Home რუბრიკები საზოგადოება “ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტმა აშშ-ის პირველ ლედის მეძავი უწოდა

“ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტმა აშშ-ის პირველ ლედის მეძავი უწოდა

498

სუპერმოდელმა ემილი რატაკოვსკმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მოისმინა, თუ როგორ უწოდანიუ იორკ თაიმსისრეპორტიორმა ამერიკის პირველ ლედის _ მელანია ტრამპს მეძავი. ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ჟურნალისტი საკმაოდ აგდებულად მოიხსენიებდა პირველ ლედის, რამაც მოდელის გაღიზიანება გამოიწვია.

“ნიუ იორკ თაიმსის” რეპორტიორთან, რომელმაც ამერიკის პირველ ლედის მეძავი უწოდა, გაზეთის რედაქტორს მკაცრი საუბარი ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ წვეულებაზე ჟურნალისტმა მელანია ტრამპი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. საუბარს სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკი შეესწრო, რომელმაც პირველი ლედის ლანძღვა გააპროტესტა. რეპორტიორის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის მამაკაცია და მელანია ტრამპის გალანძღვის გამო მას სამსახურში პრობლემები უკვე შეექმნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here