Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპის ოჯახი: მელანია ტრამპი პირველი ლედის ამპლუაში ყოფნით უბედურია

ტრამპის ოჯახი: მელანია ტრამპი პირველი ლედის ამპლუაში ყოფნით უბედურია

1036

აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე, ჯერ კიდევ ინაუგურაციის დღის შემდეგ არ წყდება ინტერნეტ პორტალებზე და სოციალურ ქსელებში სტატიების გამოქვეყნება, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორი უბედურია ქვეყნის ახალი პირველი ლედი.

საზოგადოებაში მუსირებს მოსაზრება-ხუმრობა, რომ მელანია ტრამპი არის აბსოლუტურად უმწეო. აშშ-ში უკვე შეიქმნა მოძრაობა „შევინარჩუნოთ მელანია“ (Save Melania). ამ თემით სპეკულირება  ხელს უწყობს განქორწინების პროპაგანდას, რათა 46 წლის ყოფილი მოდელი გაეყაროს პრეზიდენტს. ინტერნეტში საზოგადოება ღიად აკიტიკებს ტრამპს მეუღლის მიმართ გამოვლენილ უყურადღებობასა და უხეშობაში. ისინი თვლიან, რომ ამგვარი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია, განსაკუთრებით მაშინ,  როცა ქვეყნის პირველი პირი ხარ და საქმე პირველ ლედის ეხება, რადგან მათ თითოეულ მიმიკას აკვირდებიან და შემდგომ დასკვნები გამოაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოება დარწმუნებულია, რომ მელანიას არ სურს იყოს ქვეყნის „პირველი ლედი“. 

Us Weekly-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის გარემოცვა, მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი ალაპარაკდნენ, რომ პირველი ლედი არ არის ბედნიერი იმით თუ როგორი ოფიციალური ცხოვრებითაც უწევს მას ცხოვრება.  ოჯახის მეგობარმა  და სტილისტმა ფილიპ ბლოჩმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  „ამგავარი ცხოვრება ნამდვილად არ იყო მისი ოცნება. ეს დონალდის ოცნება იყო და არა მისი. ძალიან რთულია მასთან (ტრამპთან) შეწინააღმდეგება“. მანამდე მელანია ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით და აკეთებდა იმას, რაც სურდა. იყო პირველი ლედი ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა ამავდროულად. „ინაუგურაციის დღეს იგი მალავდა თავის უკმაყოფილებას“ – დასძინა ბლოჩმა.  მისი თქმით, მელანიას აღარ დაჰყავს თავისი 10 წლის შვილი ბარონი სკოლაში, ახლა ამას მის ნაცვლად სხვა აკეთებს.  გამოცემა იმასაც ამბობს, რომ პირველმა ლედიმ ბედნიერი გამომეტყველება გაითამაშა 11 თებერვალს იაპონიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დროს.

წყაროს თქმით, ბოლოს თეთრი სახლის თანამშრომლებმა მელანიას გაუგზავნეს თხოვნა ჩამოსულიყო ვაშიგტონში და ეპოზიორა პრესისთვის  თეთრ სახლში, მაგრამ მელანიამ უარი განაცხადა. რამოდენიმე გამოცემა უკვე საუბრობს ღიად იმაზე, რომ მელანია უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით და დაკისრებული მოვალეობებით, რაც ქვეყნის პირველ ლედის ევალება. ამგვარმა მოსაზრებებმა საზოგადოებაში შექმნა წარმოდგენა, რომ მელანია არ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს პირველი ლედის ამპლუაში. ტრამპი უკვე იმყოფებოდა მის გარეშე ოფიციალურ ვიზიტზე, სადაც მელანიას მაგივრობას მისი უფროსი ქალიშვილი უწევდა.  ტრამპის უკმაყოფილება ჯერ კიდევ იქიდან მოყვება, როცა მელანიამ უარი განაცხადა მეუღლესთან ერთად შესულიყო და ეცხოვარა თეთრ სახლში. იმის მიუხედავად, რომ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია მაინც მოარულ ხმებს ეტრდნობა ფაქტები მიგვითიეთებენ იმაზე, რომ ეს ამბავი სიმართლეს სულაც არაა მოკლებული.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here