Home რუბრიკები პოლიტიკა ირმა ინაშვილი: თქვენს პოლიტიკურ სპექტაკლში, ახალი ტიპის კოაბიტაციაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ!

ირმა ინაშვილი: თქვენს პოლიტიკურ სპექტაკლში, ახალი ტიპის კოაბიტაციაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ!

636

\”პატრიოტთა ალიანსი\” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, ვიდრე ფრაქცია არ მიიღებს იმას, რაც რეგლამენტით ეკუთვნის – კვოტა  ნდობის  ჯგუფში, საერთაშორისო დელეგაციებისა და კომისიების წევრობა.

“თქვენ გჭირდებათ ისეთი ოპოზიცია, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა”, ძველიც და ახალიც. მათთან ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს, საპროცედურო ომებიც ხელსაყრელია, რაც ჩვენთან ხელსაყრელი არ არის, რადგან ვერ მეტყვით, რომ ვინმე მოვკალი და ვინმე ვაწამე. გადანაშაულებთ ახალი ტიპის კოაბიტაციაში. ისევ შეხმატკბილებული ხართ. არ მივიღებთ მონაწილეობას თქვენს პოლიტიკურ სპექტაკლში. ამ ეტაპზე ასე იყოს”, – მიმართა ირმა ინაშვილმა მმართველ გუნდს.

დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა. მისი თქმით, ყველაფერი ლეგიტიმურად არის გადანაწილებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here