Home რუბრიკები სამართალი პროკურორი: მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა

პროკურორი: მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა

600

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა.

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ადვოკატების მეშვეობით მათ „წყევლა შეუთვალა“.

„ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, მან შემოგვითვალა წყევლა ჩვენს მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ“ , – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

„მამა გიორგიმ დაწერა და მე პროკურორებს გადავეცი ასეთი ჩანაწერი: თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორებს აღნიშნული ჩანაწერი თავად დეკანოზის თხოვნით გადასცეს. „შესაძლოა, ასე საუბარი სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პოზიციის დაფიქსირებით დეკანოზმა ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.  ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა, ჩვენების მიცემაზე კი უარი განაცხადა.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here