Home რუბრიკები პოლიტიკა დედა სიდონია ე.წ. სვეტურ ტუსოვკაზე

დედა სიდონია ე.წ. სვეტურ ტუსოვკაზე

1174

ინტერნეტში  ფეისბუქ-მომხმარებლები ცნობილი მონაზვნის, დედა სიდონიას ფოტოს ავრცელებენ, სადაც ის შოუ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად არის გადაღებული.

“დედა სიდონია სვეტურ ტუსოვკაზე შოუ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად”, “ამას კაბის შიგნით ტყავის ქამარიც ექნება” – წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

შეგახსენებთ, რომ დედა სიდონიამ რამდენიმე დღის წინ,  რუსთავი2-ზე ხმაურიანი განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიდონია მონაზონი არ არის და საპატრიაქროს სახელით განცხადებების გაკეთების უფლებამოსილება არ გააჩნია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ დედა სიდონია, რომელიც 14 თებერვალს, გადაცემა “არჩევანის” ეთერში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და საქართველოს ეკლესიის სახელით გამოხატავდა აზრს, სინამდვილეში არც მონაზონია და არც ქართულ ეკლესიასთან აქვს რაიმე საერთო. როგორც გიორგი ჩიკვაიძემ “ფოსტალიონთან” საუბრისას თქვა, დედა სიდონიას ნებისმიერი განცხადება , გაკეთებული საქართველოს ეკლესიის სახელით, არალეგიტიმურია.

-დავიწყოთ იქიდან, რომ ე.წ მონაზონი სიდონია მონაზონი არ გახლავთ. ის არის სამონაზვნე. სამონაზვნე არის მორჩილებაში მყოფი ადამიანი, რომელიც ემზადება მონაზვნობისთვის. ხოლო მონაზონი ნიშნავს სტატუსს აღკვეცის შემდეგ. დასაწყისშივე ჯობს, რომ ეს სტატუსი იყოს განსაზღვრული. არავითარი საერთო ამ ადამიანს საქართველოს ეკლესიასთან არ აქვს. ის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ ირიცხება. ის ირიცხება საბერძნეთის ეკლესიის იურისდიქციაში. მისი სულიერი წინამძღვარი გახლავთ საბერძნეთში არქიმანდრიტი დიონისე. ამიტომ ამ ადამიანის ნებისმიერი განცხადება, გაკეთებული საქართველოს ეკლესიის , ან საპატრიარქოს სახელით არის არალეგიტიმური. სამონაზვნე ქალბატონი სიდონია არ ცხოვრობს არცერთ მონასტერში . ის ცხოვრობს თავის სახლში, თბილისში.

-თბილისში რას საქმიანობს? ალბათ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს.

– საბერძნეთში მან თუ არ ვცდები, დაამთავრა თეოლოგია სასულიერო აკადემიაში და დაბრუნდა საქართველოში. რომ გითხრათ, რომ კვირას არ ვაცდენ ლოცვასა და წირვაზე სიარულით, მოგატყუებთ, თუმცა საპატრიარქოშიც და ეკლესიაშიც ხშირად დავდივარ. ეს ადამიანი მე არცერთ ეკლესიაში არ შემხვედრია, მაგრამ ძალიან ხშირად შემხვედრია კაფეებში, ივენთებზე და ისეთ ღონისძიებებზე, სადაც სასულიერო პირებს არ ველოდები ხოლმე და სადაც ე.წ. ელიტა იკრიბება. გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, მას თავისი ბრენდი აქვს. ხელნაკეთ ნივთებს აკეთებს- თუ არ ვცდები “SISTER SIDONIA”-ს აქსესუარების სახელწოდებით.

-ბიზნესი ქონია. სად შეგვიძლია მისი აქსესუარების შეძენა?

-ალბათ არსებობს რამე სალონი, შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. სასულიერო პირს შეუძლია იყოს ხელოვნებაში ჩართული, ამას არც კანონიკა უკრძალავს , მაგრამ საქართველოს საეკლესიო ტიპიკონი ძალიან ნათლად განმარტავს, რომ მონაზონი უნდა მოქმედებდეს კურთხევის ქვეშ და მორჩილებაში იმყოფებოდეს, სასურველია ცხოვრობდეს მონასტერში, თუ მას რაიმე განსაკუთრებული პირობების გამო არ აქვს კურთხევა სახლში ცხოვრების.

-თქვენი ინფორმაციით, რატომ აკეთებს ასეთ ხმაურიან განცხადებებს?

 -რა გითხრათ. ეს ადამიანი იმყოფება  ურჩობაში, როგორც ამბობენ, არის გზასაცდენილი და პირდაპირ ემსახურება ეკლესიის შებღალვას და სიტუაციის არევას. ეს კონკრეტული მოსაზრებაა და ოფიციალური პოზიციისთვის უმჯობესია საპატრიარქოს მიმართოთ.

1 COMMENT

  1. რა სამწუხაროა, ამდენი ტყუილი რა უბედურებაა, სამონაზვნე იყოს თუნდაც, ამ გზას რომ ადამიანი შეუდგება მერე რა ეტუსოვკება ვერ გავიგე, მორჩილებაში ყოფნა ყველასთვის სხვადასხვანაირად აღიქმება თუ რა არის? ღმერთმა შეუნდოს, თუ მე ვცოდავ მაშინ მე შემინდოს ამ სიტყვებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here