Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძოკრატია

ბიძოკრატია

952

მხოლოდ ინტელიგენცია არ არის საქართველო

გაბრაზება სიმართლის თქმის გამო, რაც უნდა მწარე იყოს ის, არ შეიძლება, რადგან,

საბოლოოდ, ყველა შემთხვევაში, გაბრაზებული მარცხდება. სიმართლე კი ისე, როგორც ბალახი არღვევს ბეტონს ნელნელა, ადრე თუ გვიან, სადმე მაინც ამოხეთქავს

თემაზე, რომელსაც წინამდებარე წერილში გთავაზობთ, ადრეც არაერთხელ დამიწერია “საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებზე, მაგრამ, როგორც იტყვიან, გაკვრით, გარკვეულწილად _ ზერელედაც. ამიტომ სურვილი გამიჩნდა, მკითხველთან ერთად საფუძვლიანად გავაანალიზო ბატონი ბიძინა ივანიშვილის “ქველმოქმედების” ფენომენი ზოგადად აღმშენებლობის და კონკრეტულად ე.წ. შემოქმედებით ინტელიგენციის მიმართ; აგრეთვე, თეზა, რომელსაც მისი მეხოტბე ინტელიგენცია “აწვება” _ ფული მისია, ვისაც უნდა, მისცემს, უნდა, მაგნოლიებს გადარგავს და უნდა, ზებრა-ზვიგენებით გაერთობა და ა.შ. მაგრამ, მოდი, გავაანალიზოთ, ყველა დროისა და ხალხების (ასეთ შეფასებასაც მოისმენთ მისი მაძღარმუცელა მეხოტბეებისგან) უდიდეს ქველმოქმედს რა გაუკეთებია უბრალო ადამიანებისთვის.

მხოლოდ ინტელიგენცია, თუნდაც შემოქმედებითი, არ არის საქართველო.

ინტელიგენტი _ მდიდარი შინაგანი კულტურისა და დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ადამიანი. ასე განმარტავს ამ ლათინურ სიტყვას ლექსიკონი და შესაბამისად ინტელიგენცია ასეთი ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფს ეწოდება. აქედან გამომდინარე, არის კი ივანიშვილის უპირობოდ მხარდამჭერი ინტელიგენცია დამოუკიდებელი აზროვნების მქონე? _ ისინი ხომ ნებისმიერს დაადანაშაულებენ ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში, ოღონდ არამც და არამც _ ბიძინას.

რატომ?

იმიტომ, რომ ფულზე გაიყიდა ქართველი ინტელიგენციის უმეტესი, ანუ ერისგონიერინაწილი, რომლისგანაც ჩამოყალიბდა ივანიშვილის პროფესიონალ მეხოტბეთა კასტა, გნებავთ _ სექტა, რომელიც ვეღარაფერს ხედავს და არაფერი ესმის.

ადამიანურად მესმის მათი _ როდესაც ივანიშვილის “სტიპენდიანტი” ხარ, მამა-მარჩენალზე აუგის (წაიკითხე, სიმართლის) თქმა ძნელია, ოღონდ, მიუხედავად “გაგებისა”, ვერავის მოვუწონებ კონფორმიზმს. მით უმეტეს, ვერ გავამართლებ ბიძინას “დამსახურებულ მეხოტბეთა პრიმადონებს” _ გურანდა გაბუნიას, ქეთი დოლიძესა და ნინელი ჭანკვეტაძეს.

ვიმეორებ ქვესათაურში მოყვანილ თეზას _ მხოლოდ ინტელიგენცია არ ხართ საქართველო.

უფრო მეტიც _ უწინარესად, სწორედ ის ხალხია საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში გიკრავდათ ტაშს სცენაზე თუ ეკრანზე განსახიერებული ზნეობრივი როლების გამო და, თუ განსახიერებული გმირებივით დიდი ქართველები ვერ ხართ ცხოვრებაში, ხმა მაინც ამოიღეთ იმ ხალხის უკიდურესი გაჭირვების გამო, რომელთა აღიარებააპლოდისმენტებმა გაქციათ სახალხო არტისტებად, პოეტებად თუ მწერლებად.

