Home რუბრიკები საზოგადოება რობოტი-გველი წყალქვეშა ცურვისთვის ემზადება

რობოტი-გველი წყალქვეშა ცურვისთვის ემზადება

706

სულ ახლახან სპეციალისტებმა განაცხდეს, რომ რობოტიგველი Eelume მზადაა ოპერაციებისთვის ღია ზღვაში.

უნდა ითქვას, რომ Eelume -ს ახალი ვერსია რამდენამდმე განსხვავდება  მისი პროტოტიპისგან, რომელიც შარშან აჩვენეს. ახალი ვერსია მოჰგავს დიდ წყალქვეშა ნავს. მოდული რობოტ Eelume -ს ეხმარება იოლად შეცვალოს მისი კონფიგურაცია, იყოს საკმაოდ დრეკადი და მოძრავი შესასრულებელი ამოცანის განხორციელების შესაბამისად. 

Eelume გადაადგილდება რამდენიმე ძრავის საშუალებით. ამას გარდა,  რობოტის წინა ნაწილს შეუძლია ატაროს  მოძრავი ინსტრუმენტ-მანიპულატორები და დამატებითი კამერები მუშაობის სხვადასხვა რეჟიმით.

რობოტს წყალქვეშ დაყოვნება საკმაოდ დიდხანს შეუძლია წყალქვეშა დოკ-სადგურების წყალობით, სადაც შესაძლებელი იქნება მისი ბატარეების დატუმბვა და ძირითადი სისტემების დიაგნოსტიკა. ამას გარდა, იმავე დოკ-სადგურის მეშვეობით რობოტს შეუძლია წყალქვეშა ობიექტების შეკეთება.

ეს სასარგებლო სიახლე შეიძლება გამოყენებული იქნას  ნავთობის მილგაყვანილობისა და სხვა წყალქვეშა ინფრასტრუქტურების  მომსახურების მიზნით,  ზედაპირზე არსებული ამინდის მიუხედავად. ამჟამად რობოტი გამოცდების სერიას გადის პლატფორმაზე PREZIOSO Linjebygg Subsea Test Center.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here