Home რუბრიკები პოლიტიკა The Washingtom Post : ვალი გადაიხადეთ, მეგობრებო!

The Washingtom Post : ვალი გადაიხადეთ, მეგობრებო!

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ბრიუსელში შეხვედრის დროს მოკავშირეებს ულტიმატუმი წაუყენა: მაშინ, როცა აშშ პატიოსნად ასრულებს თავის ვალდებულებას, ალიანსის სხვა წევრები თავს არიდებენ გადასახადების შეტანას. თუ ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდება, –  თქვა მან – ამერიკა შეამცირებს თავის შესატანს.

„გულახდილად უნდა გითხრათ ჩემი ხალხის მოთხოვნების შესახებ… თუ თქვენს ქვეყნებს არ სურთ, შეესწრონ ამერიკის მიერ თავისი წილის ალიანსში შეტანაზე უარის თქმის ფაქტს, თითოეული ქვეყნის დედაქალაქმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მხარს უჭერს ჩვენს კოლექტიურ თავდაცვას“, – თქვა მან.

მეტისის პოზიციას მხარი დაუჭირა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი აზრით, ნატოში ვაშინგტონის წვლილი მხოლოდ სიტყვები კი არ არის, არამედ ჯარების ევროპაში გადმოყვანაა. მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის არმიამ აქტიურად დაიწყო ევროპაში თავისი ნაწილების განლაგება.

Ruposters -ის ცნობით, სტოლტენბერგმა გააფრთხილა ტრამპი, რომ აშშ-ის მიერ ნატოზე უარის თქმას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ ვაშინგტონმა არ უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისადმი.

ამასთან ერთად, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი განწყობილია რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის. მისი აზრით, დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ძირითად პრინციპებს – „ევროპაში ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, უკრაინის ჩართვით“.

მან დასძინა, რომ ალიანსი გააძლიერებს რუსეთის მიმართ შემაკავებელი ღონისძიებების განხორციელებას, – იტყობინება ინტერფაქსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here