Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა დევდარიანი: ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შედარება პოლიტიკური მარაზმია

ნანა დევდარიანი: ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შედარება პოლიტიკური მარაზმია

9 მაისს, დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს, არაერთ სახელმწიფოში აღნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომში 72 ქვეყანა მონაწილეობდა, ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ კაცი. დაიღუპა 62 მილიონი.  “საქართველო და მსოფლიო” 9 მაისთან დაკავშირებით სასაუბროდ “ქართული აკადემიის” წარმომადგენელს – ნუკრი ქანთარიას, გაზეთ “ილორის” მთავარ რედაქტორს – როლანდ ჯალაღანიასა და ჟურნალისტს, ყოფილ სახალხო დამცველს – ნანა დევდარიანს დაუკავშირდა.
– იზიარებთ თუ არა ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებას დიდი სამამულო ომისა და ამ ომის ვეტერანების მიმართ?ნუკრი ქანთარია:- როგორ შეიძლება ეს გავიზიარო, მითუმეტეს – ვეტერანების მიმართ, რომლებიც ომში იბრძოდნენ. მამაჩემიც ამ ომის მონაწილე იყო. ბუნებრივია, ჩემი დამოკიდებულება ბევრად განსხვავდება ხელისუფლების დამოკიდებულებისაგან. თითო-ოროლა ადამიანი დარჩა იმ ომის მონაწილეთაგან, ამიტომ განსაკუთრებული პატივი და მოპყრობა სჭირდება მათ. როლანდ ჯალაღანია: – როგორ შეიძლება გავიზიარო ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება ვეტერანებისა და დიდი სამამულო ომის მიმართ, მაშინ, როცა მამაჩემი ამ ომში მონაწილეობდა და მე ამით ვამაყობ. ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, იცით, ვისი შვილები არიან? – ხალხისა, ომის დროს საპონს რომ ჭამდა, დიზენტერია რომ აეკიდათ და ომში არ წასულიყვნენ. მაშინ, როცა 16 წლის ბიჭები დაბადების მოწმობას აყალბებდნენ, ასაკს იმატებდნენ, ფრონტზე რომ წასულიყვნენ. მამაჩემი მეცნიერებათა კანდიდატი იყო და მოხალისედ წავიდა. ბუნებრივია, ჩემი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ სულ სხვაა, ვიდრე ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისა.ნანა დევდარიანი: – ნორმალურმა ადამიანმა როგორ შეიძლება ვეტერანების მიმართ ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება გაიზიაროს! თუმცა, როცა არჩევნებისთვის სჭირდებათ, თვითონ სააკაშვილი  ეწვევა ხოლმე და ცეკვავს კიდეც მათთან.- მიიჩნევთ თუ არა 1945 წლის 9 მაისს საერთო სახალხო გამარჯვებად, რომელშიც ქართველებმა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ?ნუკრი ქანთარია: – ამ ომში საქართველო სერიოზულად დაზარალდა  და, რა თქმა უნდა, ის დიადი გამარჯვება ჩვენიცაა. როლანდ ჯალაღანია: – ყველაზე მეტი მსხვერპლი პროცენტულად საქართველომ გაიღო. მაშინ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონი იყო და 700 ათასი კაცი წავიდა ფრონტზე,  ნახევარი იქ დარჩა. მსოფლიოში საქართველო პირველია ერთ სულ მოსახლეზე ამ ომში დანაკარგით. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს 147 საბჭოთა კავშირის გმირი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართველმა კაცმა აიტანა დროშა რაიხსტაგზე და დააგვირგვინა ეს გამარჯვება. ზოგიერთ მშიშარა და გიჟ ადამიანს დღეს, რა თქმა უნდა, ეს გმირები არ მოსწონს. ნანა დევდარიანი:- 9 მაისი,  ფაშიზმზე გამარჯვების გარდა, არის ევროპის დღე და ევროკავშირი ამ დღეს საგანგებოდ აღნიშნავს. თანაც ამ ომში უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველომ. დღეს ავღანეთსა და ერაყში რომ უხარიათ ჩვენი ჯარისკაცების ბრძოლა, კაცმა არ იცის, სხვის ომში რატომ ომობენ. ფაშიზმის დამარცხების უგულებელყოფა შეიძლება?! – თუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომელიც სახელისუფლო პროპაგანდამაც აიტაცა და რომელიც ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს თანაბარ ბოროტებად განიხილავს? ნუკრი ქანთარია: – საბჭოთა კავშირში, მართალია, ბოროტების ნიშნები იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ფაშისტურ გერმანიასთან შედარება ჩვენი ხელისუფლების უვიცობა და სისუსტეა. როლანდ ჯალაღანია: – ჩვენს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე მოკლა. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, ამას არავის აპატიებდნენ, პოლიტბიუროს წევრის შვილსაც კი. როგორ შეიძ­ლება ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ერთმანეთთან შედარება? ვინც ამას აკეთებს (უჯიშო ხელისუფლებას ვგულისხმობ) დღემდე სოციალიზმის დროს შექმნილ ქონებას ყიდიან და მილიარდები იშოვეს. ნანა დევდარიანი: – ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შედარება პოლიტიკური მარაზმია. ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირმა დაამარცხა ფაშიზმი და სწორედ ამის მერე გაერთიანდა ევროპა, სულ სხვა პრინციპებზე გადავიდა. სხვათა შორის ბევრი რამ ევროპამ საბჭოთა კავშირიდან აიღო. დღევანდელი ევროპის მოწყობა დიდწილად საბჭოთა კავშირის სისტემიდანაა აღებული.
ლილი მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here