Home რუბრიკები საზოგადოება “სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

“სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

757

როგორ უჭერდა აშშის საელჩო მხარს ჰომოსექსუალიზმს მოლდოვაში

იური როშკამ, მოლდოვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, საკუთარ თავში იპოვა ძალა, გაბედულად გაელაშქრა თავის ქვეყანაში მოქმედი ჰომოსექსუალების ლობის წინააღმდეგ. ახლა ის დასავლელი ემისრებისგან განკიცხულია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/iuri-roshka-moldovas-yofili.jpg

იური როშკა, მოლდოვის ქრისტიანულდემოკრატიული სახალხო პარტიის ლიდერი, ყოფილი პრემიერმინისტრი:

_ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, როგორ აგრესიულად და შეუპოვრად მოქმედებდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. 2 წლის წინათ (ანუ 2012 წელს _ ნ.კ.) კიშინიოვში ემზადებოდნენ გეიაღლუმის ჩასატარებლად. ამ ე.წ. მოვლენის დაწყებიდან ცოტა ხნით ადრე მოვაწყე პრესკონფერენცია, რომელზეც, ჩემი რელიგიური და პოლიტიკური მრწამსიდან გამომდინარე, მკაფიოდ, გასაგებად გამოვთქვი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება, ჩემი პროტესტი. 1 საათიც არ იყო გასული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან დამირეკა მეორე პირმა. ამ ქალბატონის სახელი და გვარია დარია ფეინი, სხვათა შორის, ის საბჭოთა პერიოდში მუშაობდა მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში. მეუბნება: “შეიძლება შევხვდეთ?” ფეინი აშშ-ის საელჩოში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ განყოფილებას და “პერესტროიკის” პერიოდიდან ვიცნობდით ერთმანეთს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/usa-elchi-daria-feini.jpg

ვეუბნები: _ დარია, რა თქმა უნდა. როდის შეგიძლია ჩემთან მოსვლა?

_ ახლავე, _ მიპასუხა.

ჩემს ხანგრძლივ, 25-წლიან პოლიტიკურ პრაქტიკაში პირველად მოხდა, რომ მაღალი რანგის დიპლომატმა ასე სასწრაფოდ მოითხოვა შეხვედრა.

ჩვენმა საუბარმა დაახლოებით 4 საათს გასტანა. ეს ძალიან არასასიამოვნო საუბარი იყო. ამერიკელი დიპლომატი ქალბატონი ცდილობდა, ჩემთვის აეხსნა, რა არის ჭეშმარიტი დასავლური ფასეულობები, მაგრამ ეს მაინცდამაინც არ გამოუვიდა”.

იური როშკამ მოყვა, როგორ იღებდნენ მოლდოვის პარლამენტში კანონს თანაბარი შანსების შესახებ. მოლდოვაში ამიერიდან ნებისმიერ სოდომისტსა და პედოფილს შეუძლია, მოეწყოს სამუშაოდ საბავშვო ბაღსა და სკოლაში, ეს ახლა იოლია.

იური როშკა: _ საჯაროდ გამოთქმული არგუმენტები ევრობიუროკრატებისა, რომლებიც ჩვენთან, მოლდოვაში, ჩამოდიოდნენ, იყო შემდეგი: ჩვენ გაძლევთ ლიბერალიზებულ სავიზო რეჟიმს ევროკავშირთან (კი არ აუქმებდნენ, ამარტივებდნენ), თქვენ კი უნდა მოგეცეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც მოგვიანებით შეცვალეს კანონით თანაბარი შანსების შესახებ. ამ კანონით გათვალისწინებულია, რომ დასაქმებულს უფლება არ აქვს, უარი უთხრას ადამიანს სამსახურში მოწყობაზე, თუ ის განაცხადებს თავისი .. არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. ეს ძალიან სკანდალური რამ არის. იმიტომ, რომ ეს სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს საბავშვო ბაღში, სკოლაში, არმიაში, ეკლესიაში და ..

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gei-aglomi-kishinevshi-usas.jpg

დღეს დასავლეთმა, დასავლურმა ელიტამ, დასავლურმა ისტებლიშმენტმა ძალიან ძლიერი, მძლავრი ტალღა მიმართა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ და ტრადიციული ფასეულობების დამანგრეველი ტალღის მსხვერპლი აღმოჩნდა რესპუბლიკა მოლდოვაც.

