Home რუბრიკები პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: ვაი შენს პატრონს, კვირიკაშვილო! ვიცე-პრემიერობა აკლდა ჯეჯელავას.

ელიზბარ ჯაველიძე: ვაი შენს პატრონს, კვირიკაშვილო! ვიცე-პრემიერობა აკლდა ჯეჯელავას.

560

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ხნის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ჯეჯელავას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხით კოორდინირების ფუნქცია ექნება: „სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცეპრემიერი. მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ერთად. მინდა წარმატება ვუსურვო სანდროს, განაცხადა კვირიკაშვილმა. 

რამდენად სწორი და ადეკვატური ნაბიჯია აღნიშნულ თანამდებობაზე ჯეჯელავას დანიშვნა, რა კრიტერიუმებით შეიძლება არჩევდეს პრემიერი ამა თუ იმ პოსტზე წარდასგენ სუბიეტქებს და ზოგადად, რამდენად გამართულია ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პუბლიცისტსა და მეცნიერს ელიზბარ ჯაველიძეს დაიკავშირდა.

ელიზბარ ჯაველიძე:- ვაი შენს პატრონს, კვირიკაშვილო! ვიცე-პრემიერობა აკლდა ჯეჯელავას. მთელი საზოგადოება აღშფოთებულია მისი განცხადებებით და კიდევ თანამდებობაზე ნიშნავთ?! მაგის მინისტრობა არის საქართველოს სირცხვილი და ამას გადაყვებით ყველა.

მე ხანდახან მგონია, რომ ესენი ხალხს მასხრად იგდებენ, მაგრამ ამათი პარპაში დიდხანს არ გაგრძელდება. ცოტა მაგათზე განათლებულებიც ვართ და ჭკუაც მეტი მოგვეკითხება. არაფერს ვამბობს სამშობლოსა და ხალხის სიყვარულზე, რომელიც მათ საერთოდ არ გააჩნიათ. 

1 COMMENT

  1. კი, კი, ეს მართლაც ხალხის აბუჩად აგდებაა. მე არ თუ ვერ განვსჯი, როგორი მინისტრია ჯეჯელავა,მაგრამ როცა უამრავი კიცხავს მას და ხალხის ჯინაზე პრემიერი აწინაურებს მას, ესაა სწორედ აბუჩად აგდება!

  2. batono elizbar da sruliad kartvelobav, romlebsac jer kidev shegrcheniat samshoblos da gashirvebashi chavardnili adaminis siyvaruli–kvelas mogmartavt erti kartveli, droa eri gamopxizldes, da mat visac xalxi pativs namdvilad gcemt, da gendobit(asetebi sabednierod kidev arseboben sakartveloshi), dasxedit, sheimushavet gegma da xalxtan ertad izrunet samshoblos am umdzimesi (chaobidan) mgomareobidan dasaxsnelad! sxva shemtxvevashi sakartvelo gancirulia am 30 vercxlad gakiduli mokalakita(tumca ki miliardelia magram mainc gaikida) da misi mokvanili(shekvetili—dasturad jejelavas danishvnac kmara)\\\”mtavrobit(kartvelbis damakcevari, xalxis zurgze shemomjdari mtavrobit).
    GAMOVPXIZLDET DROA!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here