Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებს არაფერი ისე არ უტეხს სახელს, როგორც თამარ კინწურაშვილები და ია...

ევროპულ ღირებულებებს არაფერი ისე არ უტეხს სახელს, როგორც თამარ კინწურაშვილები და ია ანთაძეები

ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ქვეყანაზე არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც კინოფილმმონანიებაშიკახი კავსაძის გმირის, მიხეილ კორეშელის, მიერ ნათქვამი სიტყვები _ “გვირაბი უნდა გაგვეყვანა ლონდონიდან ბომბეიმდე” _ სიმართლე ეგონებოდათ; ანუ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კახი კავსაძის გმირის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები რეალური აღიარებაა ჩაფიქრებული დანაშაულისა; ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კინოფილმის გმირი რეალურად აპირებდა ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრას.

ამდენჯერ იმიტომ განვმარტე, რომ არ ვარ დარწმუნებული, ხვალ ინტერნეტში განთავსებული ჩემი ეს საგაზეთო წერილი თამარ კინწურაშვილის პირად “ფეისბუქ-კედელზე” არ იქნება გაზიარებული სულელური, არაადეკვატური, პირდაპირ ვიტყვი, წარმოუდგენლად შტერული კომენტარით.

ზუსტად ისე, როგორც ეს წინა კვირაში მოხდა, როდესაც გამოვაქვეყნე წერილი, რომელშიც ვწერდი: “თამარ კინწურაშვილის ორგანიზაციას საკვლევსაც კი აღარაფერს ვუტოვებ და პირდაპირ ვამბობ, რომ რუსულ პროპაგანდას ვეწევი”.

ნებისმიერი იოტისოდენა ტვინის მქონესთვისაც გასაგებია, რომ ეს ირონიაა იმ შტერულიკვლევებისმიმართ, რომლებსაც ატარებენ ხოლმე ეს .. არასამთავრობოები და რომლისთვისაც უაზროდ იხარჯება ბევრი ათასი დოლარი, რათა შემდეგ უცხოელ დონორებს წარუდგინონ ანგარიში, როგორ მძვინვარებსრუსული პროპაგანდასაქართველოში.

არც მივაქცევდი ყურადღებას ისეთ არარაობას, როგორიც თამარ კინწურაშვილია, რომ არა ორი ფაქტორი:

პირველი _ მაჩვენეს მის პირად “ფეისბუქ-კედელზე” გაზიარებული ჩემი ეს ირონიული სტატია მინაწერით _ “ქამინგ აუტების ჟამი არს, ნახეთ, ბაკურ სვანიძე თვითონვე აღიარებს, რომ რუსულ პროპაგანდას ეწევა!”

მეორე _ გასულ კვირაში დაწყებული დიდი ხმაური საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო.

ამ ორ მოვლენას კი ერთმანეთთან აკავშირებს სწორედ ქალბატონი თამარ კინწურაშვილი. მეხსიერების დიდი დაძაბვა არც უნდა დაგვჭირდეს, რომ გავიხსენოთ: როდესაც .. ვარდების რევოლუციის შემდეგ სახტელერადიოდეპარტამენტი საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა, მისი პირველი გენერალური დირექტორი სწორედ თამარ კინწურაშვილი იყო. აი, აქედან იწყება იმ მილიონების აორთქლება, რომლებზეც ამავე ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ლაპარაკობდა პრესკონფერენციაზე. სწორედ თამარ კინწურაშვილის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება “საზმაუ”-დან პირველი მილიონების “გაქრობა” და მისი რეიტინგის საბოლოო დასამარება.

სხვათა შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელშიც ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემდეგ ამ ტელევიზიის რეიტინგი მკვეთრად დაეცა და ნულს გაუტოლდა. არადა, იდეაში სახელისუფლო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის ტენდენცია აღმოსავლეთ ევროპასა და, საზოგადოდ, მსოფლიოშიც, სწორედ იმას ემსახურება, რომ ამ ტელევიზიებმა ხალხში მეტი ნდობა მოიპოვონ, სამაუწყებლო ხარისხი აიმაღლონ და, შესაბამისად, უფრო რეიტინგულები გახდნენ.

ჩვენი ქვეყანა კი ერთადერთია, რომლის ოფიციალური სამთავრობო დაქვემდებარების ტელეარხს გაცილებით მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე უკვე საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნილს. განსაკუთრებით ეს ითქმის ზაზა შენგელიას დირექტორობის პერიოდზე, როდესაც სახტელერადიოდეპარტამენტის პირველმა არხმა მართლაც სერიოზული კონკურენცია გაუწია იმხანად წარმოუდგენლად მაღალი რეიტინგის მქონე “რუსთავი 2”-ს, სადაც ჟვანიასააკაშვილის გუნდის მიერ ათასგვარი მაქინაციით მოპოვებული მილიონები ინთქმებოდა.