მართალია, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ცუდ დღეში ჩავარდა ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია, მაგრამ მათ უმრავლესობას ისე არ გასჭირვებია, რომ პურის ფული ჰქონოდა სანატრელი, რადგან “ქონი” საკმაოდ დაიგროვეს კომუნისტურ საქართველოში. და საკვირველი სწორედ ის არის, რომ, პირველ რიგში, ის ადამიანები და მათი შვილები ლანძღავენ კომუნისტურ რეჟიმს, რომლებიც ამ რეჟიმის პრივილეგიებით სარგებლობდნენ…

საზოგადოებას შევახსენებ ბუბა კიკაბიძის მაგალითს _ “მიმინოს” ისე “უჭირდა”, რომ ივანიშვილის მიერ დანიშნულ ყოველთვიურ 5000 ლარს წლების განმავლობაში არ იღებდა, მაგრამ, როდესაც ივანიშვილის “ქართუ ბანკის” გადასარჩენად რიგითი ქართველები ბოლო 5-10 ლარით ანგარიშებს ხსნიდნენ, “უკანასკნელი მეფაიტონე” უნამუსოდ მიადგა “ქართუ ბანკს” და უზარმაზარი თანხა გამოიტანა _ ეს ფაქტი იმის დასტურად, რომ ინტელიგენციის უმრავლესობას არანაირი დახმარება არ სჭირდებოდა.

და მეორე, ოღონდ საპირისპირო მაგალითი _ რატომ ვერ მოხვდა ივანიშვილის სტიპენდიანტთა შორის გოდერძი ჩოხელი, რომელსაც მართლაც უკიდურეს გაჭირვებაში ამოხდა სული _ რა, სხვებზე ნაკლები მწერალი იყო თუ ინტელიგენტი?!

საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის სტიპედიანტთა სია (ოსკარ შინდლერის სიასთან პარალელი ქვემოთ დამჭირდება) ერთობ საინტერესოა _ პენსიისა თუ სტიპენდიის ქვედა მინიმალური ზღვარი თვეში 200 ლარია, ხოლო ბუბა კიკაბიძესავითგანსაკუთრებული დამსახურებისმქონე ინტელიგენტებისთვის, როგორც ვნახეთ, 5000 ლარსაც ურტყამდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომხუთიათასიანთარაოდენობა თითზე ჩამოსათვლელი იყო.

ვის რა კრიტერიუმით ეძლეოდა 200 ლარი და ვის _ 500, 1000 და ა.შ., თვითონ ივანიშვილმა იცის, მაგრამ ეს საზოგადოებას არ აინტერესებს, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა ფული არა მხოლოდ მისია, არამედ მართლაც არავისი საქმე არ არის, ვის კეთილგანწყობილ დუმილს თუ ოსანას გალობას რამდენ ლარად აფასებს ივანიშვილი.

ამიტომ რამდენიმე კითხვით მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილის ბაგაზე დაბმულ და ამის გამო ყურებში ბამბაგაჩრილ, ენაგადაყლაპულ და თვალზე ლიბრგადაკრულ .. შემოქმედებით ინტელიგენციას:

* რა ღირდა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის გამო დუმილი? ხომ მთელმა დუნიამ იცის, რომ ივანიშვილის მიერ მაგიდაზე მუშტების ბრახუნის (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) გამო მიიღოქართულმა ოცნებამკანონი, რომელსაც ქვეყნის დამღუპველი უწოდა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა?

* ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე ლაშა თაბუკაშვილის მიერ წარმოთქმული პატრიარქის სადღეგრძელო ბიძინამ აიტაცა, მაგრამ ისეთი რამ თქვა, იქ მყოფი ადამიანები გააოგნა. სწორედ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა, _ პატრიარქიც ჩვეულებრივი მოკვდავია და მისი კრიტიკაც, რატომაც არა, ყველასგან მოსულაო, ერის სულიერი მამის მიმართ შეურაცხყოფის ახალი ტალღა წამოვიდა. და რა ღირდა დუმილი იმ შემოქმედებითი ინტელიგენციისა, რომლის ელიტა ესწრებოდა დიდი მწერლის ორმოცს და ეს ყველაფერი მოისმინა?

* რა ღირდა ქართველთმოძულე რესპუბლიკელებისთვის პრაქტიკულად მთელი ხელისუფლების ჩაბარებაზე დუმილი?

* რა ღირდა დავით ნარმანიას თბილისის მერად, ხოლო ლიბერასტი გიორგი მარგველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად წამოსკუპებაზე დუმილი?

