Home რუბრიკები სამართალი თურქეთში პოლიციამ 559 ეჭვმიტანილი დააკავა

თურქეთში პოლიციამ 559 ეჭვმიტანილი დააკავა

549

თურქეთში მასობრივი დაკავებები გრძელდება. ანტიტერორისტულინ ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ბოლო 2 დღის განმავლობაში 600-მდე ადამიანი დააპატიმრა. მათ ბრალი ქურთისტანის შრომის პარტიასთან კავშირი დასდეს. რეიდები თურქეთის 25 პროვინციაში ჩატარდა.  იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“.

გავრცელებული ინფორმაციით, 544 ეჭვმიტანილი თურქეთის 25 პროვინციაში დააკავეს, 55 ადამიანი კი, ანკარაში და ვანის, მუშის, ადანასა და აგრას პროვინციებში დღეს დააკავეს.

2015 წელს თურქეთში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ კონფლიქტის განახლების შემდეგ, ქურთი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად დაახლოებით 900 თურქი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა და 300-ზე მეტი სამოქალაქო პირი. თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაახლოებით 10 ათასი წევრი გაანადგურეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here