აშშის მთავრობის დოკუმენტები ლგბტპირებისთვის ხელშეწყობის შესახებ

ვებგვერდი “ვიკილიქსი”; ამერიკული დიპლომატიის განსაიდუმლოებული დოკუმენტები; აშშ-ის მთავრობის მიერ გამოცემული მემორანდუმი, რომელიც სრული ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ ლგბტ-თა უფლებების დაცვაზე.

თეთრი სახლი. პრესმდივნის ოფისი. დაუყოვნებლივ გასავრცელებლად, 2011 წლის 6 დეკემბერი.

ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობა. ბრძოლა, რომელსაც ეწევა აშშ-ის მთავრობა და რომლის მიზანია ლესბოსელების, გეების, ტრანსგენდერების დისკრიმინაციის შეჩერება, მსოფლიოს საზოგადოებრიობის ამოცანაა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

დირექტივა სააგენტოებს:

* ბრძოლა ლგბტ კრიმინალიზაციის წინააღმდეგ საზღვარგარეთ;

* ლგბტ ლტოლვილებისა და თავშესაფრის მძებნელი ასეთი პირების უფლებების დაცვა;

* ლგბტთა უფლებების დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება;

* გლბტთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა”.

აშშის მარიონეტი სააკაშვილი და მისი ჯალათები

გეიაღლუმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია თბილისში. 2013 წელი.

ამერიკის მარიონეტმა მიხეილ სააკაშვილმა, 9 წლის განმავლობაში საქართველოს მმართველმა, გამორჩეულად დასაჯა ქართველი მამაკაცების 7,5%.

სააკაშვილის ჯალათები ქვეყანაში ამკვიდრებდნენ შემდეგს: თითოეულს, ვინც წინააღმდეგი იყო რეჟიმის, ამწყვდევდნენ ციხეში, შემდეგ ამ ადამიანებზე ძალადობდნენ, რათა გაეტეხათ მათი ნებისყოფა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gogichaishvili.jpg

ფილმის ავტორს გლდანის ციხეში ესაუბრება ლევან გოგიჩაიშვილი, ხელმძღვანელი მოძრაობისასოლიდარობა პოლიტპატიმრებს”, ამჟამად პარლამენტის წევრი:

“პირველი განცდა იყო ხმა _ ეს კარი თითქოს პირდაპირ თავში იღება და იხურება. კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მეთოდი, რომელიც მათ ჰქონდათ შემუშავებული, იყო ის, რომ პატიმარს ნორმალურად დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ. როდესაც შესამოწმებლად, გასაჩხრეკად შემოდიოდნენ, პირველს, რასაც აკეთებდნენ, იყო ის, რომ, თუ მაგალითად, ადამიანს კედელზე ეკიდა ხატი ან ფოტოსურათი, მყისვე ძირს აგდებდნენ”.

ეს ჯოჯოხეთი გამოიარა 330 000-მა ადამიანმა. ამ შემაძრწუნებელ კადრებს ვიდეოკამერით იღებდნენ. მიზანი იყო ერთი _ ადამიანი გაეტეხათ, გაეთელათ მისი ღირსება და ექციათ შიშისგან აკანკალებულ პირუტყვად.

ლევან გოგიჩაიშვილი: “აქ შეჰყავდათ შიშველი პატიმარი და ხელკეტით, რომელზეც წამოცმული იყო პრეზერვატივი, აუპატიურებდნენ”.

ეს მეთოდები გადმოღებული იყო ერაყის დედაქალაქ ბაღდადში არსებული ამერიკული ციხე აბუგრეიბიდან.

აი კადრები თბილისის ციხიდან.

ეს კადრები კი აბუ-გრეიმის ციხიდანაა.