* რა ღირდა საყდრისის აფეთქებაზე დუმილი?

* რა ღირდა სახალხო დამცველად თხემით ტერფამდე ეშმაკის დანიშვნაზე დუმილი, რომელიც ყველას და ყველაფერს იცავს, გარდა ქართველი კაცის უფლებებისა?

* ან რა ღირს დუმილი განათლების მინისტრად კიდევ ერთი სატანის დანიშვნაზე, რომელმაც უმდიდრესი ქართული ფოლკლორის განქიქება-დამცრობის კამპანია წამოიწყო?

* აღარაფერს ვამბობ ყბადაღებულ კოაბიტაციაზე, რადგან ახლა მისი გაგრძელების მოწმენი ვართ გიგი უგულავას გათავისუფლებაზე დუმილით და რა ეღირება ვანო მერებიშვილისა და ძმები ახალაიების გათავისუფლებაზე დუმილი?

რა ღირს და რა ღირდას ჩამოთვლას კარგა ხანს ვერ მოვრჩები, ამიტომ კიდევ ერთ რა ღირდას ვიტყვი და ამით დავასრულებ წერილის ამ მონაკვეთს.

 ბატონი ივანიშვილი, რომელმაც, რომ იტყვიან, თავი მოიქაჩლა, წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის ყველა კუთხეში ფეხდაფეხ დასდევდა “ქართული ოცნების” ძველ თუ ახალ უსახურ სახეებს, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა და შეძლო კიდეც ბუდარიხა ჩუგოშვილის მსგავსი ადამიანებით პარლამენტის დაკომპლექტება, რადგან ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გაიყიდა _ ამჯერად ჭორვილელი მილიარდერის ფოჩიან კანფეტებზე.

ჰოდა, სად ბრძანდება შემოქმედებითი ინტელიგენციის მამამარჩენალი? რატომ ერთხელაც არ გამოჩნდა არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში ნომერი პირველი მოქალაქე თუნდაც იმის გამო, რომ ლარმა გაუფასურების ყველა რეკორდი მოხსნა და შედეგად ყველაფერი გაძვირდა?

დღეს სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარდაცვალებიდან 5 წლისთავს უნდა “ვგლოვობდეთ” და, როგორ მოხდა, რომ ორ ნაწილად დაშლილ-გაშლილი მიშნაცები ერთიანად გვიტევენ? აშშის ელჩით დაწყებული, მარსელებით დამთავრებული _ ყველა ყველაფერშია დამნაშავეწმინდაბიძინას გარდა? მაგრამ მან ხომ ქვეყანა იხსნა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისგან და ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვემადლიერებოდეთ.

მართლაც, რას ვერჩით? “მაყუთი” აქვს და უნდა მაგნოლიებით გაერთობა და უნდა _ პინგვინებით, მაგრამ…

როდესაც ქვეყნის გადამრჩენისა და სამების ამშენებლის ტიტულზე გაქვს პრეტენზია, ასწლოვანი ხეების გადარგვა-გადმორგვით არ უნდა გააღიზიანო საზოგადოების დიდი ნაწილი _ უკიდურესად გაჭირვებული. ზევით შინდლერის სია ვახსენე, რადგან ის ეპიზოდი გამახსენდა ფილმიდან, რომელშიც ომის დამთავრების შემდეგ ათასობით ებრაელის გადამრჩენი კაცი ტირის _ ან ეს ავტომობილი რად არ გავყიდე, ან ოქროს საათი, ერთ-ორ ადამიანს ხომ კიდევ გადავარჩენდი გაზის კამერაში სიკვდილისგანო.

ჰოდა, რამდენი გაჭირვებული ოჯახის შველა შეიძლება იმ თანხით, რამდენიც ერთი ასწლოვანი მაგნოლიის გადარგვაგადმორგვა უჯდება ჭორვილელ მილიარდერს?

თუმცა, ესეც იქით იყოს _ კინოფილმი “ნერგები” მაინც არ უნახავს ბატონ ბიძინას?

