Home რუბრიკები პოლიტიკა მარგველაშვილი: ისეთი ადამიანი ვარ ეტყობა.. პლასტელინივით, სადაც მიაგდებ იმ ფორმას რომ იღებს

მარგველაშვილი: ისეთი ადამიანი ვარ ეტყობა.. პლასტელინივით, სადაც მიაგდებ იმ ფორმას რომ იღებს

522

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე, რომელშიც წარმოდგენილია მისი განცხადებები გაპრეზიდენტებემდე და პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, სათაურით „გიორგი მარგველაშვილი ადრე და ახლა“. 

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ ლეგიტიმურად აირჩია საქართველოს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი, რომლის ლობისტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი იყო ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ მის პრეზიდენტობას მხოლოდ ფორმალური სახე ექნებოდა. მოსახლეობას გაუჩნდა სამართლიანი პროტესტი, რატომ უნდა „შეინახოს“ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ ნომინალური პოზიცია უკავია მთავრობაში, როცა რეალურად ქვეყანაში პროცესებს კულისებიდან მართავენ? რატომ უნდა დააფინანსოს ხალხის ფულით მთავრობამ პრეზიდენტის ფორმალური ვიზიტები, რომლებიც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული? თავად მარგველაშვილსაც აწუხებს ის მდგომარეობა, რაშიც თავი ამოყო. მას ხომ მოლოდინი ჰქონდა, რომ ის იქნებოდა ანგარიშგასაწევი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ის ხომ საქართველოს პრეზიდენტია. მაგრამ იგი აღმოჩნდა „მარიონეტი“  უმრავლესობის ხელში. ის უბრალოდ თევზსაჭერში მოხვედრილი თევზია, რომელიც მიხვდა რომ ბადეშია და „ფართხალის“ გარდა სხვა არაფერი დარჩენია.

„დაიწყო ჩემი შესავაზებით საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებასთან დაკავსირებით.. უარი! ჩემი მცდელობით, რომ გვესაუბრა უფრო ჩართულად.. უარი! ვეტოს დადებამდე დისკუსიაზე.. უარი! ვეტოს დადების შემდგომ დისკუსიაზე.. უარი! მოსმენების კანონებზე დისკუსიის გამართვაზე.. უარი!

ყველა ვეტო, რომელიც იქნა დაძლეული დიდი წარმატებით, ყველა ეს ვეტო ან საკონსტიტუციომ შეაჩერა ან თვითონ მთავრობამ შეაჩერა. პოლიტიკოსები პროკურორების როლს თამაშობდნენ, პროკურორები პოლიტიკოსების როლს – ანუ თვისობრივად აღრეული იყო ის თუ ვინ რა კომპეტენციაში უნდა ილაპარაკოს ამ ქვეყანაში.

პოლიტიკოსები სტრესში  არ უნდა ვაცხოვრებდეთ საზოგადოებას! რამდენი ინიციატივა იყო გამოთქმული ჩემი მხრიდან თანამშრომლობაზე საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობასთან?! ყველა თემაზე არის მცდელობა დიალოგის გადატანისა დუმილის რეჟიმში“. -ამბობს პრეზიდენტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here