Home რუბრიკები საზოგადოება რა სიგნალს გვაძლევს ორგანიზმი სიკვდილამდე 5 წლით ადრე?

რა სიგნალს გვაძლევს ორგანიზმი სიკვდილამდე 5 წლით ადრე?

497

ასაკოვანი ადამიანებისთვის სუნების გარჩევის უნარის დაქვეითება სიკვდილის პროგნოზირების ძლიერი ფაქტორია, _ ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერები

კვლევის მონაწილეთაგან, რომლებმაც უბრალო ტესტი სუნებზე ვერ გაიარეს,  39 პროცენტი ხუთ წელიწადში გარდაიცვალა; ხოლო ვინც გაიარა,  ეს მაჩვენებელი მათთან მხოლოდ 10 პროცენტი იყო.

2005_2006 წლებში ექიმებმა 3005 ხანშიშესულ  (57_85 წლის) ამერიკელს მისცეს ტესტი 5 სხვადასხვა სუნის ამოსაცნობად (ხორცის, თევზის, ფორთოხლის, ვარდისა და ტყავის). უმრავლესობამ სწორად განსაზღვრა ოთხი ან ხუთივე სუნი; 20 პროცენტმა _ ორი ან სამი; ხოლო 3,5 პროცენტმა _ ერთი ან საერთოდ არც ერთი.

ხუთი წლის შემდეგ მეცნიერები მიუბრუნდნენ იმ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებმაც ტესტი გაიარეს. ამ ხნის განმავლობაში  430 ადამიანი გარდაცვლილიყო, ანუ მათი 12,5 პროცენტი. დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით (ასაკი, სქესი, რასა, განათლების დონე და შემოსავალი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა), სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ პირებისა, რომელთაც სუნის შეგრძნება  დაქვეითებული აქვთ,  საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here