უფლებადამცავი კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი სახელმწიფო – სამოქალაქო საზოგადოების” თავმჯდომარე, მანანა ორბელიანი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გერმანელი ექიმების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ხელისუფლებისა და მასმედიისგან საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. მისი თქმით, პატრიარქი ერის მამაა და ის ქართველ ხალხს უვნებლად უნდა დაუბრუნდეს.
„შექმნილია უკიდურესი ვაკუმი ბერლინის კლინიკაში მყოფ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიაქი ილია II მკურნალობასთან დაკავშირებით. საპატრიარქოდან მოწოდებული ინფორმაცია მეტად მწირია. არაოფიციალურად შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, პატრიარქს 2017 წლის 13 თებერვალს, თბილისის დროით 11 საათზე ნაღვლის ბუშტის ამპუტირების უსისხლო ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. პატრიარქის ჯამრთელობის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირების საკითხში ხელისუფლებაც პირქუშად დუმს. საქართველოს პატრიარქი ერის სულიერი მამა და საზოგადო მოღვაწეა, მისი ჯანმრთელობის ირგვლივ ინფორმაცია ღიაა. მინიმუმ, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საპატრიარქოს ტელევიზია ვალდებულები არიან, უტყუარი ინფორმაცია მიაწოდონ ხალხს ახლა უკვე გერმანიის კლინიკის ექიმების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და არ გვასმენინოს გენმანიიდან, პატრიარქის ექიმად მონათლული, ქალბატონ ცისანა შარტავას უადგილო განმარტებები.
საქართველოს ხილული და უხილავი ხელისუფლების გასაგონად ვაცხადებ, რომ ა ვ ჯ ა ნ ყ დ ე ბ ი! გახსენით ინფორმაციული ვაკუუმი და უზრუნველყავით ბერლინიდან პირდაპირი ჩართვით კომპეტენტურ გერმანელ მედიკოსთა აზრის მოწოდება:
1.როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პატრიარქისთვის ჩასატარებელი ოპერაციის შესახებ და რატომ ასე და არა სხვაგვარად?
2. გერმანელი კლინიკის ექიმები როგორ პოსტოპერაციულ შედეგზე არიან ორიენტირებულნი?
საქართველოს პატრიარქი უვნებლად უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ბუმბერაზი შვილის, პატრიარქ ილია II მკურნალობის უსაფრთხოების მაჯისცემაზე მორწმუნე ქრისტიან ერს სურს ეჭიროს ხელი.
და ბოლოს, „ყველაზე კარგად ინფორმირებული საზოგადოებიდან მაცნობეს, რომ ვიღაც ახალგაზრდა მეუფე უკვე არჩეულია საქართველოს პატრიარქად“. – აცხადებს მანანა ორბელიანი.