იმ პროცესების შესახებ, რაც მიმდინარეობს ახლა ევროპაში. მე ვიცი რომ თქვენ წარმოადგენთ ევროპული პოლიტიკის მნიშვნელოვან ძალას, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება“. – განაცხადა პუტინმა შეხვედრისას.

ლე პენმა უთხრა პუტინს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაიზიარონ ანტი-ტერორისტული ხედვა, რომელიც შემუშავებული აქვს რუსეთს, რათა მოხდეს თავდასხმების მოგერიება. „თქვენ იცით თუ რა მოხდა რამოდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში. ვფიქრობ ამ საკითხზე უნდა მოხდეს ჩვენ ქვეყნებს შორის მოსაზრებების გაზიარება“. – განუცხადა ლე პენმა პუტინს შეხვედრისას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მოსკოვში, მისი წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, ანუ  ფულის სათხოვნელად ჩავიდა.

” მარინ ლე პენი ევროპელ პოლიტიკოსთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, ვინც პუტინთან მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და ამართლებს ყირიმის რუსეთთან შეერთებას. ერთ-ერთმა რუსულმა ბანკმა ლე პენს 2014 წელს 9 მილიონი ევროს კრედიტი უკვე გამოუყო”. – წერს გამოცემა. ასევე ყველას გვახსოვს ლე პენის რეზონანსული განცადება, რომ ის გამარჯვების შემთხვევაში აღიარებს ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში.

რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვს ასევე პრეზიდენტობის მეორე გამოკვეთილ რესპუბლიკელ კანდიდატს ფრანსუა ფიიონს.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here