Home რუბრიკები საზოგადოება ხუთიოდე წელიწადში ქართული რაგბი ქართული ფეხბურთივით გაფარჩაკდება

ხუთიოდე წელიწადში ქართული რაგბი ქართული ფეხბურთივით გაფარჩაკდება

2314

ბოლო პერიოდის საქართველოში თუ რომელიმე სპორტის სახეობაზე იტყვიან, წარმატებულიაო, ეს, უწინარესად, რაგბის ეხება. ქართველმა მორაგბეებმა ჯიგრიანი თამაშით თავი ქომაგებსაც დაამახსოვრეს და სწორედ მოთამაშეების დამსახურებაა ის, რომ საქართველოში რაგბის წესებს ბევრი იცნობს. ამის მიუხედავად, რაგბიში ძალიან, ძალიან ბევრი პრობლემაა და, თუ ამაზე ხმამაღლა ახლა არ ვისაუბრეთ, 4-5 წლის შემდეგ რაგბი საქართველოში ერთერთ რიგით სპორტად გადაიქცევა და ვეღარც გამარჯვებებით გავიხარებთ.

ევროპისკენ ფართო გზა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა კლოდ სორელმა გაჭრა. ის 1997 წელს ჩაუდგა ნაკრებს სათავეში და სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ ქართული რაგბი, რომელიც საბჭოთა კავშირშიც მოწინავე იყო, ჯერ კიდევ არსებობდა. სორელმა თავისი კავშირებით რამდენიმე მოთამაშე საფრანგეთის ლიგებში გაუშვა და ბიჭებმა თავი არ შეირცხვინეს, თუმცა…

ჯერ კიდევ მაშინ, XXI საუკუნის დასაწყისში ამბობდნენ, რომ ქართველ მორაგბეებსა და რაგბის მესვეურებს შორის სერიოზული უკმაყოფილება იყო. საქმე ფულს ეხებოდა _ ოფლით ნაშოვნი ხელფასის წილში ყველა ცდილობდა ჩაჯდომას, რაც მორაგბეების გულისწყრომას იწვევდა და საქმე ხშირად მიდიოდა მუშტი-კრივამდე. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სორელი მორაგბეთა აგენტის როლს ასრულებდა და მას წილი ოფიციალურად ეკუთვნოდა.

ფეხბურთის ბუმისა და ლოზუნგის “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” შემდეგ, რაგბის ბუმიც დაიწყო და წინა ხელისუფლებამ პატარ-პატარა სარაგბო სტადიონების აშენებას მიჰყო ხელი. სამაგიეროდ, მაქსიმალურად ცდილობდა, დიდ სტადიონებზე მოგარბეები არ შეეშვა და სპორტულ მოედნებს სამშენებლო დანიშნულებით ჰყიდდა. ისიც ვთქვათ, რომ ახალგაზრდა მორაგბეებს, 20-22 წლის ბიჭებს, დაწინაურებისა და ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივით, წინა ხელისუფლება ზონდერებად იყენებდა.

ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველზე და შემდეგ რიყეზე მომიტინგეთა დარბევაში სპორტსმენები აქტიურად მონაწილეობდნენ და ამ სპორტსმენებში მოჭიდავეთა და მორაგბეთა წილი უდიდესი იყო.

რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, დღეს მსოფლიოს დონის ერთადერთი მოთამაშე გვყავს _ ფრანგული “ტულონის” ლეგიონერი მამუკა გორგოძე, რომელიც არაპირდაპირ, მაგრამ ამბობს, რომ ქართული რაგბი მძიმე დღეშია. გორგოძე საქართველოში ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაციაზე იყო ჩამოსული და მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ძალიან საინტერესო რამ თქვა: ნაკრების მწვრთნელი ახალგაზრდა მოთამაშეების გამოძახებას აპირებს. მივესალმები ამ ფაქტს. უფლება არ მაქვს, მწვრთნელის კომპეტენციაში ჩავერიო, მაგრამ მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ პირველ ორ მატჩში, არამედ კარგი იქნება, თუ ყველა შეხვედრაში ახალგაზრდული შემადგენლობით ვითამაშებთ. რომ წავაგოთ კიდეც, თუნდაც რუმინეთთან, ვფიქრობ, ეს აუცილებელია. თუ ახლა არ ვენდეთ ამ მოთამაშეებს, მსოფლიოს თასზე როგორღა ვანდოთ თამაში?!”

