Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი: მაკკეინი მუდმივად მტერს აქეზებს!

ტრამპი: მაკკეინი მუდმივად მტერს აქეზებს!

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა მაკკეინმა აშშ–ის ახალი ადმინისტრაცია იემენში მიმდინარე წლის 7 თებერვალს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო გააკრიტიკა, რის გამოც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს ჯონ მაკკეინს „მტრის წამქეზებელი“ უწოდა სოციალურ ქსელში.

„სენატორი მაკკეინი არ უნდა ლაპარაკობდეს ოპერაციის წარმატებასა და წარუმატებლობაზე მედიის წინაშე. იგი იმდენჯერაა დამარცხებული, რომ უკვე აღარ იცის, თუ როგორია გამარჯვება“, – წერს ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მაკკეინის თქმით, იემენში განხორციელებულ ოპერაციას იგი ვერ უწოდებს წარმატებულს, რადგან განადგურდა სამხედრო თვითფრინავები, რომელთა ღირებულებაც 75% მილიონ დოლარს აღემატებოდა, ასევე განადგურდა სამხედრო საზღვაო ფლოტი SEAL და ასევე ბევრი სხვა  მსხვერპლი მოჰყვა ოპერაციას: ქალებისა და ბავშვების სიცოცხლის ხელყოფის ჩათვლით. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here