Home რუბრიკები სამართალი მარჯვენასაჭიანი მანქანები არ აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი მანქანები არ აიკრძალება

602

“მარჯვენასაჭიანი მანქანები არ აიკრძალება. ვისაც უღირს, რომ ასეთი შემოიყვანოს, შესაძლებელი იქნება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარჯვენასაჭიანების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ მუხლს “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონპროექტიდან ამოიღებენ.

რაც შეეხება მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემას და უკონტაქტო პატრულირებას, ხუციშვილის თქმით, ამას პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის. “მარჯვენასაჭიანებზე მთავრობამ ინიცირება გააკეთა და პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, რომლის თანახმადაც გაძვირდა გამბაჟება. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მარცხენასაჭიანების რაოდენობასთან მიმართებაში გაზრდის და გათანაბრების რისკები შემცირდა.  შესაბამისად, ჩვენ მკაცრ მიდგომებს არ მოვითხოვთ”, – აღნიშნა შალვა უციშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here