Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ უფრო სახიფათო იყო პატრიარქისთვის _ თბილისის აეროპორტში დაკავებული მამა გიორგი (მამალაძე)...

ვინ უფრო სახიფათო იყო პატრიარქისთვის _ თბილისის აეროპორტში დაკავებული მამა გიორგი (მამალაძე) თუ ბერლინში ჩასული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვითონ არის მოარული ციანიდი?!

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ნდობის სარეიტინგო სიაში ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი, გაჭირვებისა თუ დალხინების მიუხედავად, პირველ ადგილზე ეკლესია იყო. ამას კი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის _ ილია მეორის ავტორიტეტი განაპირობებდა; ავტორიტეტი, რომლის შელახვას არაერთხელ შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. და ეს იმის მიუხედავად, რომ რიგით ადამიანებს გულზე არ ეხატებოდათ რესტორანში მოქეიფე თუ ჯიპებით მოსიარულე სასულიერო პირები. მრევლი პატრიარქს მიჰყვებოდა, მიჰყვება და

ბოლო წლებია, პატრიარქის შემცვლელზე აქტიურად საუბრობენ. რა იქნება მერე? _ კითხვა, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და რომელზეც მრევლს რეალურად პასუხი არ აქვს. ეს მრევლს, თორემ კულუარებში ეგებ პასუხიც აქვთ და პასუხებიც.

სკანდალი, რომელიც გასულ კვირას აგორდა, წესითა და რიგით, კარგა ხანს იქნება სამსჯელო თემა. მოვისმინეთ ყველაფერი, რისი მოსმენაც და წარმოდგენაც შეიძლებოდა, მოვისმინეთ ურთიერთბრალდებები და შევიტყვეთ ის, რაზეც მრევლი აქამდე ჩუმად, მაგრამ მაინც საუბრობდა. და რა ხდება რეალურად? ვინ ვის და რატომ ებრძვის? არის ეს ბრძოლა უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ თუ იკვეთება ნიშნები იმისა, რომ სახელმწიფოს მართვის სადავეების ხელში აღება ადამიანების იმ ჯგუფს სურს, რომელიც .. ლიბერალების ფრთას წარმოადგენს?!

აგორებულ სკანდალს საინტერესო ფაქტი დაემთხვა _ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკანონიერად სცნო მუხლი, რომლის მიხედვითაც პირებს, რომლებსაც პირადი მოხმარებისთვის 100 გრამი ნედლი, ანუ 50 გრამი მშრალი მარიხუანა ექნებათ, სისხლის სამართლის პასუხისგება არ დაეკისრებათ. ამ გადაწყვეტილების უკეთ გასააზრებლად გეტყვით, რომ ასანთის კოლოფში ოთხი გრამი გამხმარი მარიხუანა ეტევა, ხოლო მოკრეფიდან მეორე დღეს მარიხუანა არც მშრალია და არც ნედლი, ნახევრადმშრალია და ეს რომელ კატეგორიაში გადის, საკონსტიტუციოს მოსამართლეებს არ დაუკონკრეტებიათ. სასამართლომ, რეალურად, კაიფი დააკანონა და მომავალში, თუ რომელიმე საჯარო მოხელე ან კერძო კომპანიაში მომუშავე პირი სამსახურში .. პლანით დაკაიფებული მივა, ვერაფერს ეტყვიან. მიზეზი მარტივია: პრაქტიკულად არავის უწერია შინაგანაწესში, რომ სამსახურში კაიფში სიარული აკრძალულია. აქამდე ამას სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებდა, ახლა კი

უფრო ადრე, იმავე ლიბერალების მხარდაჭერითა და ლობირებით, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირების მიმართ მცირე აგრესიის (თუნდაც გინების) გამოვლენა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

ნარკოტიკები დავაკანონეთ, მამათმავლობა დავაკანონეთ და ახლა ისღა დაგვრჩენია, პატრიარქად ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ავირჩიოთ და მან ქაშვეთის ეკლესიაში ჯვარი დასწეროს ჰომოსექსუალებს.