ქართველისთვის დამცირება სიკვდილის ტოლფასია, ანალოგიური რამ შეიძლება დაემართოს უკრაინაში ყველას, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგია (აქ ლაპარაკია პეტრე პოროშენკოს ხელისუფლებაზე) _ პროამერიკული რეჟიმი ანალოგიურ მეთოდებს გამოიყენებს წინასწარი გამოძიების იზოლატორებსა და ციხეებში. ამჟამად კიევიდან ოდესამდე არსებულ საპყრობილეებში ათასობით ადამიანი ზის.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/mama-mixeili.jpg

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. მამა მიხეილი ყვება, როგორ აღწევს ჰომოსექუალიზმის სენი ხალხის ორგანიზმში.

მამა მიხეილი, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი:

_ ჩემი დაკვირვებით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საზოგადოება მოამზადონ ამ საშინელების მისაღებად. და ეს დასავლეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში კარგად მოფიქრებული ტექნიკური მეთოდებია, განსაკუთრებით _ ტელესტუდიებში და არა მხოლოდ. იწყებენ იმით, რომ უცებ ჩნდება პერსონაჟი, მაგალითად, ფილმში ან ტელეფილმში, პერსონაჟი, რომელიც აშკარად ჰომოსექსუალური ორიენტაციისა, მაგრამ უწყინარია, მხიარული, მახვილგონიერიც კი. და მორჩა _ ამით მთავრდება. შემდეგ იღებენ მეორე ფილმს, შემდეგ _ კიდევ. ეს, იცით, რას ჰგავს? _ შხამი შეიძლება მივიღოთ წვეთობით, მაგრამ არაფერი დაგვემართება, შემდეგ შეიძლება მოვუმატოთ დოზას და ორგანიზმს იმუნიტეტი ეკარგება”.

ჯოჯოხეთური თანამეგობრობა

1981 წლის ზაფხულში ამერიკის გეი-დედაქალაქის, სან-ფრანცისკოს, საავადმყოფოში მიიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი კანზე უცნაური წითელ-ცისფერი ლაქებით. ექიმები შეძრწუნდნენ _ ეს იყო კანის კიბოს ყველაზე იშვიათი სახეობა _ კაპოშის სარკომა. მანამდე ის მხოლოდ ხანდაზმულ პაციენტებში თუ შეუნიშნავთ.

“ეს დაავადება ახალგაზრდა მამაკაცმა, ალბათ, რადიაქტიურ წარმოებაში მუშაობისას შეიძინა”, _ ვარაუდობდნენ ექიმები, მაგრამ შეცდნენ. პაციენტი აღმოჩნდა ჰომოსექსუალი, რომელიც პროსტიტუციას ეწეოდა. მას განადგურებული ჰქონდა კიბოს საწინააღმდეგო იმუნური უჯრედები. სწორედ ამან გამოიწვია სარკომა.

1981 წლის სექტემბერში აშშში რეგისტრირებული იყო ახალი სნეულებით ადამიანის დაავადების 107 შემთხვევა. დაავადებულთა შორის 95 ჰომოსექსუალი იყო, 7 _ ჰეტეროსექსუალი, 5 _ ბისექსუალი.

მეცნიერებმა მოთათბირების შემდეგ ახალ დაავადებას უწოდეს ჰომოსექსუალების იმუნოდეფიციტი _ სწორედ ასე ერქვა XX საუკუნის ახალ ჭირს, რომელიც დღეს შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომითაა ცნობილი. წამალი აქამდე არ არსებობს.

წმინდა მამები გვაფრთხილებდნენ, რომ ინფერნულ (ჯოჯოხეთურ _ ნ.კ.) თანამეგობრობას შურს კანობრიობის და ადამიანს ღმერთის ქმნილებად არ აღიარებს. სწორედ ამიტომ იქმნება ანტიცივილიზაცია, რომლითაც სურთ, შეცვალონ უფლისადმი რწმენა.

ბნელი ძალების მძლავრი ზემოქმედების მიუხედავად, მორწმუნე ადამიანები უფლის მიერ დაწესებულ წესრიგს იცავენ. ამ საქმეში ლიდერის როლი რუსეთს აქვს დაკისრებული. ამაზე მიანიშნებს კანონი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, ტრადიციულ ფასეულობებთან დაბრუნება, ხალხში რწმენის განმტკიცება, ქალისა და მამაკაცის კავშირი, რომელიც ღმერთის მიერ არის მოწოდებული, კაცობრიობას აძლევს შანსს, _ გადარჩეს!

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here