Home რუბრიკები პოლიტიკა ხელები შორს “მედიაპალიტრისგან”!

ხელები შორს “მედიაპალიტრისგან”!

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, დღეს “მედიაპალიტრის” ეზოში სოლიდარობის აქცია გაიმართა.
სოლიდარობის აქცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები “მედიაპალიტრის” კუთვნილ საწარმოებში შემოსავლების სამსახურის შესვლას მედიასახლის მიერ 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გაშუქებას უკავშირებენ. სოლიდარობის აქციაზე პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ.
შეგახსენებთ რომ 7 ივნისს შემოსავლების სამსახურმა “მედიაპალიტრის” შემადგენელი ორგანიზაციების შემოწმება ერთდროულად დაიწყო; მათ შორის 4 კომპანიის საწყობები დაილუქა ინვენტარიზაციისთვის.
“მედიაპალიტრა” არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი ზოგადად, თუმცა ერთდროულად 6 სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა.
ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე და „სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრი:
ჩემი აქციაზე მოსვლის მიზანი არის, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, იმ ორგანიზაციას, რომელიც უკანონობის მსხვერპლი გახდა. რაც შეეხება “მედიასახლ პალიტრას”, სააკაშვილმა ხელი მოაწერა, რომ ის არის დიქტატორი! ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდებით ხდება ადამიანების, ორგნაიზაციების დაშინება. გაფრთხილებები, რომ უარესი მოუვათ თუ გააგრძელებენ სიმართლის თქმას და ხელისუფლების წინაღმდეგ ბრძოლას.
შემოსვალების სამსახური როგორ მუშაობს ძალიან კარგად ვიცი, განსაკუთრებით, ბოლო 2-3 წლის მანძლიზე. ეს სტრუქტურა ადამიანებს სრულიად უსაფუძლვოდ უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს, მხოლოდ იმის გამო რომ ხელისუფლების წინააღმდეგ აზროვნებაში არიან შემჩნეულნი. დიქტატურა არის ის, როდესაც ქვეყანაში ყველა სტრუქტურა მოქმედებს პოლიტიკური დაკვეთით. დღეს კი საქართველოში სრული დიქტატურაა დამყარებული!

შალვა რამიშვილი ჟურნალისტი:
დღევანდელ მედია სივრცეში ძალინ ცოტა ისეთი ადგილი, სადაც როგორც ჟურნალისტს, ისეთი დამოუკიდებლობა მაქვს როგორც “მედიაჰოლდინგ პალიტრაში”. სწორედ ამის “ბრალია” ის რომ ასეთი წეზოლა მიმდინარეობს პალიტრის წინაღმდეგ. ჩვენ და ტელეკომპანია “მაესტრომ” ყველაზე კარგად გავაშუქეთ 26 მაისი მოვლენები და ეს არის ხელისუფლების მხრიდან დასჯა. ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავალა! მინდა შევახსენო თქვენს მკითხველს, 2002 წლის ამბები, როდესაც რუსთავი 2-ში შევიდნენ შემოწმების მზინით. გახსოვსთ, მაშინ ერთი ამბები იყო, ლამის რევოლუცია მოხდა. დასანანია, რომ სამოქალაქო კონსოლიდაცია იმ დროს გაცილებით უფრო მაღალი იყო ვიდრე დღეს არის. არ უნდა დავთმოთ “პალიტრა”, თუ დღეს იქნება პალიტრა, ხვალ ნებსმიერი სხვა მედიასაშუალება შეიძლება იყოს.
 
