Home რუბრიკები საზოგადოება სოფელში რომ ჩავდივარ, პირველი, რასაც მეზობლები მეკითხებიან, “საქართველო და მსოფლიო” ხომ არ...

სოფელში რომ ჩავდივარ, პირველი, რასაც მეზობლები მეკითხებიან, “საქართველო და მსოფლიო” ხომ არ ჩამოგიტანიაო. უყვართ ძალიან. ხელიდან ხელში გადადის ამ გაზეთის ნომრები”

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსდაარსებიდან რვა წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში გაზეთის შემოქმედებითმა ჯგუფმა ორგზის დარბევას და ბევრ სხვა ზეწოლასაც გაუძლო, მაგრამ პრინციპებისთვის _ სიმართლისა და ობიექტურობის მსახურებისთვის, არ უღალატია. საინტერესოა, რას ფიქრობს გაზეთის მკითხველი ჩვენზე, რას ფიქრობენ ჩვენი რესპონდენტები განვლილ გზაზე. გაზეთის პატივისმცემელთა არმია ძალიან დიდია, გამოცემის ფორმატი ვერ დაიტევს ყველა მათგანის მოლოცვას, მაგრამ რამდენიმე ადამიანის გულწრფელ სიტყვებს მაინც შემოგთავაზებთ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1453380269_hamlet-chipashvi.jpg

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ გილოცავთ რვა წლისთავს. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ ეპოქა შექმენით, გაზეთს უდავოდ აქვს ზეიმის მიზეზი. ამ ხნის განმავლობაში სახელი გაითქვით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.

“საქართველო და მსოფლიო” საუკეთესო გაზეთია. თქვენ ახერხებთ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და რევერანსების გარეშე გააკრიტიკოთ ყველა, ვინც გასაკრიტიკებელია, მათ შორის, ხელისუფლებაც. მაგრამ თქვენი გაზეთი დასაფასებელია არა მხოლოდ კრიტიკისთვის, არამედ მართალი სიტყვისთვისაც, რაც დეფიციტია ამ ქვეყანაში.

ვისურვებ, რომ გაზეთმა “საქართველო და მსოფლიომ” მრავალი წლის განმავლობაში იარსებოს, თანაც ასეთივე შემართებით; მინდა, შემოქმედებითი ჯგუფი სიმართლისთვის ბრძოლაში არ დაიღალოს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/vika.jpg

ვიქტორ ცაავა, პოლიტოლოგი:

_ უკვე 8 წელი გავიდა, რაც საქართველოს მედიასივრცეს შეემატა სხვა გაზეთებისგან გამორჩეული, აბსოლუტურად თავისუფალი, მრავალფეროვანი, ყოველკვირეული გამოცემა _ “საქართველო და მსოფლიო”. ვერავინ იფიქრებდა, რომ მაშინდელი ტოტალიტარული ხელისუფლების მხრიდან დიდი წნეხის პირობებში მისი დამფუძნებლები, მთავარი რედაქტორი და პროფესიონალ-კეთილსინდისიერ ჟურნალისტთა პატარა ჯგუფი დიდ მუშტად შეიკვრებოდა და საბოლოოდ ისეთ პროდუქტს შექმნიდა, რომელიც სააკაშვილის ლიბერალ-ფაშისტური ხელისუფლების ისტორიის სანაგვეზე გადაგდებაში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებდა.

უფალმა მეც მარგუნა ბედნიერება, მემუშავა ამ პროფესიონალ და მიუკერძოებელ ჟურნალისტებთან, რომლებთან ურთიერთობაში ვგრძნობ კოლეგიურობის თბილ სიოს, აგრეთვე, გულითადი მეგობრობისა და სამშობლოს სიყვარულის უწყვეტ ლავას.

გაზეთი თავისი დაარსების დღიდან არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების რეალური ამსახველი, ამიტომაც დღემდე ინარჩუნებს მკითხველთა დიდ სიყვარულსა და პატივისცემას.

