Home რუბრიკები ეკონომიკა The Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში მოხვედრის საფასურს გადაიხდის

The Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში მოხვედრის საფასურს გადაიხდის

1286

თუ ბრიტანურ ტაბლოიდ The Daily Mail დავუჯერებთ, საქართველო მზადაა, 6 ერში გაწევრიანებისთვის ნებისმიერი საფასური გადაიხადოს.

„გვსურს, საქართველოში ჯონ ფიჰანი ან ექვსი ერის ნებისმიერი სხვა ორგანიზატორი დავპატიჟოთ. დახედონ ჩვენს ინფრასტრუქტურას და გვითხრან, რამდენის გადახდაა საჭირო ტურნირზე მოსახვედრად. 10 მილიონი დოლარი? ამ თანხასაც გავწვდებით!“ – ეს „ბორჯღალოსანთა“ დამრიგებლის, მილტონ ჰეიგის სიტყვები ყოფილა.

„მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული თამაშია. მაგრამ არც საქართველოა ძალიან შორს. მხოლოდ შანსს ვითხოვთ. თუკი სამ წელიწადში პროგრესი არ გვექნა და მატჩებს 40 და მეტი ქულის სხვაობით წავაგებთ, მაშინ პირველები თავადვე ვიტყვით, რომ ამ დონეს ვერ ვქაჩავთ“, – დასძენს ქართველთა ახალზელანდიელი დამრიგებელი.

The Daily Mail-ის მტიცებით, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ექვს ერში საქართველოს ნაკრების დაშვება ფინანსურად უზრუნვეყოს.

 

სლავა გასპაროვი


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here