Home რუბრიკები პოლიტიკა მუშვან ვარგი: თურმე მტერს დაუპყრია მიწის ოცი პროცენტი… ის პროცენტი ვისია, დანარჩენი...

მუშვან ვარგი: თურმე მტერს დაუპყრია მიწის ოცი პროცენტი… ის პროცენტი ვისია, დანარჩენი ოთხმოცი?!

1380

სოციალურ ქსელში ემოციურ, სარკაზმით გაჯერებულ ლექსს აქვეყნებს მუშვან ვარგი (მიშა იოსელიანი). იგი ლექსის ბოლოში ერთი შეხედვით რიტორიკულ კითხვას სვამს, რომელზეც თითქოს ყველას გვაქვს პასუხი, მაგრამ თქმის გვეშინია.

ჟამი

ჟამი ფარშევანგების,

ფასკუნჯების, გედების,

-,,იქაური” მამების,

,,აქაური” დედების…

დალალდახლიდარები,

ჩირად ღირებულები,

ყველა გამყიდველები,

ყველა გაყიდულები…

ბაზრის ბოგანოები,

კურტანჩამოცლილები,

გარეგანად ცოცხლები,

შიგნით გამოცლილები,

სართაყვანისმცემლები,

სხვისი ზღაპრის გმირები,

-რაშის რემის მაგიერ,

მოპაკუნე ვირები…

უგუნური გვამები,

უსუსური სულები,

ცისარტყელას ფერები,

კინტო, -ბუტუსურები…

ლაყე შაჰ-ვეზირები,

მოსაჭრელი ენები,

ქვეჩასვრილი სარდლები,

ყბედი ბრძენთა ბრძენები…

სათვალიდან ლუღლუღებს,

დოქტორი და დოცენტი,

-თურმე მტერს დაუპყრია,

მიწის ოცი პროცენტი…

დარბაზებში არ წყდება,

,,ივენთი” და ხორხოცი…

-ის, პროცენტი ვისია,

დანარჩენი, – ოთხმოცი ? !!!

მუშვან ვარგი

(მიშა იოსელიანი)

2017 წლის 9 თებერვალი

1 COMMENT

  1. ჯიბეგასქელებული ოლიგარქების. ნაღდი ქართველები სადღა არიან?სულს გვაძრობენ.

  2. ერთი ამოსუთქვით წაკითხული და დღევანდელი რამდენი მწარე სიმართლე. გაიხარეთ ძმაო.ოქროს კაცი ხართ.

  3. რაც უბრძანეს ევრომმართველებმა იმას წერს, რას ემდურებით ამ უბედურს, აბა თქვენ იყოთ მის ადგილზე, რას იზამდით? ზუსტად ასე ყავთ დატყვევებული პარლამენტის წევრები, მინისტრები თუ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი თუ მოსამართლეები და ასე შემდეგ, ყველა ისინი, ვინც სიმართლეს უნდა ადიდებდეს, იმიტომ სუფევს ქვეყანაში უსამართლობა. მათ უთხრეს, რომ: რაც ცუდი იცი კაპიტალიზმზე მართლმადიდებლობას მიაწერე, თორემ შვილის საფლავზე აგაფეთქებთო, მანაც რაც იცოდა კაპიტალიზმზე აუგი, ის ილაპარაკა მართლმადიდებლობაზე, რამე არის გაუგებარი? ეს უბედური და მისნაირი ტყვეები კი არ უნდა აძაგოთ, არამედ კაპიტალისტები და მათი მოძღვრება – კაპიტალიზმი.
    არჩევნების ჩატარებას კი ღმერთის მიერ ბოძებული წესით უნდა ითხოვდეთ და არა კაპიტალისტების მიერ შემოჩეჩებული წესით, რასაც არ აკეთებთ, ესე იგი თგვენც ბობოლა მილიარდერების გავლენის ქვეშ ხართ მოქცეულნი. პირდაპირ გეტყვით – მეცოდებით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here