Home რუბრიკები პოლიტიკა CNN: კონგრესმენი უტევს

CNN: კონგრესმენი უტევს

467

ტელეარხ CNN-ის ეთერში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპის ოდინდელ განცხადებას, რომ ეს არხი “ნაყალბევი ახალი ამბების” შექმნის ადგილია: “ვფიქრობ, იმის მტკიცება, რომ თითქოს რუსები ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ აშშ-ში ტრამპსა და ჰილარი კლინტონს შორის არჩევის შედეგებზე, CNN-ის მოგონილია”, _ განაცხადა კონგრესმენმა სტივ კინგმა, რომელიც აიოვას შტატის წარმომადგენელია აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

გადაცემის წამყვანის _ ელისონ კემეროტის რეპლიკაზე, რომ CNN-ს არ შეუთხზავს ინფორმაცია ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობაზე, კერძოდ, კიბერშეღწევის მეშვეობით, და რომ ასეთი იყო 17 სადაზვერვო სააგენტოს შეფასება, რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა მიუთითა: აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ანგარიშები “ეფუძნება საზოგადოებრივ მოსაზრებებს ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე”.
“მოდით და გავარკვიოთ: კონგრესმენო, თქვენ არ გჯერათ, რომ რუსეთი ერეოდა?” _ ჰკითხა კემეროტმა.
“მე არ ვიცი, ერეოდა თუ არა, _ უპასუხა კინგმა, _ მე მსურს ვიხილო მტკიცებულებანი, წავიკითხო გაშიფრული ტექსტი, მოვისმინო აუდიო ჩანაწერი”.


2017 წლის თებერვალი

 

 

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here