Home რუბრიკები საზოგადოება ასტეროიდებს დედამიწის განადგურება შეუძლია

ასტეროიდებს დედამიწის განადგურება შეუძლია

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოთვალეს, ჩვენი პლანეტა რომელ პერიოდში განადგურდება. როგორც გაირკვა, ეს მოხდება და მკვლევარებმა იციან _ როდის.

დაახლოებით 1, 35 მლნ წლის შემდეგ დედამიწაზე უამრავი ასტეროიდი ჩამოვარდება. აშშ-ის მეცნიერთა აზრით, ეს იქნება 2 ათასი ასტეროიდი.  კოსმოსური სხეულების დედამიწაზე ვარდნა  1 მილიარდი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდების სიგანე 1 კმ იქნება.

ამ უზარმაზარი ობიექტების ცვენამ, შესაძლოა, ბიოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს, იმის მსგავსი, როგორიც  66 მლნ წლის წინათ იყო. მაშინ ატეროიდების დედამიწაზე ჩამოცვენის შედეგად  ცხოველების სახეობათა 75% დაიღუპა, მათ შორის დინოზავრები.

სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნულ დროზე ადრე ასტეროიდების ჩვენს პლანეტასთან შეჯახების ალბათობა ნულის ტოლია. ნასას თქმით, დედამიწას  გამუდმებით ჩაუქროლებენ ხოლმე ასტეროიდები, მაგრამ ისინი საფრთხეს არ უქმნიან კაცობრიობას. ყველა ისინი ადამიანების მხედველობის არეშია და ჩვენს პლანეტას საშიშროებას არ უქმნის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here