ვულოცავ გაზეთის კოლექტივს, მთავარი რედაქტორის ხელმძღვანელობით, ბრძოლის 8-წლიან იუბილეს. გაუფრთხილდით იმას, რაც ამ რვაწლიანი ბრძოლით მოიპოვეთ!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kvaracxelia_423_763_855_144.jpg

ზურაბ კვარაცხელია, სახალხო მოძრაობასამეგრელოსწევრი:

_ უწინარესად, მადლობა რედაქციას, რომ მომცა შესაძლებლობა, გაზეთისადმი ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა. წლებია, “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველი ვარ, ყოველ ოთხშაბათს მოუთმენლად ველოდები ახალ ნომერს.

რვა წელია, საქართველოში “საქართველო და მსოფლიოს” სახით არსებობს გაზეთი, რომელიც უდავოდ არის ფლაგმანი ქართულ ბეჭდვით მედიასივრცეში.

და აი რატომ:

ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და ტრადიციულ-ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებული, ინფორმაციულ-ანალიტიკური, თემატურად მრავალფეროვანი გაზეთია უღრესად აქტუალური თემატიკითა და მაღალპროფესიონალურობით.

“საქართველო და მსოფლიო” მართალი გაზეთია და სწორედ ეს არის მისი უმთავრესი ხიბლიცა და ღირსებაც.

სამწუხაროდ, ქართულ მედიასივრცეში სიმართლის დეფიციტია. ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დეზინფორმაციის საშუალებები უფრო არიან; ამ ფონზე კი მით უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რომ არსებობს გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”.

შემხვედრია უამრავი ადამიანი, რომლებსაც უთქვამთ, მადლობა ღმერთს, ეს გაზეთი მაინც რომ არსებობს ერთ-ორ გაზეთთან ერთად, თორემ სრულ წკვარამში ვიქნებოდითო… ეს სრული სიმართლეა და მეც მეტი რა მეთქმის.

მსურს, მივულოცო “საქართველო და მსოფლიოს” მესვეურთ, მთავარ რედაქტორს _ ირაკლი თოდუას, გაზეთის კოლექტივს გაზეთის რვა წლისთავი და ვუსურვო შემდგომშიც ასეთივე შემართებით ეღვაწოთ სიმართლის საზეიმოდ და მამულის საკეთილდღეოდ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/maxresdefault.jpg

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი:

_ გილოცავთ! რვა წლის განმავლობაში თქვენ პოპულარობა მოიხვეჭეთ. ბეჭდავთ ისეთ სტატიებს, როგორსაც სხვაგან მკითხველი ვერ ნახავს. ჩემ გარშემო ამ გაზეთს კითხულობს ყველა, ვმსჯელობთ, განვიხილავთ დაბეჭდილ მასალებს.

“საქართველო და მსოფლიო” თავისუფალი გაზეთია. აქ იბეჭდება ალტერნატიული ინფორმაცია. ღრმა ანალიზი მხოლოდ ამ გაზეთში შეიძლება წაიკითხო, რის გამოც უაღრესად დიდ პატივს გცემთ. “საქართველო და მსოფლიო” ჩემი საყვარელი გაზეთია.

გისურვებთ წარმატებებს! მინდა გაფართოვდეთ, გქონდეთ თქვენი ტელევიზია, რადიო, რადგან თქვენ გელოდებიან. ოთხშაბათს გაზეთის გამოსვლას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/get_img.jpg

ფრიდონ კვარაცხელია, ქალაქ ფოთის კარდიოლოგიური კლინიკის ექიმი, კარდიოლოგი:

_ “საქართველო და მსოფლიო” ერთადერთი ნათელი წერტილია ამ ინფორმაციულ ვაკუუმში. თქვენ ამბობთ სიმართლეს, ყველაზე უკეთ ხედავთ გლობალურ პოლიტიკას, ობიექტურები ხართ. თქვენი გაზეთის ერთგული ვარ მეც და ბევრი ფოთელი. ვსხდებით და ექიმები ხშირად განვიხილავთ თქვენს გაზეთში დაბეჭდილ მასალებს.

