Home რუბრიკები საზოგადოება ეკლესია დაცარიელდა ადამიანებისგან სასულიერო პირების არასწორი საქციელის გამო

ეკლესია დაცარიელდა ადამიანებისგან სასულიერო პირების არასწორი საქციელის გამო

555

ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა.

„მე რაზე მტკივა ყველაზე მეტად გული იცით? ჩვენს ცხოვრებას, სასულიერო პირების ცხოვრებას არავინ არ ხედავს, როგორ ვცხოვრობთ..  ამას არავინ არ აჩვენებს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ საკუთარ ოჯახთან არ გვაქვს შეხება, დღე და ღამე ისე გადის გასული ვართ ოჯახიდან. სულ ეხმარები ადამიანებს, ეცნობი ადამიანების პრობლემებს, ხვდები ნარკომანებს, ლოთებს, მრუშებს და ეხმარები ამ ადამიანებს, რომ ისინი ამ ცოდვიდან გამოიყვანო.

მე წლებია საეკლესიო ცხოვრებით ვცხოვრობ და ძალიან ახლოს ვარ პატრიარქთან. პრობლემები ეკლესიაში ნამდვილად არის, ვერ ვიყვი რომ პრობლემები არ გვაქვს. არის პრობლემები სასულიერო პირებს შორის და მომავალშიც იქნება, არ იარსებებს დრო, როცა ეკლესია განთავისუფლდება პრობლემებისგან.  ხალხს ისედაც რწმენა შერყეული აქვს, ისედაც ასეთ გაჭივრებაში უწევთ ცხოვრება და ერთადერთი, რისი იმედიც აქვთ ადამიანებს ეს არის ეკლესია. დღეს ადამიანებს ამ მომენტსაც ართმევენ აი ამ გადაცემებით, რადგან ადამიანი იყო დაყრდნობილი ეკლესიაზე. დღეს მიზანმიმართულად აშორებენ ადამიანებს ეკლესიას. დღეს ეკლესია დაცარიელდა, ადამიანები გავიდნენ ეკლესიიდან. ეს სასულიერო პირების ბრალიცაა, ისინი ხედავენ სასულიერო პირის არასწორი საქციელს. არ შეიძლება სასულიერო პირი იქცეოდეს ცუდად, როცა შენ ღმერთი გაბარებს ამ სამსახურს, ჩვენ ამით ადამიანების სულებს ვიბარებთ, ადამიანების სულები გვაბარია და არ შეიძლება მღვდელი  არ იქცეოდეს სწორად, არაფრით არ შეიძლება შენ გამოდიოდე საჯარო სივრცეში და ლანძღავდე სხვას“. – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here