Home რუბრიკები საზოგადოება შოკოლადის აბი ინფარქტისა და ინსულტის წინააღმდეგ

შოკოლადის აბი ინფარქტისა და ინსულტის წინააღმდეგ

654

ცნობლია, რომ ავადმყოფობის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. დიაგნოსტიკურ და პროფილაქტიკურ მედიცინას მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა

ცხადია, ავადმყოფობის პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს სწორი კვება ასრულებს. ხშირად ჩვეულებრივი პროდუქტები წამალზე უკეთ არჩენს. ახლახან დიდ ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა შოკოლადის აბი, რომელიც მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ გამოდგება; კერძოდ, დემენციისა და სხვა კოგნიტური დარღვევების, ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის.

აბში, რომელსაც შოკოლადის გემო აქვს, დიდია ფლავონოიდების კონცენტრაცია, რომლებიც, როგორც კვლევებმა დაადასტურა, ხელს უშლის ზემოაღნიშნული დაავადებების წარმოშობას. ფლავონოიდების ძირითადი წყარო კაკაოა, რომლის კონცენტრაცია ძალიან დიდია შოკოლადში. იმისათვის, რომ ეს ნივთიერებები შოკოლადიდან მივიღოთ, 400-500 გრამი მაინც უნდა მივირთვათ, რაც დაახლოებით 2500 კალორიაა და უდრის დღიურ ნორმას, ანუ, თუ ამდენ შოკოლადს შევჭამთ, სხვა არაფერი უნდა ვჭამოთ მთელი დღის განმავლობაში.

საბედნიეროდ, ახლახან გამოგონებული აბები, რომელთა სახელწოდებაა  BloodFlow +, ფლავონოიდების საჭირო რაოდენობასაც შეიცავს და კალორიულიც არ არის. მთელი რიგი კლინიკური ტესტების შედეგად,  BloodFlow +-მა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა დაავადების რისკის 10-15%-ით შემცირებაში. 10-15% კი `გემრიელი პროფილაქტიკისთვის~ მართლაც კარგი საფასურია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here