უნახავს, როგორ არა, მაგრამ ხეჭეჭურის ხსენებაზე, ალბათ, მხოლოდ ბროლის ვაზით სუფრაზე მოტანილი მსხალი ახსენდებოდა და არა ის, რასაც ფილმი გვასწავლის, თორემ მაგნოლიის ნერგებს დარგავდა საკუთარ მამულში და მერე რა, რომ მის ჩრდილში წამოწოლას ვერ მოესწრება (მილიარდერებიც სიკვდილის შვილები არიან), სამაგიეროდ, ასწლოვანი რელიქტების გადარგვა-ტრანსპორტირებით არა მხოლოდ “ვანოს შოუს”, არამედ ქართველი საზოგადოების უმრავლესობის (მინუს ბიძინას მეხოტბე ინტელიგენცია) სასაცილოდ არ გაიხდიდა საქმეს.

ისე, ალბათ, ბიძინას მეხოტბეებსაც ეცინებათ გულში, მაგრამ ხმამაღლა რას გაბედავენ?!

სიცილზე გამახსენდა და, ბატონ ბიძინას ისე უყვარს ფილოსოფოსობა, ნიცშეს არ ეთანხმება. ჰოდა, კიდევ ერთ საფილოსოფოსო მასალას მივცემ, რომელიც საფრანგეთის მეფეს _ ლუდოვიკო XIV ეხება:

მეფე-მზეს უბრძანებია გადასახადების მომატება და მოკლე ხანში უკითხავს, _ ხალხი რას ამბობსო.

ადამიანები ძალიან ბრაზობენო, _ მოახსენეს. კიდევ მოუმატეთო და… ახლა რას ამბობენო?

_ დედ-მამის სულს გიტრიალებენ, თქვენო უდიდებულესობავ!

კიდევ მოუმატეთო და, როდესაც მოახსენეს, აღარც ბრაზობენ და აღარც ილანძღებიან, უკვე იცინიანო, ლუდოვიკოს გადასახადების შემცირება უბრძანებია.

დიახ, ბატონო ბიძინავ, თქვენს მაგნოლიებზე, ჟირაფებსა და პინგვინზვიგენებზე ხალხი უკვე იცინის.

დასასრულ, მთავარი კითხვა:

რა გააკეთა ბიძინამ უბრალო ხალხისთვის?

ეს შეკითხვა ივანიშვილის მეხოტბე ინტელიგენციის წარმომადგენლებს რომ დაუსვათ, ეგრევე მოგახლიან _ სამება ააშენაო, რაც მთლად სიმართლე არ არის, რადგან, ბიძინას გარდა, აწ გარდაცვლილმა ბიზნესმენებმა _ ბადრი პატარკაციშვილმა და მამუკა ჯინჭარაძემაც გაიღეს დიდძალი თანხა. ეს, რაც მე ვიცი და, ალბათ, სხვა ბიზნესმენებიც იქნებოდნენ ამ საქმეში ჩართული შედარებით მცირე თანხებით, მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, მაინც ვერ ჩაითვლება ივანიშვილი სამების ერთპიროვნულ ამშენებლად (მით უმეტეს _ აღმშენებლად, როგორც ზოგი მეხოტბე მლიქვნელობს დავით აღმაშენებელზე მინიშნებით). სამების ამშენებელი უფრო ის რიგითი ქართველია, რომელმაც ლუკმა მოიკლო და უკანასკნელი ლარი შესწირა ტაძრის შენებას და არა ის, ვინც 7 მილიარდიდან რამდენიმე მილიონი გაიმეტა. ასე გვასწავლის სახარება _ უფალმა დედაბრის მიერ გაღებული უკანასკნელი გროში უფრო დიდად შეიწირა, ვიდრე მებაჟის მიერ გაღებული დიდი ქონების ნაწილი…

ანალოგიურის თქმა შეიძლება ივანიშვილის მიერ ქობულეთში აშენებულ საკონცერტო დარბაზზეც, რომელიც საჩუქრად გადაუცია ბიძინას სახელმწიფოსთვის. ეკონცერტება მას, ვისთვისაც ლუკმაპურისთვის ბრძოლა ყოველდღიური საქმიანობაა?

რობი უილიამსის უკანალის სანახავად სცხელა მას, ვისაც სოციალური დახმარება მოუხსნეს, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ათასობით ლარს იჯიბავენ პრემიების თუ ხელფასზე დანამატების სახით?

