Home რუბრიკები პოლიტიკა მირიან მირიანაშვილი: მსოფლიომ უნდა გაიგოს თუ ვისი დავალებით აწყობდა სააკაშვილი საკუთარი...

მირიან მირიანაშვილი: მსოფლიომ უნდა გაიგოს თუ ვისი დავალებით აწყობდა სააკაშვილი საკუთარი ერის გენოციდს

9192

 „საქართველოს გადარჩენის“ მოძრაობის ლიდერი, ყოფილი დეპუტატი მირიან მირიანაშვილი საუბრობს, რომ „ენმ“  სააკაშვილთან ერთად ცდილობენ ხალხის თვალში ყველანაირი თემით სპეკულირებას  და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ხალხის დამცველებად მოაქვთ თავები. მისი განცხადებით, ეს მათი მორიგი შოუა და რომ  ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა რწმენის დამცველი. 

„ნაცმოძრაობა არასდროს ყოფილა რწმენის დამცველი! ეს მათი მორიგი შოუა! მაგათ კისერზეა ცე ჰეპატიტით მოსახლეობის მასობრივი დაინფიცირება! რაც შეეხება ხალხის ინტერესების დაცვას, ესეც ბლეფია. ჩვენმა მოძრაობამ ჩაატარა კვლევები და ახალი ინფორმაცია მოიპოვა იმაზე, თუ რას უკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას“.

ცე ჰეპატიტით ინფიცირების შემთხვევებმა გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია და „საქართველოს გადარჩენი“ მოძრაობის ლიდერს მირიან მირიანაშვილს ეს საკითხი ძალიან აღელვებს. ცე ჰეპატიტით მოსახლეობის მასობრივ დაინფიცირებაში იგი სწორედ „ენმ“ პოლიტიკას ადანაშაულებს.

„მარტო ციხეში არ ხდებოდა დაინფიცირება. ცე ჰეპატიტით ინფიცირების შემთხვევებმა გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია. საქართველოს ყოველი მეხუთე-მეექვსე მოქალაქე აღმოჩნდა ცე ჰეპატიტით დაავადებული. გაუგონარ მასშტაბებზე რომ ვსაუბრობ, ანალოგიას სხვა ქვეყნებთან ვავლებ. საქართველოს მოქალაქეების დაინფიცირების რაოდენობა 20-ჯერ აღემატებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლებს, ირანისას კი _ 50-ჯერ. გერმანიაში ბევრი ლტოლვილია. ევროპის ამ სახელმწიფოში იკვლევენ მიგრანტთა ჯანმრთელობას. ომგამოვლილ სირიელებსაც კი არ აქვთ ცე ჰეპატიტი ამ მასშტაბით. ლტოლვილ სირიელებში ცე ჰეპატიტი 15-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ქართველებში, მიგრანტ ავღანელებში კი _ 30-ჯერ ნაკლები.

თუ 2001-2002 წლებში ეს ციფრი 50.000 იყო, 2012 წლისთვის დაახლოებით ნახევარ მილიონს მიაღწია. იმ პირობებში, როცა ამ დაავადებას არ და ვერ მკურნალობდნენ, ცე ჰეპატიტი სასიკვდილო განაჩენს, ანუ, მთლიანობაში, გენოციდს ნიშნავდა. საუბედუროდ, არ გაგვაჩნია სტატისტიკა, რამდენი გარდაიცვალა ამის შედეგად.

ისევ არ ქვეყნდება სტატისტიკა, მაგალითად, ის, თუ რამდენმა მიაკითხა ბოლო დროს სამკურნალო დაწესებულებებს დიაგნოზისათვის. საჯარო გამოსვლებში ხელისუფლებას მივმართე, შეესწავლა ეს საკითხი და გამოეკვლია, რა მოვლენა ხდებოდა – ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების გულგრილობა თუ საკუთარი ერის გენოციდი. ხელისუფლებას ამაზე რეაგირება ჯერ არ მოუხდენია.

ამ რაოდენობის მოსახლეობის დაინფიცირება შემთხვევით არ ხდება. ეს მართული პროცესი იყო. ეს ჩვენი მოსაზრებებია. ჯერ არ მინდა, ვინმეს ბრალი წავუყენო. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნას სახელმწიფო კომისია. ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს, რასთან გვქონდა საქმე. თუ ხელისუფლება სააკაშვილს ხელს დააფარებს, ისიც მისი ბანდის ნაწილი იქნება.

აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში ასეთი ინტრავენური ნარკომანების რაოდენობა ისეთივეა, რაც საქართველოში. იქ ცე ჰეპატიტი ასეთი მოდებული არ ყოფილა.

ხელისუფლებაში არის ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ჩაფარცხოს. არ არის გამორიცხული, რომ ეს საქმეც მიჩქმალონ. თუ ხელისუფლებამ ამ დანაშაულს წაუყრუა, ჩვენ მასალებს გადავცემთ ჰააგის ტრიბუნალს. საკუთარი მოსახლეობის გენოციდი არავის შერჩება. სააკაშვილი ამას მხოლოდ ინფიცირების მეშვეობით არ ახორციელებდა. საკუთარი ხალხის ინფიცირება მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. 10-წლიან პერიოდში იყო სხვა მეთოდებიც, ძარცვით დაწყებული, წამებით დამთავრებული. ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას. სააკაშვილის ნამდვილ სახესა და მის ნამოქმედარს მსოფლიოს გავაცნობთ. საერთაშორისო საზოგადოებას მასზე თვალი აეხილება. მსოფლიო იმასაც გაიგებს, ვისი დავალებით აწყობდა საკუთარი ერის გენოციდს სააკაშვილი.

6 COMMENTS

  1. ვაიმე, ასეთებიც არსებობენ ქოცები და ნაცები?! ეს უკვე ც ჰეპატიტზე უფრო მძიმე დაავადებაა.

  2. Netav evropas tavisi gaijirvebia erti muja saqartvelos vin inagvlebs.evropas nu hevxedavt gulupryvilos.merkeni evropelebs ar uyvart da saqartvelohi miges.matarelas sul saqartvelos dardma camoiyvana ras ambobt xom hemoyares ltolvilebi.ai ra amozravebt evropelebs.italia vegar itevs da saqartvelo undagadahendes es dagegmilia

  3. ერთი უბრალო ადამიანი ვარ მაგრამ იცოდეთ თქვენი ტყუილების ნაცების და ქოცუნების ხალხს იცოდეთ რომ აღარ სჯერა ვინ რის გამკეთებელიც არის მკვეთრად სჩანს თქვენ ქოცებს სულ არ ამოგეღებათ ხმა

  4. მთავარ კითხვაზე პასუხი მარტივია, მსოფლიოს პოლიტიკას მართავენ მასონები ტრასბურგიც და ქვეყნის ლიდერებიც მათი გადასაწყვეტია, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არიან ამ მარიონეტული თეტრის წამყვანი მსახიობები, როლები განაწილებულია. სააკაშვილის ფიგურაც მათი შექმნილია. ყველა გაამრჯელოს ელოდება.პატრიოტებს და ნამდვილ გმირებს იშორებენ.

  5. არცერთი უცხოეთში განათლება მიღებული,სახელმწიფო სამსახურში.3 თვიანი,6 თვიან და რამოდენიმე წლიანი გარყვნილობის კურსების გავლის შეემდგომ გვიგზავნიან თანამდებობებზე,რაც მეტია გარყვნილობის დონე და დაფიქსირებული კომპრომატი, მით მაღალია თანამდებობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here