Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი: შევხვდებით სასამართლოში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას

ტრამპი: შევხვდებით სასამართლოში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას

533

„შევხვდებით სასამართლოში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების შეჩერების შესახებ სან ფრანცისკოს მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი ტვიტერზე გამოეხმაურა.

სან-ფრანცისკოს მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების დაბლოკვის თაობაზე. ხოლო 4 თებერვალს, ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის განკარგულება შეაჩერა, რომელიც შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლას კრძალავს. ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში ანულირებული ვიზების აღდგენა დაიწყო.

თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა სიეტლის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საიმიგრაციო განკარგულების მოქმედების აღდგენა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა უფრო დასაბუთებული სარჩელის შეტანის უფლება მისცა.

ტრამპის განკარგულების თანახმად, 7 მუსლიმური ქვეყნის – სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერების ბრძანება გასცა.

მიგრანტების აკრძალვის განკარგულების გაცემის მომენტიდან ჯამში 100 ათასი ამერიკული ვიზა გაუქმდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here