რუსთაველის თეატრიც კარგია, ოპერა _ კიდევ უკეთესი, მაგრამ მაინც იმ აზრზე ვარ, რომ მთავარი პრიორიტეტი უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა უნდა იყოს. მას, სულ ცოტა, არ უნდა შიოდეს და სციოდეს. არადა, ეს სულაც არ არის შეუძლებელი თუნდაც იმ რეზერვების ხარჯზე, რომლებსაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, პრემიებზე უარის თქმა, პარლამენტის თბილისში გადმოტანა ჰქვია. ამას კი ხელისუფლების ნება სჭირდება და მეტი არაფერი, მაგრამ რატომ არ აკეთებს ამას ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი?..

ინტელექტი (ლათ. INTELLECTUS _ გაგება, შემეცნება, გონება) _ პიროვნების თვისება, რომელიც აზროვნების უნარს, აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. ასე განმარტავს ამ ლათინურ სიტყვას ლექსიკონი და ძაღლის თავიც აქ არის დამარხული _ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ყველაფრის ყიდვა, მათ შორის, ინტელექტის, შეუძლებელია. ინტელექტის ნაკლებობიდან მოდის პინგვინებიც, ზვიგენებიც, მაგნოლიებიც და, ნიცშეს რომ არ ეთანხმება, ისიც.

ქაჯები განა მოდიან, მიდიანო _ გახსოვთ, ალბათ, გაოპოზიციონერებული სალომე ზურაბიშვილის ფრთიანი ფრაზა, მაგრამ, ვაი, რომ პირიქით მოხდა _ ქაჯები, ანუ უინტელექტო ადამიანები მოვიდნენ, თანაც უმაღლეს ხელისუფლებაში. პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ქაჯეთის ციხეა.

დააკვირდით მათ ჰაბიტუსებს, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ძნელად წააწყდებით პიროვნებას, ანუ ადამიანს, რომელიც ივანიშვილის გარეშე რაიმეს წარმოადგენდა ან წარმოადგენს.

ისე, არც ბიძინა ივანიშვილია დიდი ვინმე _ მილიარდები რომ არ ჰქონდეს, ხელსაც არავინ ჩამოართმევდა ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის იმ ნაწილიდან, რომელიც დღეს ფეხქვეშ ეგება.

დავით მხეიძე

P.S. სიმართლის ფენომენით დავიწყე და მინდა, ამითვე დავასრულო _ “რუსთავი 2”- წლების განმავლობაში პრინციპულად არ ვუყურებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში თვალი ზოგჯერ გამექცევა ხოლმე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, საძულველი ნაცების აპოლოგეტები არიან, ხშირად სიმართლეს ამბობენ და, მიუხედავად იმისა, რომ ნაცების გვერდით დადგომას ვერაფერი მაიძულებს, ის, რომ ჩემისთანა ხალხირუსთავი 2”- უყურებს და ვანოს ღლიცინზეც ეცინება, ხელისუფლებისთვის საგანგაშო მგონია

1 COMMENT

  1. დავით მხეიძეს თუ ახსოვს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი?… იქნებ ახლაც ეშლება რაღაც?…
    ზვიადს რა თქმა უნდა ვერ შევადრი ბიძინას, მაგრამ ერთი კაცის პირობაზე, რაც მან საქართველოსთვის შეძლო, თუნდაც ის სტაბილურობა, რაც დღეს გვაქვს, მისი გონივრული ანალიზის დამსახურებაა. უმადურობა კი ყველაზე უღირსი თვისებაა. ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს.

  2. გაუმარჯოს დემოკრატიას!

    მეც ვიტყვი ჩემსას: არც ის ინტელიგენტი ვარ ვისთვისაც დახმარება გაუწევია ივანიშვილს და საერთოდ ფაქტიურად არც ვცხოვრობ საქართველოში, მე ერთი პატრიოტი ადამიანი ვარ და რასაც ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისთვის, ძალიანაც მომწონს.

    რაც შეუძლია იმას აკეთებს ივანიშვილი ქვეყნისთვის. ვიღაცას ეს შეუძლია დაინახოს და ვიღაცას არა.

    სააკაშვილმაც გააკეთა ქვეყნისთვის ბევრი რამე(პრეზიდენტობის პირველი 2 წელი), მაგრამ საბოლოოდ თავი დაიღუპა.

    ამ ორი პიროვნებიდან რა თქმა უნდა ბიძინას გაცილებით მეტი დამსახურება აქვს.

    მთავარია რომ დღეს სიმშვიდეა, თუ არ ჩავთვლით ნაცების მიერ წარმოებულ პროვოკაციულ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მართულ საქმიანობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here