Home რუბრიკები საზოგადოება სიმინდში აღმოაჩინეს გენი, რომელიც მარცვლოვან კულტურებს გარემოსთან ადაპტირებაში დაეხმარება

სიმინდში აღმოაჩინეს გენი, რომელიც მარცვლოვან კულტურებს გარემოსთან ადაპტირებაში დაეხმარება

467

გენეტიკოსება აშშდან და მექსიკიდან ათასზე მეტი გენი გამოყვეს, რომლებიც ცვალებად გარემოში ადაპტაციაზე აგებენ პასუხს. თავიანთი მუშაობის შედეგები მათ ჟურნალ Nature Genetics –ში გამოაქვეყნეს.

კვლევის პროცესში მეცნიერებმა დაახლოებით 4500 ადგილობრივი ჯიშის სიმინდი შეისწავლეს, რომლებიც მოჰყავთ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის 35 ქვეყანაში. შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს 1000-მდე გენი, რომლებიც ზრდის მცენარის გარემოსთან ადაპტირების უნარს. გამოვლენილი გენები მოქმედებს ყვავილობის პერიოდში და აჩქარებს მცენარის ზრდის პროცესს.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ეს აღმოჩენა სარგებლობას მოუტონს სოფლის მეირნეობას, დაეხმარება სელექციონერებს ახალი ჯიშების გამოყვანაში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების პირობების გათვალისწინებისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here