Home რუბრიკები პოლიტიკა Life: როგორ გააბითურეს პრანკერებმა სენატორი მაკეინი

Life: როგორ გააბითურეს პრანკერებმა სენატორი მაკეინი

652

მაკეინმა დაიჩივლა, რომ ამერიკის სენატში არნახულად ძნელი დრო დადგა. რუსმა პრანკერებმა _ ვლადიმირ კუზნეცოვმა (ვოვანმა) და ალექსეი სტოლიაროვმა (ლექსუსმა) გაამჟღავნეს პატივცემული სენატორის გამასხარავების დეტალები. მხიარულმა ბიჭებმა, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “გააფრთხილესმაკეინი, რომ მისი პირადი სერვერები შეიძლება გატეხონ, რომ მის წინააღმდეგ ამზადებენმაკომპრომენტირებელ მასალებსიმის დასამტკიცებლად, რომ იგი მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებისთვის, რომლებმაც ის ვიეტნამის ომის დროს გადაიბირეს.

Life იტყობინება, რომ პრანკერებმა ამერიკელს უკრაინის პრემიერმინისტრ ვლადიმერ გროისმანის სახელით დაურეკეს. პასუხად მაკეინი დაჰპირდა, რომ მოერიდებოდა რუს ჰაკერებს _ აბირვალგსა და სლავიკს, რომლებსაც სხვებთან ერთად შეეხო ბარაკ ობამას მიერ დეკემბერში დაწესებული სანქციები.

პრანკერებმა რესპუბლიკელ სენატორს ასევე აცნობეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ დაგეშა “თავად ლექსუსი და ვოვანი”.

“დიდად მადლობელი ვარ ამ ინფორმაციისთვის. მე, რა თქმა უნდა, ფრთხილად მოვეკიდები ჩემი საუბრების შინაარსს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხება. გმადლობთ, სერ, ველოდები თქვენთან შეხვედრას. ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას”, _ განუცხადა გაბითურებულმა მაკეინმა ხულიგნებს. ხოლო იმ ინფორმაციის თაობაზე, რომელიც “უკრაინის პრემიერმა” გაანდო, თითქოს მოსკოვი მის წინააღმდეგ მაკომპრომენტირებელ მასალებს ამზადებს, თქვა: “დაველოდები ამას. გმადლობთ, პრემიერმინისტრო, დაველოდები პუბლიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამომირეცხეს ტვინი ჩვენმა ჩრდილოვიეტნამელმა მეგობრებმა. ჰა-ჰა! გმადლობთ, პრემიერმინისტრო. მართალი რომ გითხრათ, ძალიან მაინტერესებს ამის (დაწვრილებით) გაგება. შეიძლება თქვენმა ელჩმა უფრო მეტი დეტალი გამაცნოს?”

საუბრის დროს რესპუბლიკელმა ასევე აღიარა, რომ ყველაფერს აკეთებს ანტირუსეთული სანქციების შესანარჩუნებლად. ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, სენატში ძნელი დროება დადგა. “გამხნევებული ვარ იმით, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ ამ სანქციებზე კომენტარი არ ყოფილა”, _ გაახარა ცრუგროისმანი სააკაშვილის მეგობარმა.

სენატორი ვარაუდობს, რომ ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რომელიც პუტინის მეგობრად მიიჩნეოდა, ძალიან ფრთხილად იქნება. “მე, აგრეთვე, ვიცი, რომ გენერალი მეტისი (პენტაგონის თავკაცი) სანქციების მომხრეა და იგი, როგორც მოგეხსენებათ, ფრიად გავლენიანია”, _ აღნიშნა მან.

Topnews-ი წერდა, რომ ამ კურიოზამდე ვოვანსა და ლექსუსს გამასხარავებული ჰყავდათ სენატორები: ლინდსი გრემი და კონგრესში უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკონელი.

ჰოდა, ჩამოდიან ეს ბითურები თბილისში და ჭკუას გვარიგებენ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here