ყველა ავტორის გვარი და სახელი ვიცი და ასე მგონია, რომ შემხვდნენ სადმე, ვიცნობ კიდეც, ყოველ შემთხვევაში, პირველი წინადადების მოსმენის შემდეგ, მივხვდები, რომ “საქართველო და მსოფლიოდან” არის.

გისურვებთ წარმატებებს. კიდევ ბევრი საიუბილეო თარიღი მოგველოცოს თქვენთვის ჩვენ _ მადლიერ მკითხველს!

ტარიელ სუხიაშვილი, ინჟინერი:

_ “საქართველო და მსოფლიო” აკადემიური გაზეთია. ძალიან საინტერესო ანალიტიკურ წერილებს ბეჭდავთ. მხოლოდ ფაქტების კონსტანტაციას არ სჯერდებით, ღრმად მსჯელობთ, მოვლენებსა და ფაქტებს განიხილავთ, თანაც სწორი კუთხით; მკითხველს სრულყოფილ ინფორმაციას აწვდით. თქვენ აკეთებთ იმას, რასაც ბეჭდვითი მედია უნდა აკეთებდეს.

მომწონს, რომ არ ილანძღებით, აკადემიური ენით საუბრობთ.

რვა წელიწადი დიდი დრო არ არის, მაგრამ თქვენ მოახერხეთ, პოპულარობის მოხვეჭა. სწორ, მართალ გზას ადგახართ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენთ. თქვენ ხშირად გესხმიან თავს, მაგრამ არ შედრკეთ, მართლები ხართ. მართალს ამბობთ, როდესაც წერთ, რომ ჩვენი ხსნის გზა რუსეთშია. ეკონომიკის განვითარებისთვის ძირიდათია ბაზარი, სხვა ვერაფერი გადაარჩენს ქვეყანას. რამდენი ქარხანა და ფაბრიკაც უნდა ააშენო, თუ გასაღების ბაზარი არ გაქვს, ყველაფერი ფუჭია. ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ბაზარი რუსეთისაა და ამას ხმამაღლა მხოლოდ თქვენ ამბობთ. ამბობთ იმიტომ, რომ ქვეყნის გასაჭირი გტკივათ. საქართველოს რაც სჭირდება, იმაზე ღიად საუბრობთ, ამიტომ ნურაფრის შეგეშინდებათ.

გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ. დარჩით ისეთებად, როგორებიც დღემდე იყავით. გაფართოვდით, გაძლიერდით. მკითხველი გიმრავლოთ ღმერთმა და, რაც მთავარია, თანამოაზრეები!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kvaracxelia.jpg

ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:

_ რვა წელიწადი არც ისე პატარა დროა, მაგრამ მან მაინც ჩქარა გაირბინა. თითქოს გუშინ იყო თქვენი გაზეთის პრეზენტაცია, გაზეთის პირველი ნომერი _ კულტურული დიზაინით, შესანიშნავი მაკეტით, სოლიდური ფორმატით…

ჯერ იყო სიახლის განცდა, შემდეგ _ მიჩვევა, მერე _ მოთხოვნილებად გადაქცევა…

დღეს გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია ქართველი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც სიტყვის თავისუფლება ჭეშმარიტი ღირებულებაა.

