Home რუბრიკები პოლიტიკა ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა: რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკა საქართველოს სტაბილურობის გარანტია

ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა: რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკა საქართველოს სტაბილურობის გარანტია

ვიც-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ საქართველოს დაბალანსებული პოლიტიკა საკუთარ მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, საკმარისია საქართველოს სტაბილურობისთვის.

“რაც შეეხება ლავროვის მოსაზრებას, ცხადია, ჩვენ სხვადასხვა დროს ვართ მათი კომუნიკაციის სამიზნე და ვფიქრობ, ეს არ არის გასაკვირი მათგან. ჩვენ ვფიქრობ, ჩვენი მთავრობის პრტაგმატული, დაბალანსებული პოლიტიკა მათ შორის რუსეთთან არის საკმარისი სტაბილურობის გარანტია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ საკმარისი სტაბილურობა იმისთვის, რომ ინვესტიცია შემოვიდეს, ქვეყანა იყოს სტაბილური და ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

ვიცე-პრემიერმა მიუნხენის კონფერენციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო კონფერენციაზე სათანადოდ იყოს წარმოდგენილი.

“სიცრუეა, რომ საქართველო მიუნხენის კონფერენციაზე არ იყო სათანადოდ წარმოდგენილი, ეს არის ჩვენი ოპონენტებსი სურვილი. საქართველოს ის შეხვედრები, რომელიც შედგა არის წინგადადგმული ნაბიჯი, ამიტომ მიუნხენის ჯამური შედეგები იქნება ძალიან დადებითი”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედება საკმაოდ რთული საკითხია.

“ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ურთიერთობები მაინც რეგულირდება, ტვირთბრუნვა იზრდება, ფართოვდება საავიაციო კავშირის გეოგრაფია. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს რთული საკითხია, რომელიც არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უკავშირდება. არა მხოლოდ ცენტრალური აზია, არამედ ამიერკავკასია, ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონები მარშრუტად იქცა, რომლის გამოყენებასაც ბოევიკები, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკოდილერები აქტიურად ცდილობენ”,- აცხადებს ლავროვი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here