Home რუბრიკები პოლიტიკა ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში!

ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში!

484

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას, ელისო კილაძისა და დავით საყვარელიძის ბრალდებებს პასუხობს:

“როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი.

ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately…

მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს.

და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, – მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.

P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე – მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, – ეს არა მხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია”. – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მას შემდეგ, როცა ლაშა ნაცვლიშვილი (7 თებერვალს) ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გამოვიდა და გვარამია-საყვარელიძის ფარულ ჩანაწერზე ისაუბრა, ანუ ისინი მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა, “რუსთავი 2”-მა თითქმის 2-საათიანი შოუ მიუძღვნა (“არჩევანი”). გადაცემაში დავით საყვარელიძემ, ნიკა გვარამიამ და ელისო კილაძემ ნაცვლიშვილი ნარკომანობაში და სხვა ბინძურ საქმიანობაში დაადანაშაულეს – კერძოდ, გვარამია-საყვარელიძის მტკიცებით, როდესაც ნაცვლიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს და მის დაჭერას აპირებდნენ, თითქოს ის საქართველოდან გაიქცა და იმ ფარული ჩანაწერებით დაიწყო ნადირობა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here