Home რუბრიკები პოლიტიკა The Los Angeles Times: ბუასილი აშშ-ის კონგრესზე უფრო პოპულარულია

The Los Angeles Times: ბუასილი აშშ-ის კონგრესზე უფრო პოპულარულია

526

ეს განაცხადა კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა, რომელმაც სხვა დავადებებიც შეადარა აშშ-ის კონგრესს.

წაგებული აღმოჩნდა აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.
არნოლდი მხარს უჭერს კალიფორნიაში საარჩევნო ოლქების რეფორმირების იდეას; ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკოსები განმეორებით თავიანთ არჩევას ახერხებენ იმიტომ, რომ პრაქტიკულად თვითონ ადგენენ საარჩევნო რაიონების საზღვრებს, “თვითონ ხატავენ”. მისი აზრით, შექმნილია აბსურდული მდგომარეობა, რომელშიც “პოლიტიკოსები ირჩევენ ამომრჩევლებს, ნაცვლად იმისა, რომ ამომრჩევლებმა აირჩიონ პოლიტიკოსები”.
2002-2010 წლებში კალიფორნიაში 265-ჯერ გაიმართა აშშ-ის კონგრესის წევრების არჩევნები და მხოლოდ ერთ რაიონში შეიცვალა კონგრესში ადგილობრივი წარმომადგენლის პარტიული კუთვნილება. როცა 2012 წელს დამოუკიდებელმა კომისიამ გადახედა საარჩევნო ოლქების დემარკაციას, ოთხ რაიონში დაუყოვნებლივ შეიცვალა კონგრესში ასარჩევი მათი წარმომადგენლების პარტიული კუთვნილება. 14 მოქმედმა კანონმდებელმა გადაწყვიტა, არ არჩეულიყო ან წაეგო არჩევნები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here