Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპმა ჩინელ კოლეგასთან წერილის გაგზავნა ამჯობინა

ტრამპმა ჩინელ კოლეგასთან წერილის გაგზავნა ამჯობინა

471

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს წერილი მისწერა. ეს პირველი ოფიციალური კონტაქტია, რომელიც ამ ორ ლიდერს შორის მოხდა. ტრამპმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა ინაუგურაციის მილოცისათვის და ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ტრამპის წერილი დადებითად შეაფასეს ჩინეთში, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუ კანგმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრამპის ამ ნაბიჯს და მას ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების საფუძვლად მიიჩნევს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით პრეზიდენტი უკვე ესაუბრა ბოლო 2 კვირის განმავლობაში 18 სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, თუმცა ეს მას ჩინეთის ლიდერთან არ გაუკეთებია.

ამავდროულად, ტრამპის პოლიტიკა ჩინეთთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მაინც ბუნდოვანი ჩანს, მაგრამ თუ ის შესძლებს არსებული ურთიერთობების განახლებას და გამტკიცებას ეს აშშ-ის ადმინისტრაციისათვის უდიდესი მიღწევა იქნება.

პირველ კონფერენციაზე თეთრი სახლის პრეს-სამსახურის უფროსმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა დაიცვას ის ტერიტორია, რომელიც ჩინეთმა დაისაკუთრა. საუბარია „სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე“ (წყნარი ოკეანის განაპირა ზღვა, რომელიც გადაჭიმულია სინგაპურისა და მალაკის სრუტეებიდან ტაივანის სრუტემდე), ზღვაში მდებარეობს ათასობით უწვრილესი კუნძული, რომლებიც არქიპელაგებად ჯგუფდებიან. ხშირად, ამ კუნძულების გამო, ნამდვილი შეჯიბრია გამართული სხვადასხვა ქვეყნებს შორის მათზე თავიანთ სუვერენიტეტის გასავრცელებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here