ეს იმას ნიშნავს, რომ თაობა, რომელიც წლების განმავლობაში გვახარებდა, ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის და ამას ყველაზე კარგად ნაკრების საუკეთესო მოთამაშე გორგოძე ხედავს. ის იმასაც ხედავს, რომ ევროპულ კლუბებში სულ უფრო ნაკლები ქართველი მორაგბე მიდის; იმასაც ხვდება, რომ პატარა მოედნებზე, მით უმეტეს, ხელოვნურ საფარიანზე, დიდი მორაგბე ვერ გაიზრდება…

“შორს არ არის ის დრო, როცა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს შორის დაიდებს ბინას. ამის ყველანაირი პირობა არსებობს და საამისოდ სახელმწიფო ფულს არ იშურებს”, _ აცხადებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ახლა კი იმავეს ამბობენ მოქმედი ხელისუფლების წევრები.

არადა, მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატი კარსაა მომდგარი და არსებულ რეალობაზე ისევ გორგოძეს მოვუსმინოთ:

ვფიქრობ, იაპონიაში მსოფლიოს თასზე ორი მატჩის მოგება უნდა დავისახოთ მიზნად. არ მჩვევია, გულშემატკივრებს დაპირება მივცე. არც ღირს გადამეტებული მოლოდინის შექმნა. ორი მოგება, სავარაუდოდ, მაქსიმუმი იქნება, რაც ძალიან ძნელი მისაღწევია. მთავარია, სხვა შეხვედრებში ღირსეულად ვიბრძოლოთ”.

რა გამოდის _ რეალობა, რომელსაც მორაგბეები გვიხატავენ, სხვაა და დაპირება _ სხვა? ის ხომ მაინც ყველამ იცის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ასე სანუკვარ ექვსი ერის პირველობაზეც კი არავინ უშვებს, რადგან გვეუბნებიან, მზად არ ხართ ამ დონეზე სათამაშოდო…

“რაც უნდა მწარე იყოს სიმართლე, ვფიქრობ, რომ ექვსი ერისთვის ჯერ მზად არ ვართ. ამის გამო ბევრი გამაკრიტიკებს, მაგრამ ესაა რეალობა”, _ თქვა ამას წინათ ნაკრების კაპიტანმა და ამის გამო ლამის ჯვარზე გააკრეს.

არადა, ორიოდე თვის წინათ შოტლანდიასთან გამართული ტესტმატჩი 43:16 წავაგეთ. სწორედ აღნიშნულ ტესტმატჩზე აპელირებდნენ ქართული რაგბის მამები, ევროპული რაგბის მმართველ ორგანოს მოუწოდეს, _ შეხვედრას უყურეთ და მიხვდებით, ექვსი ერის პირველობის ღირსი რომ ვართო. მათაც უყურეს და მეორე დღესვე განგვიცხადეს, თქვენთვიას ელიტაში ყოფნა ჯერ ძალიან ადრეაო.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებს, ტრავმის მიღების შემთხვევაში, მკურნალობის პრობლემა აქვთ. პროფესიონალი მორაგბე მუხლის მყესების ოპერაციას საყოველთაო დაზღვევით რომ გაიკეთებს და ფულს საკუთარი ჯიბიდან დაამატებს, რაზეა ლაპარაკი?!

