Home რუბრიკები ეკონომიკა სოსო ცინცაძე: ციანიდმა ევერესტამდე ასული უმუშევრობაც დაავიწყა საზოგადოებას!

სოსო ცინცაძე: ციანიდმა ევერესტამდე ასული უმუშევრობაც დაავიწყა საზოგადოებას!

1015

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, უპრეცენდენტოდ ემოციურმა და საზარელმა სკანდალმა, რომელიც ციანიდს უკავშირდება,  ევერესტამდე ასული უმუშევრობაც კი დაავიწყა საზოგადოებას. „გარე სამყაროს, რომელიც თავისი კრიზისებით ცხოვრობს, როგორც აქამდე არ ეცალა, დღესაც ვერ იცლის ჩვენთვის“. – აცხადებს პოლიტოლოგი. 

,,დადგა კიდევ ერთი გაზაფხული, თუმცა ტრადიციული ხალისისა და იმედ-ოპტიმიზმის გარეშე, მაგარ ფასებზე (ეტყობა ამას გულისხმობდა “მაგარ წელში” პრემიერი), დონდლო ლარზე, ევერესტამდე ასული უმუშევრობაც კი დაგვავიწყა უპრეცედენტოდ ემოციურმა და საზარელმა სკანდალმა – ორ კვირაზე მეტია, რაც ყურებზე დგას  ქვეყანა და ბრძოლის ველიდან ყოველი ახალი ინფორმაციასავით ელოდება ახალ-ახალ ჭორ-მართალ დეტალებს საპატრიარქოს ირგვლივ ატეხილ ქარიშხალზე. გარე სამყარო კი თავისი, იქაც კრიზისებით დახუნძლული, ცხოვრებით ცხოვრობს და როგორც აქამდე არ ეცალა ჩვენთვის, ასევე დღესაც ვერ იცლის”- განაცხადა ცინცაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here