Home რუბრიკები პოლიტიკა დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა: ჩემი შვილი ეკლესიაში არც ქუჩიდან და არც მხედრიონიდან...

დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა: ჩემი შვილი ეკლესიაში არც ქუჩიდან და არც მხედრიონიდან მისულა

470

დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ პირველი კომენტარი გააკეთა. ქეთევან მაღლაკელიძეს პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა.

„ინფორმაციას ტელევიზიით ვიგებთ. რადგან ჩვენი შვილი იყენებდა დუმილის უფლებას, ჩვენც არ ვლაპარაკობდით. როგორ შეიძლება მღვდლის დედას სჯეროდეს იმ ინფომაციის, რაც პროკურატურამ განაცხადა. ჩემი შვილი ეკლესიაში არც ქუჩიდან და არც მხედრიონიდან მისულა, არამედ შეგნებით ჰქონდა გადაწყვეტილი. პატრიარქის გამო ოჯახს გადაწევს უკანა პლანზე. ამიტომ სისულელეა ეს ყველაფერი. მუქარასთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, მას თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა ჰქონდა და მასზე არ საუბრობდა,“ – განაცხადა ქეთევან მაღლაკელიძემ.

ქეთევან მაღლაკელიძის თქმით, მისი შვილი ოჯახის უსაფრთხოდ ყოფნას ითხოვს, რის საფუძველიც მას აქვს.

„ეს არის გიორგის სახლი, ჩხრეკა აქ არ ჩატარებულა. არავის შეუტყობინებია, რომ ის დააკავეს. ბოლოს პარასკევს ვესაუბრეთ, გერმანიაში უნდა წავიდეო, რატო მიდიოდა არ ვიცოდი. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ჩემი შვილი იყოს ჯანმრთელად, რადგან გულზე ოპერაცია აქვს გაკეთებული,“ – განაცხადა მამა გიორგის დედამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here