დღეს ქართული მედია დასავლური (ამერიკული) მედიის ქართულენოვანი დანამატია. საბედნიეროდ, არსებობს “საქართველო და მსოფლიოს” მსგავსი გამონაკლისები, სადაც განსხვავებული აზრი არ იკრძალება და ოფიციალური იდეოლოგიის სულისშემხუთავი მარწუხები მოხსნილია. თქვენი გაზეთი არც ხელისუფლების წყალობაზეა ორიენტირებული და არც კომერციაზე ან დასავლურ ტრანშებზე. თქვენ წმინდა მოვალეობად ერისა და ქვეყნის სამსახურში დგომა დაისახეთ. როგორი მძიმე და საზიანოც უნდა იყოს თქვენთვის მახინჯი ეპოქის მხილება, ამას მაინც აკეთებთ. როგორი ძლიერიც უნდა იყოს მტერი, რომელსაც ებრძვით, თქვენ მას არ ეპუებით. ეს ოდენ შრომა კი არა, ბრძოლაცაა. ასეთია ჟურნალისტის ხვედრი, სხვა პროფესიის ადამიანები შრომობენ, ჟურნალისტები კი იბრძვიან, ვინაიდან მათ კბილებით უნდა დაიცვან და გაიტანონ სიმართლე. ჟურნალისტი ყველგან უნდა იყოს, შრომაა თუ დასვენება, ომია თუ მშვიდობა, თამაშია თუ გართობა.

სხვა ყაიდის ჟურნალისტების მომრავლებაზეც ნუ დავხუჭავთ თვალს, სხვის დაკრულზე რომ ცეკვავენ, საუკუნეებით განმტკიცებულ ეროვნულ ღირებულებებს ებრძვიან და უცხოურის გაფეტიშებას ემსახურებიან. მათ შესახებ ბისმარკი ამბობდა, _ ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელმაც პროფესია შეცდომით აირჩიაო. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებმაც მძიმე პროფესია აირჩიეთ, მაგრამ სწორად აირჩიეთ.

მძიმე ეპოქაა, ცრუ და უსინდისო ადამიანები დაფასებულნი არიან, მართალი და პატიოსანი კი _ შეურაცხყოფილი და კუთხეში მიმწყვდეული. ამგვარ ეპოქებში საზოგადოებას გაძლება მართებს, ნამდვილ ჟურნალისტებს კი _ ორმაგად გაძლება.

თქვენ უძლებთ, თქვენ მტკიცედ დგახართ, თქვენ იბრძვით. რვა წელიწადია, ხმალი ქარქაშში არ ჩაგიგიათ. რვა წელიწადია, ღამით ადრე არ დაგიძინიათ და დილით გვიან არ გაგიღვიძიათ. რვა წელიწადია, თქვენს კალამს მელანი არ შეშრობია…

ჩაივლის წლები, გადაივლის ჟამიანობა, გაიფანტება ბურუსი, გამოიხედავს ხალხი თვალში და დაინახავს, ვინ სიმართლეს ემსახურა და ვინ _ სიცრუეს.

ისევ ჩაივლის წლები. მოვლენ ახალი თაობები, რომლებსაც დააინტერესებთ წარსული. ისინი შევლენ ინტერნეტში ან ბიბლიოთეკებში და მოიკითხავენ მხოლოდ იმ გაზეთებსა და გამოცემებს, რომლებშიც ჩვენი ეპოქა მრუდე სარკეში არ იყო დანახული. და იმ გამოცემათა შორის ერთ-ერთი პირველი იქნება “საქართველო და მსოფლიო”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/javelidze.jpg

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ დიდი ხანია, პრესის სფეროში ვარ. მოყვარულთა სიაში არ ვარ. ბევრი გაზეთის რედაქტორი ვიყავი.

დღეს ქვეყანაში რამდენიმე გაზეთია, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია, მაგრამ თქვენ განსაკუთრებულები ხართ. “საქართველო და მსოფლიო” არის სერიოზული ანალიზის შედეგად შექმნილი და დაწერილი. გაზეთი არ იბეჭდება პოპულარობისთვის, თქვენ არ თხზავთ ინფორმაციას. საუბრობთ ქვეყნის ტკივილზე, ერისთვის საჭირბოროტო, მნიშვნელოვან საკითხებს ეხებით.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენს რედაქტორს, გონიერ კაცს, ირაკლი თოდუას. ის ამ რვა წლის განმავლობაში ისე მოღვაწეობს და ისე წარმართავს გაზეთს, რომ სრულყოფილებამდე ჰყავს მიყვანილი აზრის სიღრმე და სიმართლე. დიდი პატივისცემით, სიხარულითა და სიამაყით ვულოცავ მას და ყველა თქვენგანს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ღმერთმა დიდხანს მოგცეთ შემართება, ქართველი ერისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გასაძლიერებლად და პრობლემების გადასაჭრელად.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/160120113738.jpg

