Home რუბრიკები პოლიტიკა Forbes: ბოდიში, სენატორო მაკეინ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა ამერიკაში თითქმის გაორმაგდა

Forbes: ბოდიში, სენატორო მაკეინ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა ამერიკაში თითქმის გაორმაგდა

486

ამერიკელების უმრავლესობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფანატი არ არის, მაგრამ, მისი პოპულარობა რომ ორჯერ გაიზარდა, ფაქტია _ სოციალური კვლევების Gallupის ჯგუფის მონაცემები, რომლებიც 21 თებერვალს გამოქვეყნდა, სწორედ ამას ადასტურებს.

Forbes-ის მიმომხილველი ქენეტ რაპოზა წერს: “ეს შედეგები მკვეთრად კონტრასტულია რესპუბლიკელების შეხედულებებთან შედარებით, რომლებსაც სათავეში უდგას სენატორი არიზონას შტატიდან _ ჯონ მაკეინი. გერმანიაში ამასწინანდელი ვიზიტისას მან გააკრიტიკა პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც კრემლთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს”.

Gallup-ის მონაცემებით, ამერიკელების 22 პროცენტი პუტინისადმი დადებითად არის განწყობილი. 2015 წელს მათი რაოდენობა 15 პროცენტი იყო. პუტინის მიუღებლობის რეიტინგი 72 პროცენტის დონეზე რჩება, მაგრამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ეს რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და 32 პროცენტს მიაღწია, მაგრამ დემოკრატების მხოლოდ 10 პროცენტი აფასებს მას პოზიტიურად. 2015 წელს მათი რაოდენობა 15 პროცენტს შეადგენდა.

“რუსეთის ლიდერის მიმართ დადებითად განწყობილთა რეიტინგი უპარტიო რესპონდენტებს შორის 12-დან 23 პროცენტამდე გაიზარდა”, _ ნათქვამია სტატიაში.

“2002 წელს, პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგის მიხედვით, ამერიკელების 41 პროცენტმა იგი დადებითად შეაფასა, 18 პროცენტმა _ უარყოფითად, ხოლო დანარჩენ 41 პროცენტს მასზე არაფერი სმენოდა. 2013 წელს, როცა Gallup-მა კვლავ მიმართა ამავე შეკითხვით მოქალაქეებს, გაცილებით მეტმა ადამიანმა იგი უარყოფითად შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს გაზეთების სათაურებში რუსეთი არ ფიგურირებდა”, _ წერს რაპოზა.

“ამერიკელების შეხედულება რუსეთზე ეთანხმება მათ დამოკიდებულებას პუტინის მიმართ: 28 პროცენტი ქვეყნის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 70 პროცენტი _ უარყოფითად”, _ აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი.

Gallup-ის აზრით, 2017 წელი შეიძლება “შემობრუნების წლად” იქცეს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეთანხმებას მიაღწევენ ურთიერთობის საკითხებში აშშ და რუსეთი.

მაკეინი არ ცხრება, არ სურს, დაიჯეროს, რომ ქორების დრო მილევაზეა. Wall Street Jornal-ი იტყობინება, რომ გასულ კვირაში სენატორი საიდუმლოდ ჩავიდა სირიის უღიარებელ ქურთულ კანტონ ქობანიში, სადაც ამერიკელ სამხედროებსა და ქურთ მოხალისეებს შეხვდა. იქიდან ანკარაში გაემგზავრა და თებერვლის მიწურულს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა გამართა.

წერას ჰყავს ატანილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here