Home რუბრიკები პოლიტიკა ტერორისტების სპონსორს ტერორიზმთან ბრძოლისთვის ამერიკული მედლით აჯილდოებენ

ტერორისტების სპონსორს ტერორიზმთან ბრძოლისთვის ამერიკული მედლით აჯილდოებენ

556

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალდანიშნულმა დირექტორმა მაიკ პომპეომ საუდის არაბეთის პრინცი ბინ ნაიეფი დააჯილდოვა მედლით.

ეს პატივდება ასეთი ფორმულითაა არგუმენტირებული: “ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში დაზვერვის ღონისძიებათა ეფექტიანი უზრუნველყოფისთვის და გლობალური მასშტაბით უშიშროებისა და მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის”.

პრინცმა 2003 და 2007 წლებში შეიმუშავა ოპერაციის გეგმა “ალ ქაიდას” წინააღმდეგ, 2009 წელს კი ბედად გადაურჩა თავდასხმას, რომელიც მის წინააღმდეგ განახორციელეს ისლამისტებმა.

მედალიც ამიტომ ჩამოჰკიდეს, მაგრამ, როგორც ამ მედალს, ისე პრინცის მოღვაწეობასაც ორი მხარე აქვს. მეორე მხარე საუდის მმართველთა და მათ შორის პრინც ბინ ნაიეფის მონაწილეობაა ისლამური ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერში ამტკიცებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის გაძლიერების წინააღმდეგ ფარული ბრძოლის პროცესში საუდელები ფულით ამარაგებდნენ სუნიტურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც “ალ ქაიდასადმი” სიმპათიურად იყვნენ განწყობილნი.

სირიაში ელ-რიადი აფინანსებდა ისლამისტების ისეთ ოდიოზურ ბანდებს, როგორიც იყო “ჯებჰათ-ან-ნურსა” და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სტრუქტურაში შემავალი სხვა რაზმები.

ამერიკულ ჟურნალ The Atlantic-ის თანამშრომელი სტივ კლემონსი ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა, ერთმა ყატარელმა ოფიცერმა აღიარა, ე.წ. ისლამური სახელმწიფო საუდის არაბეთის პროექტი რომ იყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საუდის არაბეთის ოფიციალური რელიგია ვაჰაბიზმია _ ისლამის ექსტრემისტული ვერსია, რომლის მიმდევარი უამრავია ავღანელ თალიბებსა და იჩქერიის ტერორისტებს შორის.

ცნობილია ისიც, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აფინანსებდა და ყოველმხრივ მხარს უჭერდა ისლამურ ექსტრემისტებს. ბევრი დაწერლა იმაზეც, რომ “ალ ქაიდა” ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს მიერაა შობილი. 2011 წელს ლიბანისა და ეგვიპტის პრესა მიგვანიშნებდა ცსბ-სა და “ძმებ-მუსლიმთა” შორის დადებულ საიდუმლო შეთანხმებებზე ახლო აღმოსავლეთში ერთობლივი მოქმედების შესახებ.

ამერიკელმა მკვლევარმა სიბელა ედმონდსმა განაცხადა, რომ ცსბ-სა და “ალ ქაიდას” ამჟამინდელ ლიდერ აიმან ალ-ზავაჰირს შორის მჭიდრო ურთიერთობა არის დამყარებული.

ლიბიასა და სირიაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და თალიბები აქტიურად თანამშრომლობენ. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამ კონტექსტში მაიკ პომპეოს მიერ პრინცი ალ საუდის დაჯილდოება ძალიან ჰგავს ერთი ტერორისტის მიერ მეორე ტერორისტის დაჯილდოებას ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here