ნაპოლეონ ქარქაშაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთერთი დამფუძნებელი, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:

_ თქვენი გაზეთი სუფთა და გამჭვირვალეა. პრინციპულად და მიუკერძოებლად აშუქებს ყველა იმ მოვლენას, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია. თქვენთან თანამშრომლობს განათლებული ქართველი საზოგადოება, ცნობილი პუბლიცისტები. მეც მათ შორის მოვიაზრებ ჩემს თავს და ეს მეამაყება.

წინ კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელი, რომელსაც ასევე სასახელოდ დაძლევთ.

გილოცავთ ყოველივე იმას, რასაც დამსახურებულად მიაღწიეთ!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kvesitadze.jpg

გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი:

_ პირდაპირ ვიტყვი, საქართველოში არ მეგულება სხვა გაზეთი, რომელიც ისე რეგულარულად და სრულყოფილად ეხმაურება ეროვნულ მეცნიერებათა დარგებში მიმდინარე პროცესებს, როგორც “საქართველო და მსოფლიო”.

რედაქციის პოზიცია ყოველთვის პრინციპულია, მართალი და გაბედული. თქვენი კრიტიკული გამოსვლები არამც და არამც არ არის კრიტიკა კრიტიკისთვის; პირიქით, კეთილშობილურ მიზანს ემსახურება _ ნაკლოვანებათა გამოსწორების გზით საუკეთესო შედეგების მიღწევას. არსად, არასოდეს შემიმჩნევია მაკომპრომეტებელი მასალებით (მართალითა თუ გამოგონილით) გატაცება. “ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა-გულსა” თქვენთვის უცხოა და მიუღებელი.

შეიძლება ითქვას, რომ “საქართველო და მსოფლიო” სერიოზული, ინტელექტუალური გაზეთია, ანალიტიკური, რომელსაც არც მახვილი სიტყვა აკლია, არც პუბლიცისტური პათოსი, არც იუმორი, არც სარკაზმი _ ყველაფერი ზომიერადაა წარმოდგენილი, მაღალი ზნეობითაა გამორჩეული. ადამიანის ღირსების, მისი უფლებების დაცვა თქვენი პრიორიტეტი რომ არის, აშკარად ჩანს საგაზეთო პუბლიკაციებიდან.

“საქართველო და მსოფლიო” მეცნიერთა საზოგადოებაში პოპულარული გამოცემაა.

ხაზგასასმელია, რომ მასმედიის სივრცეში თქვენ შემოხვედით იმ პერიოდში, როცა პრაქტიკულად ყველა ნიშა დაკავებული იყო, მაგრამ შეძელით საკუთარი გამორჩეული ადგილის მოპოვება და იქ დამკვიდრება.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენთან თანამშრომლობა ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია და სასიამოვნოც. ვიმედოვნებ, რომ საქმიანი ურთიერთობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას შორის კვლავაც წარმატებით გაგრძელდება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/maisuraze-anzor_1879.jpg

ანზორ მაისურაძე, უშიშროების გენერალმაიორი:

_ გაზეთის სიკარგე დამოკიდებულია იმ კოლექტივზე, რომელიც მისი ყოველი ნომრის გაკეთებაზე მუშაობს _ მთავარი რედაქტორით დაწყებული, კორესპონდენტებითა და კორექტორებით დამთავრებული. როგორი პროფესიონალებიც არიან ისინი, იმ დონისაა გაზეთი.

ცნობილი გამოთქმაა: გაზეთი რედაქტორის სახეა. და ეს მართალია.

“საქართველო და მსოფლიო” ის იშვიათი გამონაკლისია, როცა პროფესიონალიზმი, ინტელექტი და ობიექტური პრესის პრინციპები ერთმანეთთანაა შერწყმული.