იმ პერიოდში მართლაც ვერავინ იფიქრებდა, რომ “რუსთავი 2”-ისთვის რეალური კონკურენციის გაწევა შესაძლებელი იქნებოდა, რადგან კერძო ტელევიზიებს ჯერ არ ჰქონდათ მყარი ფინანსური საფუძვლები და უახლესი ტექნიკური საშუალებები, ხოლო პირველი არხი მაინც სამთავრობო რუპორად მიიჩნეოდა და მისგან ხალხში პოპულარობისა და ნდობის მოპოვებას არავინ ელოდა. სინამდვილეში კი, მაშინდელმა პირველმა არხმა ბევრ კომპონენტში დაჯაბნა “რუსთავი 2” და დღის არაერთ მონაკვეთში სამთავრობო ტელევიზიას გაცილებით მეტი მაყურებელიც ჰყავდა, ვიდრე ვითომ “თავისუფალ და დამოუკიდებელ” “რუსთავი 2”-ს.

სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას _ იმავე პერიდში პირველი არხი დამოუკიდებლობის ხარისხითაც სჯობდა “რუსთავი 2”-ს. მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლისა, რომელსაც განიცდიდნენ მაშინდელი პირველარხელები ე.წ. კოლეგების მხრიდან, რომ ისინი “შევარდნაძის ჯიბის ტელევიზიის” წარმომადგენლები არიან, სინამდვილეში სწორედ “რუსთავი 2” იყო ყველაზე მიკერძოებული, ყველაზე არაპროფესიონალური და ყველაზე დეზინფორმატორი ტელეკომპანია, რომელიც მხოლოდ ჟვანია-სააკაშვილის გუნდს უწევდა რეკლამას და მათ პოლიტიკურ კონკურენტებს უშვერად და უდიერად ლანძღავდა, თათხავდა, უგონებდა სიცრუეს, ავრცელებდა ათასგვარ დეზინფორმაციას, ხშირად გადასცემდა ყოველგვარი კანონისა და ეთიკის დამრღვევ სიუჟეტებს. უბრალოდ, ეგაა, რომ იმხანად საზოგადოების ფართო ფენებში ჯერაც არ იყო სწორად და ზუსტად აღქმული, რა საფრთხეს წარმოადგენდა ქვეყნისთვის ჟვანიასააკაშვილის ვითომრეფორმატორთაგუნდი და რა მონურ მორჩილებაში ჰყავდათ მათრუსთავი 2”-ის სამარცხვინო კოლექტივი, რომლის ჟურნალისტებიცვარდების რევოლუციისასგმირებად შერაცხეს, ხოლო ამ სამარცხვინო ტელეკანტორას სრულიად სამარცხვინოდ ეწოდაგამარჯვებული ხალხის ტელევიზია”.

ამ ფონზე სიმპათიურად გამოიყურებოდა პირველი არხი, რომელიც გაცილებით ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს და ამ ვითომ “ჯიბის” ტელევიზიის ეთერში ხელისუფლების, პირადად შევარდნაძის, მძაფრი კრიტიკაც ხშირად გაისმოდა.

იმხანად ქართველი საზოგადოების მოტყუება “ტელეფანდებით” ძალიან იოლი აღმოჩნდა და საბოლოოდ მივედით იმ შედეგამდე, რომელზე საუბრითაც დავიწყეთ ეს საგაზეთო წერილი _ ფორმალურად საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნილი ამ ტელევიზიის ხელმძღვანელად მოგვევლინა სრულიად უვიცი, საზოგადოდ, ჟურნალისტიკაში და განსაკუთრებით _ ტელესაქმეში, სრულიად უცოდინარი და, რაც მთავარია, გიგა ბოკერიას პირადი მონა თამარ კინწურაშვილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გიგა ბიოკერიას გავლენით, იგი ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად დასვეს, შემდეგ ბორდისთვის წარდგენილი დირექტორობის ყველა კანდიდატი დააბლოკვინა, არჩევნები საერთოდ ჩაშალა და განმეორებითი არჩევნების შემდეგ თავი დაანიშნინა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო პრაქტიკაში ეს პირველი, ერთადერთ და, ვიმედოვნებ, უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საკუთარ თავს ირჩევს გენერალურ დირექტორად.

თუმცა უფრო “გაკეთილშობილებული” სახით ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რასაც მოწმობს ბიძინა ივანიშვილის პირადი “ტელეპროდიუსერის”, ვასილ მაღლაფერიძის, დანიშვნა (და არა არჩევა) საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად, მაგრამ ვასილ მაღლაფერიძეზე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რაიმე ზარალის მიმყენებელზე, ჯერ ვერაფერს ვიტყვით, რადგან მისი დანიშვნიდან ჯერ საკმაო დრო არ გასულა. რაც შეეხება თამარ კინწურაშვილს, ჩნდება კითხვა _ თუ სიმართლეა ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ასობით მილიონი ლარია გამქრალი და არამიზნობრივად დახარჯული, მაშინ რატომ არ უნდა დავიწყოთ ამ მილიონების კვალის ძიება მისი პირველი დირექტორის პერიოდიდან?

