Home რუბრიკები პოლიტიკა ხმელთაშუა ზღვაში 70-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო

ხმელთაშუა ზღვაში 70-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო

474

ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას, ნავის ჩაძირვის შედეგად, ევროპაში ჩასვლის მსურველი 70-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო.

ორგანიზაციის ცნობით, 74 მიგრანტის ცხედარი გამოირიყა ქალაქ ზავიაჰის სანაპიროზე, რომელიც კონტრაბანდისტების კერაა.

დაახლოებით 150 ადამიანი სამაშველო ნავებზეა გადაყვანილი, ხოლო ბორტზე მყოფი დანარჩენი მგზავრების ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.

წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, კატასტროფის გამომწვევი მიზეზები გაურკვეველია; ცხედრებს ტრიპოლში, საერთო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ეს ხმელთაშუა ზღვაში, ევროპაში ჩასვლის მსურველ არალეგალ მიგრანტთა ნავის ჩაძირვის პირველი შემთხვევა არ არის. არაბეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში ჩასვლის სურვილს ათასობით ადამიანი შეეწირა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here