თქვენ ყოველთვის თვალს ადევნებთ ხალხის მოთხოვნებს და უპასუხებთ ამ მოთხოვნებს, იცავთ ქვეყნის ინტერესებს.

“საქართველო და მსოფლიო” პატრიოტული გაზეთია და ამ სულისკვეთებითაც გამორჩეულია.

თუ ეს ყველაფერი ბეჭდურ გამოცემას აკლია, იგი თანდათან დაკარგავს ავტორიტეტს, მაშასადამე, მკითხველებსაც და გაქრება ასპარეზიდან.

მერვე წელიწადია, თქვენი გაზეთი არა მხოლოდ ინარჩუნებს ავტორიტეტს, არამედ უფრო და უფრო განიმტკიცებს მას. ამას თქვენ აღწევთ არა ძალად გასენსაციურებული მასალების გამოქვეყნებით, არა ე. წ. ფეიკებით, რომლებიც დღეს ევრო-ამერიკულ პრესაში განსაკუთრებულად მოთხოვნადი პროდუქტი გახდა, არამედ იმ ინტელექტუალური პუბლიკაციებით, რომლებითაც იზიდავდით და იზიდავთ მკითხველებს.

გისურვებთ, კვლავაც ამ გზით იაროთ!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/iakobidze_719.jpg

დავით იაკობიძე, პროფესორი:

_ “საქართველო და მსოფლიო”, ჩემი აზრით, სანიმუშო გაზეთია, რომელიც სრულად უპასუხებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღევანდელი პრესის წინაშე დგას. თამამია თავისი პუბლიკაციების პათოსით, დროულად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, განიხილავს მათ მსოფლიო გლობალური დინამიზმის პირობებში.

ამ გაზეთის საშუალებით მკითხველი ეცნობა არა მხოლოდ ახალ ამბებს, არამედ ანალიტიკური მასალების დახმარებით ერკვევა ჩვენს სამყაროში სწრაფად განვითარებადი მოვლენების ტენდენციებში.

საშუალება მომეცა, მეთანამშრომლა ამ გაზეთთან კარგა ხნის განმავლობაში. შესაძლებლობა მქონდა, კრიტიკულად განმეხილა ყოფილი ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. ვაშუქებდით ისეთ საკითხებს, როგორიც იყო ელიტური კორუფცია, დიდი ჩავარდნები, რომლებიც ჩვენს წარმოებას ჰქონდა, მაგალითად, ჭიათურაში, მადნეულის კომბინატში, სოფლის მეურნეობის სრული განადგურება და ა.შ. და ა.შ.

“საქართველო და მსოფლიო” ამ შემთხვევაში ვაჟკაცურად იდგა საღი აზრის სადარაჯოზე. ამასთანავე, საშუალებას აძლევდა სხვადასხვა მიმართულების, განსხვავებული კონცეფციების ერთგულ ადამიანებს, გამოეტანათ თავიანთი მოსაზრებები საზოგადოების სამსჯავროზე განსახილველად, რაც დემოკრატიული პრესის ძირითადი მახასიათებელია.

ყოველთვის დიდი ყურადღებით ვკითხულობ ამ გაზეთს, ვაკვირდები მის იმპულსებს და კვლავ და კვლავ ვრწმუნდები, რომ იგი არჩეული გზის ერთგული რჩება _ არის მართალი, თანმიმდევრული და კრიტიკული.

“საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში მუშაობენ უმაღლესი კლასის სპეციალისტები, რომლებმაც საქართველოს ჟურნალისტურ ამქარს დადებითი, პოზიტიკური მახასიათებელი შესძინეს.

ამ კოლექტივთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოქვეყნებულ წერილებს თავი რომ მოვუყაროთ, ალბათ, ორტომეული გამოვა. ეს პუბლიკაციები, ალბათ, საინტერესო იყო მკითხველებისთვის. ყოველ შემთხვევაში, გამოხმაურება ამ მასალებზე, რომლებსაც თვალს ვადევნებდი ინტერნეტის მეშვეობით, ასეთი დასკვნის საშუალებას იძლევა.