თვეზე ცოტა მეტი დარჩა აღდგომის დღესასწაულამდე და მახსოვს, წინა აღდგომას, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წინ, “რუსთავი 2”-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში რომ დაწერა: იმ მეგობრებმა, ვისაც ამ მსოფლიო აფერის და იდიოტიზმის გჯერათ, “ფრენდებიდანწამშალეთ…” ახლა კი პირდაპირ ეთერში განაცხადა უტიფრად, ღვთის წყალობით, პატრიარქი კარგად არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო. გვარამია, რომელიც .. ლიბერალების ფრთის მთავარი მხარდამჭერია, ტელევიზიას, რომლის შეფობაც არგუნეს, ხან ეკლესიის მხარდასაჭერად იყენებს, ხანაც მისი ავტორიტეტის შესაბღალავად; გააჩნია, პირადად მას და მის დამსაქმებლებს როგორ სჭირდებათ. მერე ასევე უტიფრად გამოდიან და ერსა და ბერს მხარში ამოდგომისკენ მოუწოდებენ, რათა ბოღმა, რომელიც მათი არხიდან ინთხევა, უწყვეტ ნაკადად მოედინებოდეს.

ამ ყველაფერში კი სახელმწიფოს სადავეებთან მდგარი ადამიანების უნიათობა და, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე დანაშაული იკვეთება. როგორც კი ხმა გავარდა, მამა გიორგი (მამალაძე) დააკავეს, გერმანიაში ციანიდის ხსნარით მიდიოდაო, ბერლინში, სადაც პატრიარქს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ჩაფრინდა თავის ბიჭებთან ერთად და პატრიარქის უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკუთარ თავზე დაიკისრა. ძალიან კარგია, როცა სახელმწიფო ასე ზრუნავს ეკლესიის საჭეთმპყრობელზე, მაგრამ…

ბერლინში საოპერაციოდ ჩასული პატრიარქი ნაპრეზიდენტალმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა, იმ სააკაშვილმა, რომელსაც საქართველოს პროკურატურა თურმე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს და ხან უკრაინას საყვედურობს, რატომ არ იჭერთ და გადმოგვცემთო, და ხან ევროპაში გზავნის საპროტესტო წერილებს. ჰოდა, საინტერესოა, ინტერპოლის ხაზით ძებნილი სააკაშვილი რომ შევიდა პატრიარქთან, რა მოიმოქმედა ანზორ ჩუბინიძემ? _ უწმინდესის უსაფრთხოებაზეც დაიწყო ზრუნვა თუ გერმანიაში არსებულ ინტერპოლის ბიუროს დაუკავშირდა, ჩვენი ძებნილი კაცი აგერ გვყავს, დაგვაკავებინეთ და საქართველოში ექსტრადირებაში დაგვეხმარეთო?! ახლა თუ ვინმე მეტყვის, რომ ამის გამო ჩუბინიძის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს, მაშინ მარტივ კითხვას დავსვამ: ვინ უფრო სახიფათო იყო პატრიარქისთვის _ თბილისის აეროპორტში დაკავებული მამა გიორგი მამალაძე თუ ბერლინში ჩასული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვითონ არის მოარული ციანიდი?! აკი თქვა კიდეც მიშამ ორაზროვნად ჟურნალისტებთან, _ პატრიარქს შემოვუარეთ მე და დედაჩემმაო. იმ მიშამ, რომლის გუნდსაც 2012 წელს იმ იმედით შემოუარა ერმა და გაუშვა პოლიტიკურ სამარეში, რომ სამართლიანობის აღდგენის იმედი ჰქონდა, რეალურად კი ლიბერალული ქვეყანა მიიღო. ქვეყანა, რომელშიც აღარც ნარკომანებს დასჯიან, აღარც მამათმავლებს და ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებაც არ არის შორეული პერსპექტივა.

ის, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, აღარ არის კოაბიტაცია, ამას უფრო სექსი საკუთარ თავთან ჰქვია და ამით არის დაკავებული ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა და ახლა მისი დაცვის უფროსი, რომელიც არც კი ფიქრობს, რომ საქართველოს პატრიარქთან სააკაშვილის შეშვებით პატრიარქს ავტორიტეტი შეელახება, თვითონ ივანიშვილის ავტორიტეტსაც თელავს ფეხქვეშ, მიწასთან ასწორებს. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ხმამაღლა ამბობენ და ამტკიცებენ კიდეც, რომ ხელისუფლება უნიათოა, ხოლო დასაკონკრეტებლად გიგი უგულავას ფრაზას მოვიყვანთ: “ხელისუფლება ჩუკენობით არის დაკავებული”, იმ უგულავას სიტყვებს, რომელმაც, აღიარა, რომ სახელმწიფოს ფულს ჭამდა და… ციხიდან გაუშვეს.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ეკლესიურად ჩუკენობა მომაკვდინებელი ცოდვაა, სახელმწიფოებრივად კი _ უკვეგაპრავებული”!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here