 
ინგა გრიგოლია ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი თბილისის საკრებულოს დეპუტატი:
ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს არ უვარდებიან ტელევიზიებში, არ არბენინებენ ტყეში, არ ურტყამენ თავში ხელკეტებს, არ ხურავენ ტელევიზებს, განსხვავებული აზრის გამო, მაშინ შესაძლოა, ნებისმიერ მოქალაქეს შემოსავლების სამსახურის “მედიაჰონდინგ პალიტრაში” შესვლა ჩვეულებრივ მოვლენად ჩაეთვლა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფელბა ჟურნალისტებს ერჩის.
ეს არის პოლიტიკური ზეწოლა “მედიაჰოლდინგ პალიტრაზე” იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი ობიექტურობით ყველაზე გამროჩეული მედიასაშუალება. ნაციონალურ მოძრაობას ერთ რამეს შევახსენებ, რუსთავი 2-ში შევარდნაძის დროს შემოსავლების სამსახური რომ შევიდა, რა მოხდა ყველამ ნახა, პირველი დიდი საპროტესტო გამოსვლა მაშინ დაიწყო. აქაც თუ იგივე მოხდება, არ არის გამორიცხული ორჯერ უფრო დიდ პროტესტი მიიღოს. ჩვენ არ დავთმობთ “მედიაჰოლდინგ პალიტრას”. შორს ხელები მედისგან, რაც გააფუჭეს აქამდე ისიც შეირგონ.

გია ბურჯანაძე მსახიობი, “შეფიცულების” ხელმძღვანელი:
ხელისუფლებას უკვე ჩვევათ აქვს, ყველა ის ორგანიზაცია, ყველა ის პიროვნება, ვისაც კი განსხვავებული აზრი აქვს, ვისაც კი უბრალოდ სურვილი აქვს დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროს, დათრგუნოს, დასაჯოს და ციხეში გამოკეტოს.
მთელ პალიტრას ახლა ციხეში ვერ ჩასვავს, მაგრამ ზეწოლის გზით ცდილობს როგორმე პალიტრის საქმიანობა შეზღუდოს და შეაჩეროს. 5 წლის წინ უნდა დავმდგარიყავით ძალიან მაგრად რომ აქამდე არ მისულიყო ხელისუფლება. დღეს უკვე ჩვენ გვყავს დამანაშავე, კრიმინალი, დიქტატორი ხელისუფლება.
გენო ჯოხაძე, “ჯორჯიან ჟურნალ”-ის რედაქტორი: ეს აშკარა მცდელობა იმისა, რომ როგორმე შეზღუდონ პრესა, აქეცენტებს გავაკეთებდი გავრცელების სამსახურზე, სტამბაზე, რომელიც ძირითადი ბირთვი და საფუძველია ჩვენი ჰოლდინგის მუშაობის. აქ აშკარად იგრძნობა პოლიტიკის სუნი. ეს არის აბსოლიტურად რიგგარეშე შემოწმება, ფაქტია რომ მათ პირადი ინტერესი აქვთ “მედიაჰოლდიგნ პალიტრას” მიმართ.

მარიკა დარჩია მედიაჰოლდინგ “პალიტრის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
“მედიაჰოლდინგი პალიტრა” ძალიან დიდი საინფორაციაო ჰოლდინგია, როდესაც ასეთ დიდ ორგანიზაციში ერთდროულად 6 სხვა და სხვა ტიპის შპს-ში შედიხარ, ასეთი აგრესიით, ენერგიით და გინდა რომ სასწრაფოთ შეამოწმო, ეს აჩენს ეჭვის საფუძველს და ძალიან ბევრ კითხის ნიშანს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
 
ზვიად ქორიძე ჟურნალსიტი:
დღეს “მედაისახლ პალიტრას” პირველ რიგში ჭირდება სოლიდარობა. შემოწმების პროცესი აცულებლად უნდა გახდეს გამჭირვალე. საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს რა ხდება აქ, რის გამო მოვიდნენ და რატომ მისცეს ასეთი კამპანიური ხასიათი ამ ყველაფერს. ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად, ფრთხილად და მკაცრად, რომ საგადასახდო ბერკეტები არ იყოს გამოყენებული, როგორც ცენზურის მექანიზმები  საზოგაოდებაზე ზემოქმედებისა. დღეს სახელმწიფო თავის ვალდებულებას, წესრიგი დამყაროს, იყენებს რეპრესიული სახით.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here