რვა წელიწადი საიუბილეო თარიღი არ არის, მაგრამ ვინ გვიშლის ხელს, აღვნიშნოთ ის, რაც გაკეთებულია?

იუბილემდე უფრო მეტის გაკეთებას შეძლებთ, რასაც გულწრფელად გისურვებთ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jobadze-(1).jpg

ნოდარ ჯობაძე, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, პროფესორი:

_ ვარ თქვენი გაზეთის მკითხველი მისი გამოსვლის პირველი დღიდან. მომწონს მისი მრავალფეროვნება, ხარისხი, რომელიც თქვენი ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თვალსაჩინო დასტურია.

გაზეთი, გარკვეული აზრით, სპორტსა ჰგავს, უწინარეს ყოვლისა, ფეხბურთს. ჩემი თაობის გულშემატკივრები სტადიონზე მივდიოდით ფეხბურთის დიდოსტატების თამაშის საყურებლად, ისეთების, როგორებიც იყვნენ ბორის პაიჭაძე, ბასა ღოღობერიძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და ა.შ. მათი თამაში ყოველთვის გამოირჩეოდა სიკისკასით, ჟინით, მაღალი ოსტატობით.

გაზეთსაც იმიტომ ვიღებთ ხელში, რომ წავიკითხოთ ჭეშმარიტი კალმოსნებისა და ანალიტიკოსების წერილები, გავეცნოთ გამორჩეული ავტორების პოზიციას, ჩავუფიქრდეთ მათ ნათქვამ-ნააზრევს, მათთან ერთად გავაანალიზოთ არსებული რეალობა. გაზეთს რომ გადავფურცლავთ, ჯერ მათ გვარებს ვეძებთ.

“საქართველო და მსოფლიოში” ასეთ ავტორებად გვეგულება _ დიმიტრი მონიავა, ნანა დევდარიანი, ჰამლეტ ჭიპაშვილი. ყველას ვერ ჩამოვთვლი. გამოჩნდა ახალი გვარებიც, რომელთა ნაწერებიდან ჩანს, რომ ეს ადამიანები ნამდვილი პროფესიონალები და გამოცდილი ჟურნალისტები არიან, მაგრამ ამ გვარებს სხვაგან არსად, არც ერთ გამოცემაში არასოდეს შევხვედრივართ. ცხადია, რომ თქვენს გაზეთში ისინი ფსევდონიმებით არიან წარმოდგენილი. თავდამბლობის გამოა? მაგრამ ხომ ცნობილია, რომ თავმდაბლობა საჭიროა მაშინ, როცა სხვა ღირსება არ გააჩნია ადამიანს. თქვენი ავტორები კი მრავალი ღირსებით არიან შემკული. ისიც ცნობილია, რომ არც ერთი ფსევდონიმი გაუშიფრავი არ რჩება.

მოგვეცით საშუალება, გავიცნოთ ეს ხალხი.

“საქართველო და მსოფლიო” გაზეთია, რომლისაც გჯერა და რომელსაც ენდობი.

სოფელ გალავანში რომ ჩავდივარ, პირველი, რასაც მეზობლები მეკითხებიან, “საქართველო და მსოფლიო” ხომ არ ჩამოგიტანიაო. უყვართ ძალიან. ხელიდან ხელში გადადის ამ გაზეთის ნომრები.

გისურვებთ, მკითხველის სიყვარული არ მოგკლებოდეთ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/2446977.jpg

მამა დავით (ქვლივიძე), თბილისის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის დეკანოზი:

_ ჩემი აზრით, ეს არის გაზეთი, რომელიც ანტიქრისტიანული ძალების გავლენას არ განიცდის, ამიტომ, რასაც ვფიქრობ, ყოველთვის პირდაპირ ვამბობ და ვიცი, რომ ამ გაზეთის ფურცლებიდან ყველაზე მწარე სიმართლის თქმაც პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ არსებობს ასეთი საინფორმაციო საშუალება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ბეჭდური მედიის 90 პროცენტი დაშინებულია და ხმას ვერ იღებს. ეს გაზეთი ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნებით, სულისკვეთებითაა განმსჭვალული, ამიტომაც დიდი პატივისცემით ვარ მის მიმართ განწყობილი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვაძლევ ინტერვიუს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/mamao_3066.jpg

