სულ რაღაც 40 წლის წინათ დუბაი პატარა დასახლება იყო, რომელშიც მარგალიტების მაძიებელნი ცხოვრობდნენ. დღეს კი დუბაი ერთ-ერთი მსხვილი და ყველაზე ფუტურისტული ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ამშვენებს არაბთა გაერთიანებულ საემიროს.
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ცოტაა და ისინი ამჯერად ქალაქის მშენებლობას მარსზე აპირებენ.
ახლახან არაბთა გაერთიანებულ საემიროების ვიცეპრეზიდენტმა მუჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქტუმ ახალი პროექტი წარმოადგინა, რომლის მიზანია მარსის ზედაპირზე ახალი ქალაქის მშენებლობა. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას რამდენიმე ქვეყანა მიიღებს, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
პირველი ქალაქის სახელწოდებაც მოფიქრებულია: მარსი 2017. მშენებლობა როდის დაიწყება, რა თქმა უნდა, ჯერ ცნობილი არ არის, მას ალბათ, მომავალი თაობები განახორციელებენ, მაგრამ ხნული გავლებულია და პირველი მარცვალიც ჩადებული.
სავარაუდოდ, მარსი 2017 ჩიკაგოს ხელა ქალაქი იქნება, რომელშიც 600 ათასი ადამიანი იცხოვრებს. თუმცა მარსის კოლონიზაციის როგორც სხვა, ისე ეს პროექტიც სკეპტიციზმს იწვევს, მიუხედავად არაბეთის გაერთიანებული საემიროების უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობებისა.