Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის შეხვდა ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს?

რისთვის შეხვდა ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს?

473

კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვა. 

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით მან მედიასთან საუბარი არ ისურვა. თუმცა კულუარული ინფორმაციით, შეხვედრაზე იგი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და ე.წ. ციანიდის საქმის გარშემო არსებული გარემოებებით დაინტერესდა. სხვა დეტალები მედიისთვის უცნობია. კომენტარისგან თავს იკავებს საპატრიარქოს პრესცენტრიც. შეხვედრა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. მთავრობის ყოფილ მეთაურს თან ახლდა მეუღლე. მედიასთან კომენტარი მას არც საპატრიარქოში შესვლამდე გაუკეთებია. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here