აშკარაა, რომ “რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლ” პერსონებს ახასიათებთ ფულისადმი განსაკუთრებული სიყვარული და თანხების ფლანგვა _ იქნება ეს გრანტი, ტრანში თუ მათდამი დაქვემდებარებული რომელიმე უწყებისა და ორგანიზაციის ბიუჯეტი. როგორც ჩანს, ეს არის ის ნაქები “ევროპული ფასეულობები”, რომლებსაც ჩვენ, “რუსეთუმეები”, ასე დაუნდობლად ვებრძვით “ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანის”, ანუ “რუსული პროპაგანდის” მეთოდით.

როგორც ჩანს, ისიც ძალიან ევროპული ფასეულობა იყო, როდესაც თამარ კინწურაშვილმა “საზმაუს” დირექტორობისას სამსახურიდან მოხსნა სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი. მიზეზი კომიკური იყო _ თურმე მან წუთ-ნახევრით მეტი დრო დაუთმო გიორგი ნემსაძეს, ვიდრე ნოდარ ახალკაცს. გახსოვთ, ალბათ, ეს ფეხბურთის ფედერაციის ის არჩევნებია, რომელშიც გიორგი ნემსაძემ რეალურად გაიმარჯვა, ხოლო გიგა ბოკერიას ჯგუფს ნოდარ ახალკაცის გამარჯვება სურდა და ის, ფაქტობრივად, ძალადობით დასვეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელში. იმხანად თამარ კინწურაშვილი, როგორც გიგა ბოკერიას პირადი მონა, ნოდარ ახალკაცს უჭერდა მხარს და ლაშა დვალიშვილი, ფაქტობრივად, იმისთვის დაისაჯა, რომ გიორგი ნემსაძე საერთოდ მოიწვია ეთერში. არავითარი “ზედმეტი” დრო მისთვის არავის მიუცია _ ეს უბრალოდ შარის მოდება იყო.

ძალიანევროპულიმიდგომაა, ალბათ, ისიც, როდესაც, მაუწყებლის ასეულობით პროფესიონალ თანამშრომელს სამსახურიდან ახსნაგანმარტების გარეშე გააგდებ და იქ სრულიად უვიც ადამიანებს მოიყვან, რომლებიც გიგა ბოკერიასადმი მონურ მორჩილებაში არიან. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქალმა რამდენიმე თანამშრომელს მხოლოდ იმიტომ მოსთხოვა სამსახურიდან წასვლა, რომ სამუშაო მაგიდაზე მცირე ზომის მართლმადიდებლური ხატები ეწყოთ.

ასე და ამრიგად, შედგენილია სრული სურათი იმისა, როგორ, რა სახით აწვდიან და ანახვებენ “ევროპულ ფასეულობებს” საქართველოს მოქალაქეებს თამარ კინწურაშვილისნაირები.

და, თუ გავითვალისწინებთ მათივე მტკიცებას, ევროპული ღირებულებების ნებისმიერი კრიტიკა და დაკნინება იგივე რუსული პროპაგანდააო, გამოდის, ისინი თვითონ აწარმოებენ რუსულ პროპაგანდას, რადგან ევროპულ ღირებულებებს არაფერი ისე არ აკნინებს და არაფერი ისე არ უტეხს სახელს, როგორც თამარ კინწურაშვილის მსგავსი ადამიანების საქციელი.

საზოგადოდ კი, ფაქტია, რომ ქართულ მედიას როგორც თამარ კინწურაშვილის, ასევე ია ანთაძის მსგავსიმედიაექსპერტებიისე შეესივნენ, როგორც ადამიანის დაზიანებულ კანს .. ფერიმჭამელები. და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომჭამაამ შემთხვევაში ფინანსური და მატერიალური საშუალებების ფლანგვისა და მითვისების გაგებითაც შეიძლება გამოვიყენოთ, მაშინ ეს სიტყვა ორმაგ დატვირთვას იძენს და, როგორც მიშასდროინდელ, ასევე ახლანდელ, ანუ ბიძინასდროინდელ მედიას შესეულითამარკინწურაშვილებისდაიაანთაძეებისკრებით სახელად თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვამედიაჭამიები”.

დასასრულ, რადგან თამარ კინწურაშვილს ჩემი ნებისმიერი ფრაზა იმ დონის ჭეშმარიტებად მიაჩნია, რომ ირონიის აღქმის უნარსაც კარგავს და ისე აზიარებს თავის “ფეისბუქ-კედელზე”, როგორც ჩემგან სრული სერიოზულობით ნათქვამს, ნამდვილად მაინტერესებს, ამ სტატიიდან, ნეტავ, ჩემს რომელ ფრაზას “გააქამინგაუტებს”:

იმას, რომ მისი მსგავსი ამ სრულიად არეულ და უპატრონო ქვეყანაშიც კი იშვიათია, თუ იმას, რომ გიგა ბოკერიას პირადი მონის ფსიქოლოგია შუა საუკუნეების აზიასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ოცდამეერთე საუკუნის ევროპასთან?

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here