მამა გიორგი (რაზმაძე), ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარი:

_ “საქართველო და მსოფლიო” არის ერთ-ერთი კარგი და გამორჩეული გაზეთი, ერთადერთი თუ არა, რომელიც ყოველთვის ობიექტურად აშუქებს მოვლენებს და, რაც მთავარია, მოურიდებლად ამხელს იმ შავბნელ ძალებს, რომლებიც დღეს გაშმაგებით ებრძვის ყველაფერ ძველს, ტრადიციულს, ეროვნულსა და ქრისტიანულს. ეს არის გაზეთი, რომლის საშუალებითაც ვიცი, რომ ყოველთვის შემიძლია ვილაპარაკო სიმართლე და არანაირი შეზღუდვა, არანაირი ცენზურა ამ მხრივ არ აქვს მის ხელმძღვანელობას. გილოცავთ საიუბილეო თარიღს და ვისურვებდი, რომ კიდევ დიდხანს ემსახუროთ სიმართლეს ასე ღირსეულად და უკომპრომისოდ; რომ თქვენი შემართება სხვა მედიასაშუალებებისთვისაც აღმოჩნდეს სამაგალითო და სხვებიც ასე ღირსეულად დადგნენ ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი სიტყვის სადარაჯოზე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/giga-batiashvili_359.jpg

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე:

_ მინდა მივულოცო ჩემთვის და, მგონი, ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვან გაზეთს _ “საქართველო და მსოფლიოს” გამოცემის მერვე წლისთავი.

ეს გამოცემა ყოველთვის, ყოველგვარ ვითარებაში ახერხებდა ობიექტურ რეაგირებას როგორც დადებით, ასევე უარყოფით მოვლენებზე. არასოდეს ახასიათებდა, ასე ვთქვათ, ბოღმის გადმონთხევა, რითაც, არცთუ იშვიათად, გამოირჩევა ჩვენი მასმედია. ყველა შენიშვნა, რომლებიც იბეჭდებოდა გაზეთში, იყო კონსტრუქციული, საქმისთვის სასარგებლო და არა სენსაციისთვის, ყალბი პოპულარობის მოსაპოვებლად გამიზნული.

სწორედ ამიტომ გულწრფელად ვთანამშრომლობდი რედაქციასთან, როცა ამის შესაძლებლობა მეძლეოდა.

გისურვებთ, მომავალშიც არ მოგკლებოდეთ მკითხველთა პატივისცემა და აღიარება, რომელიც მოპოვებული გაქვთ და არ გაგეფლანგოთ იგი ისე, როგორც ძალიან ბევრმა გამოცემამ გაფლანგა.

1 COMMENT

  1. ,,საქართველო და მსოფლიოს\\\” ვულოცავ იუბილეს, მხნეობას და წარმატებებს ვუსურვებ მკითხველის გასახარებლად. დიდი მადლობა თქვენ სიმართლისათვის!

  2. გაზეთ საქართველო და მსოფლიოს ვულოცავ იუბილეს მთელი სულით და გულით.ყოველ ოთხშაბათს ველოდები ინტერნეტით ახალი ნომრის გამოსვლას,ნამდვილად ერთერთი გაზეთი ხართ(თუ ერთადერთი არა),რომელიც ობიექტურად,მიუკერძოებლად და სამართლიანად განიხილავთ მიმდინარე მოვლენებს,ფაქტებს და ჯანსაღ ანალიზს უკეთებთ მომხდარს,ასევე არაჩვეულებრივი რესპონდენტები გყავთ.გაიხარეთ,იმრავლეთ და ძალიან დიდხანს გაახარეთ თქვენი მკითხველი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here