Home რუბრიკები სამართალი ილია II: მაგას რა სჯობს თუ მომისმენენ, მაგრამ უბედურება სწორედ ეგაა, რომ...

ილია II: მაგას რა სჯობს თუ მომისმენენ, მაგრამ უბედურება სწორედ ეგაა, რომ არ მისმენენ

894

უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანის განცხადებით,  პატრიარქს  მოსასმენი აპარტურის გამოსავლენი სპეციალური მოწყობილობა  სწორედ მაშინ აჩუქა, როცა  უწმინდესთან უშიშროების დროშისა და გერბის საკურთხებლად მივიდა. 

,,პატრიარქის დაცვა საპატრიარქოს შიდა საქმე იყო, რომელსაც თვითონ არეგულირებდა. სხვათა შორის, უშიშროების სამინიტროს დროშა და გერბი გავაკეთე. ჰოდა, პატრიარქთან ამ დროშისა და გერბის საკურთხებლად მივედი.- ე.წ. ,,პრადვინუტი ლიბერალები“ ამის გამო დამცინებენ, მაგრამ ეს მაშინ ტრადიცია იყო. საერთოდ, სიმბოლიზმში რაღაც ისეთი დევს, თუმცა არ ვამბობ, რაკი უშიშროების დროშა და გერბი დავლოცეთ , ცოდვას აღარ ჩავიდენდით-მეთქი. მოკლედ, პატრიარქთან მივედი. სწორედ ამ პერიოდში მოსასმენი აპარატურის გამოსავლენი სპეციალური მოწყობილობა შევიძინეთ. პატრიარქს ვუთხარით, უწმინდესო და უნეტარესო, საჩუქარს ვერ შემოგკადრებთ, მაგრამ თქვენი დაცვისთვის ამ პატარა მოწყობილობას გადმოგცემთ, რომ არ მოგისმინონ-მეთქი. გაეცინა, მაგას რა  სჯობს თუ მომისმენენ, მაგრამ უბედურება სწორედ ეგაა, რომ არ მისმენენო. საერთოდ პატრიარქს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს“ – განაცხადა ხაბურძანიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here