და ერთიც _ რაგბი არ არის ოლიმპიური სახეობა, რაც მის პოპულარობას მსოფლიოს მასშტაბით ხელს ძალიან უშლის. შესაბამისად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან რაიმე დახმარების იმედი და რომელიმე პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა, ნულის ტოლია. მანამდე კი ხელოვნურ მოედნებზე დარბიან პატარა ბიჭები, რომლებსაც ძალიან, ძალიან სურთ, ისეთივე ჯიგრით გავიდნენ და ითამაშონ ქართველი გულშემატკივრის წინაშე, როგორც ამას ამჟამინდელი თაობა აპირებს; თაობა, რომლის შემცვლელის პოვნა ძალიან, ძალიან ჭირს.

ნიკოლოზ იაშვილი

1 COMMENT

  1. სტატიის სათაური არ შეესაბამება სტატიის შინაარსს და რბილად რომ ვთქვათ მყვირალაა… რაც შეეხება თავად სტატიის შინაარსს, ეტყობა რომ ავტორს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს ქართულ რაგბზე, მის ახალგაზრდებზე/ხვალინდელ ნაკრების წევრებზე ფაქტიურად არაფერს/ვერაფერს წერს და შესაბამისად სტატიაც მეტწილად არ ასახავს რეალობას…

  2. იმდენი არ აგიდგათ გვერდები ამ სტატიის ავტორებს, სანამ თქვენ საქართველოში რაგბის გაფარჩაკებას მოეწროთ. გასკდით გულზე, ჯერ სად ხართ, ისეთი ბიჭები მოდიან, რომ ბეჭებზე გააწვენენ ყველას….. არსებულ ნაკრებზე უფრო მაგრები არიან პატარები. წერეთ და იკითხეთ, ამით ჩვენ უფრო მეტი ძალა, ენერგია და გამარჯვების ჟინი გვემატება.

  3. ეს რა ხდება ჩვენს თავს?! მე ჩემ Sვილს გამოვიყვან სკოლიდან,თუ ასე გაგრძელდა! მაგრამ ვერ მივართვით მაგ მავანებს! რაგაც მოვიფიქროთ!რამე ვიღონოთ! აი ამ ტექსტს ვწერ. 11.02.2017 წელი. დგეს შემთხვევით ღმოვაჩინე რომ ჩემი მე 5 კლასელი გოგონა უყურებს რაგაც ვიდეოს.როგორც გავარკვიე სკოლიდან დაუვალებიათ. რაგაც წიგნია სახელდ \\\”წიგნის ქურდი\\\”. ჯერ გარე ყდას რომ ნახავთ,მიხვდებით რა სიგიჟეა.მერე ამას ინტერნეტით ნახულობ და მოკლედ აქეთ იქეთ,ირგვლივ სულ რაგაც პორნოგრაფიული ვიდეოები ახვევია.ანუ მაგ სისაძაგლეებს ბავშვი ყველა ვარიანტში ნახულობს,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ! მე გულხელდაკრეფილი ჯდომას არ ვაპირებ. ყველა საარო სკოლაში უნდა იყოს მართლმადიდებელი მღვდელი,მოძღვარი !

  4. ვისაც გული გაქვთ გატეხილი ნუ უყურებთ რაგბს .მე რაგბის წაგემაც მახარებს და მოგებაც უდაოდ ძლიერი თაობა მოდის ,მიხარია გერმანიის გაძლიერებაც მალადეც,მიხარია ბევრი მოედნები რომ აშენდა .კახეთშიც დაიწყო რაგბის ჯუფების შექმნა.

  5. ასე ცხოვრებაზე გულაცრუებული ხალხი არ უნდა მუშაობდნენ ჟურნალისტებად და არ უნდა წერდნენ სტატიებს.. ულოგიკო და იდიოტური სტატიაა

  6. და იმიტომ რომ \\\\\\\”განათლება\\\\\\\” ევროპაში ექნება მიღებული, ჩამოიყვანენ და \\\\\\\”კაკ მინიმუმ\\\\\\\” მინისტრად დანიშნავენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here