Home რუბრიკები ისტორია Politicano: რატომ დგას ევროკავშირის დედაქალაქში იმ ადამიანის ძეგლი, ვინც კონგოელებს გენოციდი მოუწყო...

Politicano: რატომ დგას ევროკავშირის დედაქალაქში იმ ადამიანის ძეგლი, ვინც კონგოელებს გენოციდი მოუწყო – დიდი ევროპული ბოროტების ისტორია

853

რატომ დგას ევროკავშირის დედაქალაქში იმ ადამიანის ძეგლი, რომელმაც კონგოელებს გენოციდი მოუწყო და 10 მილიონი ადამიანი მოკლა. ვივარაუდოთ რომ ეს “ევროპული ფასაულობების” ნაწილია.

რატომ არის კაციჭამია, კაპიტალისტი ჯალათი ლეოპოლდ II ბელგიაში გმირად შერაცხული?

აფრიკული ქვეყნების უმრავლესობა დღესდღეობით წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია. ნეოლიბერალების მხრიდან ამას ხშირად ის ახსნა აქვს, რომ ისინი უბრალოდ ვერ ვითარდებიან და ამას ერთგვარი კანონზმოიერებითაც კი ხსნიან, რეალურად კი საუკუნეების მანძილზე მთელი აფრიკის კონტინენტი ევროპელ იმპერიალისტებს ფეხქვეშ ჰქონდათ გაგდებული.

 

სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ აფრიკის მკვიდრ მოსახლეობას ცოცხლად წვავდნენ, ხელფეხს აჭრიდნენ, სხვადასხვა ერებს გენოციდებს უწყობდნენ ბინძური კაპიტალისტური ინტერესების გამო.

წამება, ხოცვა-ჟლეტვა, ბავშვებისთვის ხელების მოკვეთა ევროკავშირის დღევანდელი დედაქალაქის, ბრიუსელის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო აფრიკულ კონტინენტზე.

ის რაც ისტორიის განმავლობაში ხდებოდა და დღემდე ხდება აფრიკაში, მასმედიის დიდ ინტერესს არასდროს იწვევდა. ჩვენ ყველას გვსმენია ჰოლოკოსტზე და სომხების გენოციდზე, მაგრამ რამდენ ჩვენგანს გაუგია იმ საშინელებების შესახებ რასაც აფრიკის კონტინენტზე ჰქონდა ადგილი? მაქსიმუმ რაც შეიძლება თქვენ იცოდეთ ალბათ რუანდაში მომხდარი გენოციდია, მაგრამ ამ გენოციდის სრული სურათი ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. დღეს ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და არაადმიანურ რეჟიმზე ”კონგოს თავისუფალ სახელმწიფოზე” მოგიყვებით, რომლის შესახებაც თითქმის ყველამ დაივიწყა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარი დასამახსოვრებელი იყო ევროპული ქვეყნების მიერ აფრიკის კონტინენტის სრული კოლონიზაციის პროცესით. ევროპული ქვეყნები უკვე იმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თუ ვის უფრო მეტი კოლონია ეყოლებოდა. ლიბერია და ეთიოპია ორად ორი აფრიკული ქვეყანაა, რომელთა დამონებაც ევროპელებმა ვერ შეძლეს. 1884 წელს ბერლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ევროპული ქვეყნები კოლონიების გაფართოვების გეგმებს ადგენდნენ.  ბერლინის კონფერენციაზე ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-მ დააფუძნა ”კონგოს საზოგადოება”, სადაც ცნობილი მკვლევარები (მაგ. ჰენრი სტენლი) მიიწვია. ”კონგოს საზოგადოებას” კი გადაეცა კონგოს სახელმწიფო.

მას შემდეგ, რაც ბელგიის მონარქმა ლეოპოლდ II-მ კონგო მიიღო კერძო საკუთრებად, მას ამ ქვეყნაში ყველაფრის გაკეთების უფლება ჰქონდა და არაფერში არ იყო შეზღუდული. გამოდის რომ საწყალი კონგოელების ბედი ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა. ბელგიელი მეფის სიმდიდრის მთავარ წყაროს კაუჩუკის და სპილოს ძვლის ექსპორტი წარმოადგენდა.

ლეოპოლდმა მთელი კონგო საკუთარ შრომის ბანაკად აქცია და თითქმის ყველას, პატარა ბავშვების ჩათვლით კაუჩუკის პლანტაციებზე ამუშავებდა, რადაგანაც იმ დროს ევროპაში კაუჩუკზე მოთხოვნა მეტისმეტად იზრდებოდა; ეს პროდქუტი ბევრი მასობრივი მოხმარების პროდუქტის საწარმოებლად გამოიყენებოდა. (ველოსიპედების ბორბლების, საავტომობილი ტრანსპორტი, ფეხსაცმელი) ბელგიელი მეფის მიერ დამონებული აფრიკელები დღეში 16 საათს მუშაობდნენ.

ევროპელი ოკუპანტები გეგმის ვერშესრულების შემთხვევაში კონგოელებს ხელის მტევანს აჭრიდნენ და მცირეწლოვან ბავშვებსაც კი არ ინდობდნენ. იმისთვის, რომ მოსახლეობაში შიში დაეთესათ, ბელგიელი მონარქის ბრძანებით კონგოელებს საჯაროდ აწამებდნენ , ჯვარზე აკრავდნენ, თოკებით აბავდნენ და მზეზე ხრუკავდნენ, მშობლების თანდასწრებით შვილებს ხელ-ფეხს აჭრიდნენ და პლანტატორები მათ ცოცხლად ჭამდნენ.

კონგოში დატრიალებული ტრაგედია და ევროპელების კანიბალიზმი მართლაც შთამეჭდავი იყო, რის შედეგადაც მიახლოვებით 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ანუ გამოდის, რომ ყოველი მეორე კონგოელი გარდაიცვალა. ”სტალინის რეპრესიებზე” ან თუნდაც ”უკრაინელების გოლოდამორზე” ვინც საუბრობს ყველაზე მეტად, მათგან კონგოელების გენოციდის შესახებ ერთი სიტყვა თუ მაინც მოგისმენიათ?  კონგოში ევროპელების ველური და არაადამიანური საქციელი ევროკავშირს დღემდე არ უღიარებია და ოფიციალურად რეპარაციების გადახდის ვალდებულებაც კი არ აუღია.

უფრო მეტიც, თითქმის ყველა ბელგიურ ქალაქში ლეოპოლდ II-ს, კაციჭამია, არაადამიან მმართველს ძეგლი აქვს აღმართული.

ეს უკვე ცინიზმის პიკია, როდესაც ლეოპოლდ II-ისნაირ  კრიმინალს ძეგლი აქვს ძალიან ბევრ ქალაქში, მათ შორის ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში,  მაშინ როდესაც სტალინის (ადამიანის რომელმაც მსოფლიო იხსნა ფაშიზმისგან) ძეგლის ქონა პატარა გორში სამარცხვინოდ  და არაპოლიტქორექტულად ითვლება.

ბელგიის ქალაქ არლონში ლეოპოლდ II-ის ძეგლზე გაკეთებული წარწერა ” მე კონგოში მუშაობა დავიწყე ცივილიზაციის და ბეგლიის ინტერესების გამო”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here